როგორ ააცეკვა მარიამ ალექსიძემ ჯეიმს ჯოისის ქალიშვილი

დავით ბუხრიკიძე

ფილმიბალეტილუჩიას ოთახიდუბლინის ფესტივალზე

15 ივნისს დუბლინში, ჯეიმს ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL-ის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით უჩვენეს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძისა და ფილოლოგიის დოქტორის, შექსპირის შემოქმედების მკვლევრის, დავით მაზიაშვილის ფილმიბალეტილუჩიას ოთახი“. კინოფესტივალი სპეციფიკურია, რადგან იქ ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ ან მისი შემოქმედებით ინსპირირებულ ფილმებს უჩვენებენ.

2022 წელს ფესტივალი სრულიად განსაკუთრებულია, რადგან ის დიდი  ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისისულისესგამოცემის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალზე პირველად მონაწილეობდა ქართული გადამღები ჯგუფი. ავტორები მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებელი, მარიამ დარჩია. პრემიერის შემდეგ გაიმართა მაყურებლის შეხვედრა შემოქმედებით ჯგუფთან. თავადლუჩიას ოთახიკი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ნომინაციაში – „განსაკუთრებული აღნიშვნა“. 

ფილმიბალეტი ლუჩიას ოთახიერთგვარი სიზმარი თუ ჰალუცინაციაა, რომელიც XX საუკუნის ერთერთი უდიდესი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილის, ლუჩია ჯოისის ცხოვრების ერთ დღეს ასახავს. უდიდესი ნიჭით დაჯილდოებულმა მოდერნბალეტის მოცეკვავემ, ლუჩიამ მთელი თავისი ცხოვრება საზოგადოებისგან გარიყულმა, იზოლაციაში გაატარა. დრამატული ხასიათისა და მისტიციზმისაკენ მიდრეკილმა ლუჩიამ ვერც მამისგან იგრძნო სიყვარული, რადგან ჯოისი არ ცნობდა შვილის პროფესიულ არჩევანს. მეტიც, მათი ურთიერთობა მუდამ დრამატიზმითა და დაძაბულობით იყო გამორჩეული.

სწორედ ამ დრამატული ისტორიის გამო აღეძრათ ლუჩიას პერსონისადმი ინტერესი მარიამ ალექსიძესა და დავით მაზიაშვილს, რისთვისაც ახალი ფორმატი მოიფიქრესხილვა, სიზმარი, ჰალუცინაციათავად ჯეიმზ ჯოისის ტექსტებზე დაყრდნობით ფილმის საუნდტრეკი შექმნა ანამარია ბურდულმა. ლუჩია ჯოისის სახე გიორგი ალექსიძის სახელობის, თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წამყვანმა სოლისტმა მარიამ დარჩიამ შეასრულა.

ლუჩიას ოთახიუცნაური სილამაზითა და ექსცენტრული ტალანტით დაჯილდოებული მოდერნბალეტის მოცეკვავის, ლუჩიას ცხოვრების ერთ დღეს ასახავს. ის თავის ოთახშია გამოკეტილი და მამისჯეიმზ ჯოისის ხმა მხოლოდ მუსიკალურ ბგერათა სამყაროდან ჩაესმის. ეს ბგერები სინამდვილეში მხოლოდ ლუჩიას თავშია. ცეკვის ექსპერიმენტული ენა და ლიტერატურული ტექსტი თითქოს მამაშვილის საიდუმლო სალაპარაკო ენაა. 

მონოლოგი, ფიქრთა დინება, ალუზიები ჯოისის შემოქმედებიდან, რომლითაც დახუნძლულია ფილმბალეტი, მრავალი ნამსხვრევისგან, ფერისგან, სხვადასხვა რიტმისა და ხასიათისგან შედგება. ის ამთლიანებს და აერთიანებს ლუჩიას ერთ დღეს, როგორც მთელ ცხოვრებას, მეხსიერებას, სამყაროს ვიბრაციას

ლუჩიას ოთახიმარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა 2020 წელს პანდემიის  პერიოდში შექმნეს, როდესაც მთელ მსოფლიოში სახელოვნებო პროცესები შეჩერებული იყო. 2020 წელს მარიამ ალექსიძის ვიდეოწარმოდგენა – მარიჯანის ოთახი ერთგვარი რეაგირება იყო პანდემიის შედეგად გამოწვეულ კარჩაკეტილ რეალობაზე. ამ პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე მიდგომა გულისხმობდა სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ახალი შეგრძნებების გაზიარებას პირადი სივრციდანსახლიდან ვირტუალურ სამყაროში. 

ახალი მიდგომითა და მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიით, დასმა თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლს ჩაუყარა საფუძველი. ამდენად, „მარიჯანის ოთახისშემდეგლუჩიას ოთახიმარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის შემოქმედებითი თანამშრომლობის კიდევ ერთ გაბედულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ.

როგორც ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე აღნიშნავს, „ახალი ფორმატის საშუალებით, დავით მაზიაშვილის მხატვრული იდეებითა და კონცეფციით, იმ ტრანსფორმაციებსაც გამოვეხმაურეთ, რომლებიც მსოფლიომ პანდემიის პერიოდში განიცადა. ბატონ დავითის აღმოჩენა იყო, ასევე, ხელოვანი ანამარია ბურდული, რომელმაც ფილმლუჩიას ოთახის ორიგინალური საუნდტრეკი შექმნა.