პლასიდო დომინგო ბუენოს-აირესის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში ამხილეს

დავით ბუხრიკიძე

არგენტინაში უკვე რამდენიმე დღეა იძიებენ სახელოვანი საოპერო მომღერლის, პლასიდო დომინგის სავარაუდო კავშირს კრიმინალურ დაჯგუფებასთან.

გასულ კვირას ბუენოსაირესში პოლიციამ ათეულობით რეიდი ჩაატარა ე.. BA-ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებდაიოგას სკოლისსახელწოდებით და რომელიც სინამდვილეში ქალების სექსუალური ტრეფიკინგით იყო დაკავებული. 

არგენტინულ მედიაში უკვე გავრცელდა მოსმენების შემდეგ გამოქვეყნებული აუდიოფრაგმენტები, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის თქმით, ადასტურებს პლასიდო  დომინგოს კავშირს BA-ჯგუფის კრიმინალურ საქმეებთან. ამასთან, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, მოსმენების თარიღები და არეალი არ სახელდება. უკვე ცნობილია, რომ ჯგუფს ხელმძღვანელობდა 84 წლის ყოფილი მუსიკოსი ხუან პერკოვიჩი. ჯგუფს ბრალად ედება სექსუალური ტრეფეკინგი, რომელთა შორის არასრულწლოვანებიც არიან. ასევე, გამოძალვა და ფულის გათეთრება. ჯერჯერობით დომინგოსთვის ბრალი არ წაუყენებიათ. 

სავარაუდო კრიმინალური ჯგუფის იდენტიფიცირებული პირებიდან სულ მცირე, სამი მათგანი თანამშრომლობდა პლასიდო დომინგოსთან ჯერ კიდევ 1995 წლიდან და ისინი პროფესიულად ასევე დაკავშირებულები არიან კლასიკურ მუსიკასთან. BA-ჯგუფის კრიმინალურ საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია კიდევ პირი. ეს არის სუზანა მენდელევიჩი, რომელიც გაზეთმა Clarin-მა მოიხსენია, როგორც ქალი სახელად მენდი“ (პოლიციის მოსმენების ჩანაწერებში, რომელიც  გამოქვეყნდა, მენდელევიჩი სწორედ ამ მეტსახელით მოიხსენიება).

სუზანა მენდელევიჩი 75 წლისაა, ის პიანისტი და კომპოზიტორია. ჯერ კიდევ 2000 წელს, როდესაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ კომპოზიტორ ასტორ პიაცოლას ბიოგრაფია გამოქვეყნდა, მასში მოხსენიებულია არგენტინელი პიანისტი, სახელად სუზანა მენდელევიჩი, რომელიც ბუენოს-აირესში პიაცოლას ერთ-ერთ ნაწარმოების რეპეტიციას ატარებდა. ამავე კონცერტთან დაკავშირებით მოხსენიებულია მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი ჩელისტის, მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელიც.

სამართალდამცავებმა მედიასთან საუბარში განაცხადეს, რომპლასიდო დომინგოს უშუალოდ არ ჩაუდენია დანაშაული და ოფიციალურად არ არის BA ჯგუფის წევრი, თუმცა მოსმენებიდან გამომდინარე, მისი კავშირი კრიმინალურ ჯგუფთან და პროსტიტუციიასთან სრულიად აშკარაა“. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  არგენტინაში პროსტიტუცია დანაშაულად არ ითვლება.

არგენტინული მედიის დიდი ინტერესის მიუხედავად, არც თავად დომინგო და არც მისი წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ იძლევიან. ახლანდელი გამოძიების კონტექტში, დომინგოსთან დაკავშირებით იხსენებენ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაწყებულ სკანდალს, როდესაც ოცზე მეტმა ქალმა საჯაროდ განაცხადა სექსუალური შევიწროების შესახებ. ადრესატი კი სწორედ პლასიდო დომინგო იყო. ამ ბრალდებების შემდეგ დომინგომ დატოვა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა და ასევე ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობა.

2020 წლის მარტში პლასიდო დომინგოს სახელი ამოიღეს ახალგაზრდა საოპერო მომღერლების სასწავლო პროგრამიდან ვაშინგტონის ეროვნულ ოპერაში. სხვათა შორის, ვაშინგტონში ის სამხატვრო ხელმძღვანელად და შემდეგ გენერალურ დირექტორად 1998 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.