სიყვარულის შხამიანი ნექტარი

დავით ბუხრიკიძე

სალომე ჯიქიამ წარმატებით იმღერა ტრიესტის ოპერის სცენაზე, სადაც გაეტანო დონიცეტის ოპერაანა ბოლენაგრეჰემ ვიკის დადგმით აღადგინეს.

19 და 21 იანვარს ტრიესტის Teatro Lirico Giuseppe Verdi-ის სცენაზე გაეტანო დონიცეტის ოპერის, „ანა ბოლენასპრემიერა გაიმართა, რომელშიც მთავარი როლი ქართველმა სოპრანომსალომე ჯიქიამ შეასრულა. საპრემიერო წარმოდგენები იანვრის ბოლომდეა დაგეგმილი და მომღერალი კიდევ რამდენჯერმე შეასრულებს დედოფალ ანა ბოლეინის პარტიას (ოპერას იტალიურადანა ბოლენაეწოდება). 

დონიცეტის ოპერის მსოფლიო პრემიერა 1830 წლის დეკემბერში, მილანის Theatro Carcano-ში გაიმართა. ლიბრეტისტი ფელიჩე რომანი ნაკლებად ცნობილი პოეტისა და დრამატურგის, იპოლიტო პიდემონტეს პიესასჰენრიხ მერვე და ანა ბოლენადაეყრდნო, რომელიც ინგლისის დედოფლის, ჰენრიხ VIII-ის მეორე მეუღლის, ანა ბოლეინის ცხოვრების დრამატული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. 

ოპერა კომპოზიტორმა გამოჩენილი სოპრანოს, ჯუდიტა პასტასათვის დაიწერა, რომელიც წარმატებულად იდგმებოდა XIX საუკუნეში. შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა და რომ არა მარია კალასის უდიდესი ტალანტი და რეჟისორ ლუკინო ვისკონტის ძალისხმევა, თითქმის საუკუნის განმავლობაშიმიძინებულისაოპერო ნაწარმოები შესაძლოა, კიდევ დიდ ხანს ყოფილიყო მთვლემარე მდგომარეობაში.

1957 წელს, „ლა სკალასსცენაზე, დიდმა იტალიელმა რეჟისორმა ფაქტობრივად გააცოცხლა დავიწყებული შედევრი, ხოლო მარია კალასს სრული კარტბლანში მისცა, რათასკალასსცენაზე ვოკალური  და დრამატული ტალანტის  სრულყოფილება დაემტკიცებინა. მომდევნო წლებში დონიცეტის ოპერა არაერთხელ დაიდგა (მაგალითად, 21-საუკუნეში გამორჩეული იყო დევიდ მაკვიკარის დადგმამეტროპოლიტენ ოპერაში“, სადაც ანა ნეტრებკო მღეროდა), თუმცა კრიტიკოსების შეფასებით, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, გრეჰემ ვიკის სარეჟისორო ვერსიაარენა დი ვერონასსცენაზე 2007 წელს, მაინც ერთერთი ყველაზე გამორჩეულია.

რეჟისორმა სტეფანო ტრესპიდიმ (რომელიც ამჟამადარენა დი ვერონასსამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილეა და თავის დროზე გრეჰემ ვიკის ასისტენტიც იყო) ტრიესტის ოპერაში აღდგენილი დადგმა მარია კალასის დაბადების 100 წლისთავს და 2021 წელს გარდაცვლილი ბრიტანელი რეჟისორის ხსოვნას მიუძღვნა. ფაქტობრივად, „ანა ბოლენა  ტრიესტის ოპერისა დაარენა დი ვერონასკოპროდუქციაა, რომელიც მომავალში ალბათ ისევ დაუბრუნდება ვერონის ღია სცენის გიგანტურ მასშტაბებს. 

კრიტიკოსები და მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ აღდგენილი დადგმისშთამბეჭდავ ვიზუალურ ზემოქმედებას, ინოვაციურ და დახვეწილ დეტალებს და ლიბრეტოს ხელახალ გააზრებას სასცენო დრამატული მოქმედებისათვის“.

ტრიესტის ოპერაში საპრემიერო წარმოდგენების შემდეგ, იტალიური გამოცემა „Punto Zero” საქებარ სიტყვებს არ იშურებს ქართველი სოპრანოს მიმართ და მასბელ კანტოს ქართველ დედოფალსუწოდებს, რაც იტალიური ბელ კანტოს რეპერტუარის მიმართ მკაცრი და ზედმეტადეჭვიანიკრიტიკოსების მხრიდან, მართლაც აღიარებად შეიძლება მივიჩნიოთ.

სცენაზე თქვენ იხილავთ ახალგაზრდა და მყარი ვოკალურარტისტული მონაცემის სალომე ჯიქიას, რომელსაც შეუძლია იოლად გაუმკლავდეს ანა ბოლენას პარტიას და საერთოდ, დონიცეტის პარტიტურის სირთულეებს. ქარიზმატული ქართველი სოპრანო სცენის ახალი ვარსკვლავია, რომელიც ერთდროულად შთაგონებითა და დრამატიზმის განცდით ფლობს და აკონტროლებს ხმას, რაც დედოფალ ანას მნიშვნელოვან და სამაგალითო ფიგურად აქცევს. ბელ კანტოს მონაცემებით დაჯილდოებული მომღერალი შესანიშნავი და ექსპრესიული ტექნიკით გამოირჩევა.

ყოველ სცენასა თუ ეპიზოდში სალომე ჯიქია ამტკიცებს, რომ ფლობს დრამატული სოპრანოებისათვის დამახასიათებელ ტექნიკას და არის სრულყოფილი არტისტული მონაცემის მსახიობიც. ის ინარჩუნებს რეალურ, ნამდვილ ემოციას ურთულეს არიაში “Al dolce guidami castel natio” და ასევე, სიგიჟის ფინალურ სცენაში, რომელმაც საპრემიერო სპექტაკლზე დამსწრე მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა“.

სპექტაკლის დირიჟორი და კონცერტმაისტერია ფრანჩესკო ივან ჩიამპა, მხატვარი და კოსტიუმების ავტორიპოლ ბრაუნი (რომელიც, სხვათა შორის, 1997 წლისოსკარისლაურეატია), გუნდის ხელმძღვანელიპაოლო ლონგო. მთავარ პარტიებს ასრულებენ: სალომე ჯიქია (ანა ბოლენა), რიკარდო ფასი (ჰენრიხ VIII ), ლაურა ვერეჩია (ჯოვანა სეიმური), მარკო ჩიაპონი (ლორდი რიჩარდ პერსი).