კულტურა
„პუბლიკამ“ 23 ქართველი კინომცოდნე გამოკითხა მსოფლიო კინოს გასული ათწლეულის შესაჯამებლად. კინომცოდნეებს ვთხოვეთ, შეედგინათ 2010-2019 წლების 10 საუკეთესო უცხოური ფილმის სია. გთავაზობთ გამოკითხვის დაჯამებულ შედეგებს:
რამდენიმე დღეში 20-იანი წლები დაიწყება. „პუბლიკამ“ 26 ქართველი კინომცოდნე გამოკითხა ქართული კინოს გასული ორი ათწლეულის შესაჯამებლად. კინომცოდნეებს ვთხოვეთ, შეედგინათ 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ქართული ფილმის საკუთარი სია. გთავაზობთ გამოკითხვის დაჯამებულ შედეგებს.
სატელევიზიო ფილმი „იოანე-ზოსიმე: დაბრუნება“ ტელეკომპანია „იმედისა“ და „სამეცნიერო-დოკუმენტური და ეთნოისტორიული ქრონიკების სტუდიის“ ნაწარმია. მისი პრემიერა სამთავრობო „იმედის“ ეთერში, წინასაარჩევნო პერიოდში, 9 ოქტომბერს შედგა. როგორც ფილმის ფინალში, ასევე მის წუთნახევრიან სატელევიზიო ანონსში აღნიშნული იყო, რომ ეს არის „ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ქველმოქმედება“. ფილმის უფრო ვრცელი ვერსია „მწერალთა სახლში“ გასული წლის ნოემბერში უჩვენეს.
„მისმა ხმამ და არტისტულობამ მოხიბლა ჟიურიც და პუბლიკაც ფინალურ საკონცერტო საღამოს“ - აღნიშნულია ფესტივალის პრეს-რელიზში.
გამოხდა ხანი და ზედაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, ქოცურ-ტროლურმა მედიამ „მიაკვლია“ სპექტაკლის ჩანაწერს - ვიდეოს, სადაც კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის გმირები ერთმანეთს კოცნიან. დაურთო მას ამაზრზენი, ფსევდომორალური კომენტარები, რასაც სინამდვილეში, სრულიად მიზანმიმართული ჰომოფობიური და პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა.
აგვისტოში ნაციონალური ბალეტი ბათუმს ეწვევა, თვის ბოლოს კი ვისაც ახალი პროგრამა არ უნახავს, შეუძლია ნაფეტვრების ღია სცენას ესტუმროს და თაკარა „არქეტიპებს“ მართლაც არქეტიპული განზომილება მოუძებნოს.
რატომ დაიბლოკა საქართველოს მთავარ მუზეუმებში საერთაშორისოდ აღიარებული ბარათი და რას აპირებს ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ამის შესახებ „პუბლიკას“ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლანა ქარაია ესაუბრა.
ვის ეკისრება მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე ხარვეზებით ჩატარებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა? რა მასშტაბის დეფექტები გამოვლინდა, ჰქონდა თუ არა რაიმე ბერკეტი სააგენტოს, პროექტირების ეტაპზევე დაეზღვია მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იმ ხარვეზებისგან, რაც გამოვლინდა?
დაბოლოს, გალაკტიონით ფრაზით შთაგონებულები („ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია“) სტურუას შავ-თეთრ „ზმანებას“ დაახლოებით ასე თარგმნიან: სხეული ჩვენი უშავესი სიზმრის ფერია.
იმპრესიონიზმის ამ დიადმა ბანოვანმა, მიუხედავად ამაზრზენი მიზოგინიური ტალღისა, საუკუნოდ დაიმკვიდრა ადგილი ხელოვნების ისტორიაში
გასული საუკუნის საფრანგეთის 50-60-იანი წლები საინტერესოა როგორც კინოს, ასევე მოდის მოყვარულთათვის. ამ პერიოდში განიცდის აყვავებასა და ერთგვარ აღორძინებას ორივე ინდუსტრია. 50-60-იანების ფრანგული მოდა სოციალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც კინო.
„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ – ასე ჰქვია ალექსანდრე კობერიძის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელიც 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზით დაჯილდოვდა. მობილური ტელეფონით გადაღებული 202-წუთიანი ფილმი არ ჰგავს არც ერთ ქართულ ფილმს, თუმცა ქართული კინოს ისტორიას ნამდვილად ატარებს.