დავით ბუხრიკიძე

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ზედიზედ ორი საპრემიერო წარმოდგენით საოპერო სცენას უბრუნდება: ნეაპოლის „სან კარლოში“ ის შეასრულებს ლაურა ადორნოს პარტიას ამილკარე პონკიელის „ჯოკონდაში“, ხოლო მიუნხენის „შტატსოპერაში“ ამნერისს ვერდის „აიდაში“.

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ზუსტად ისე მოულოდნელად დასრულდა, როგორც ვარაუდობდნენ - მოულოდნელი ფილმის გამარჯვებით.

დავით ბუხრიკიძე

88 წლის ასაკში ტოკიოში გარდაიცვალა მსოფლიოში აღიარებული იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოზავა. 

პუბლიკა

მათივე შეფასებით, თავისთავად მცდარი გადაწყვეტილება კოშკის დაშლის შესახებ პრაქტიკაში სრულიად ვანდალურად განხორციელდა - პროექტით ნაგულისხმევი „დაშლის“ ნაცვლად მოხდა კოშკის ბრუტალური ნგრევა. არ გაკეთებულა სამშენებლო ქვების სავალდებულო მარკირება. ამჟამად კოშკის ნანგრევები სრულებით უსისტემოდაა მიმოფანტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე, როგორც გალავნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ბასტი მგალობლიშვილი

დანიის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს ლადეგაარდი თბილისს სტუმრობდა. დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA Georgia) ორგანიზებით მასთან საჯარო შეხვედრაც გაიმართა, სადაც ლადეგაარდმა კინოპროფესიონალებს გამოცდილება გაუზიარა კინოს მხარდაჭერის, კინოცენტრის მართვისა და სპეციფიკის შესახებ. ლადეგაარდს ამ ღონისძიებაზე შევხვდით და ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებზეც ვესაუბრეთ.

დავით ბუხრიკიძე

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კონკურსგარეშე ნაჩვენებმა ორმა ფილმმა: ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ და ანა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ ის ფილმებია, რომლებმაც სწორედ საერთაშორისო ფესტივალებზე დაიმსახურეს დიდი წარმატება, თუმცა სამწუხაროდ, ეროვნულ კინოცენტრში განვითარებული მოვლენების გამო, ისინი ერთგვარად „შავ სიაში“ მოხვდნენ.

დავით ბუხრიკიძე

ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც 26-ედ მასპინძლობს თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს, წელსაც გასული წლის მსგავსად, გამოჩენილი ბერძენი რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით გაიხნა. Amor ტრილოგიის მეორე ნაწილია, ხოლო პირველი - Alarm, გასულ წელს ნახა და შეაფასა მაყურებელმა. დასკვნით ნაწილს სახელწოდებით Encore, მომავალ ფესტივალზე ვიხილავთ.

დავით ბუხრიკიძე

უკვე ერთი კვირაა, რაც მსოფლიოს მედია ჩილელი რეჟისორის, პაბლო ლარაინის ახალი, ბიოგრაფიული ფილმის კადრებს ავრცელებს, რომელშიც მარია კალასის როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ლარაინის ფილმის სახელწოდებაა „მარია, ღვთაებრივი“ (Maria, La Divina) – სწორედ ასე უწოდეს თავის დროზე, აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემლებმა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს საოპერო მომღერალს.

დავით ბუხრიკიძე

„კუბი კონტექსტი“, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკ „მზიურის“ გამორჩეული არტ-სივრცის ნაწილია და ხშირად იწვევს განსხვავებული ასაკის, ინტერესების და შეხედულებების მქონე არტისტებს, ამჯერად რეჟისორისა და პერფორმერის, ნინო მაღლაკელიძის პერფორმანსს მასპინძლობდა.

დავით ბუხრიკიძე

შემსრულებელთა სია ცხადია, უსასრულოა და მხოლოდ პიანისტებს არ  გულისხმობს. თუმცა ამჯერად ჩვენი თხრობა ახალი, ასე ვთქვათ, ჯენზის თაობის ქართველ პიანისტს - გიორგი გიგაშვილს ეხება, რომელიც დაკვრის არაორდინარული მანერით, თითქმის თავნება ჯაზური ინტერპრეტაციებით და კლასიკური კლიშეებისგან სრულიად თავისუფალი შესრულებითა და აზროვნებით  გამოირჩევა.