ნიკოლას გელოვანი

არასოდეს წარიხოცება მისი სახელი, არ ჩაქრება მისი დიდება, არ განქარდება მარადიული შემოქმედება, რამეთუ დაუვიწყარია ამ ვირტუოზის ღვაწლი.

ქრისტინე მუჯირი

კავშირის ერთ-ერთი წევრი, არქეოლოგი, პროფესორი ნოდარ ბახტაძეა. მისი თქმით, პროფესიულ კავშირს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კორპუსი ქმნის, თუმცა ამ გაერთიანებაში შესვლა მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულებსაც შეეძლებათ.

დავით ბუხრიკიძე

ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.

ნინო ძანძავა

რას გაურბიან ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები? – რეჟისორის მიერ პირდაპირ თუ ირიბად დასმული ეს შეკითხვა თითქოს აჯამებს ამ კინემატოგრაფიულად დახვეწილ და პოლიტიკურად აქტუალურ ნამუშევარს, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის არახელსაყრელი ფინანსური და პოლიტიკური პირობების მიუხედავად, საქმის სიყვარულით მოტივირებული ადამიანების დიდი ძალისხმევის წყალობით, ქართული კინო ცოცხლობს და იკრებს ძალას წინ წასასვლელად – მომავლისკენ.

ქრისტინე მუჯირი

რატომ დაიწყო მინისტრმა რეორგანიზაციის სახელით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება? რატომ დატოვა სამსახურის გარეთ ისინი, რომელთა კომპეტენციას, წულუკიანის ახალი მენეჯმენტის გარდა, ეჭვქვეშ სხვა არავინ აყენებს? სამსახურიდან გამოშვებული ადამიანები მათ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე აქამდეც საუბრობდნენ. ინტერვიუს მიმდინარეობისას მინისტრმა წულუკიანმა რამდენჯერმე ახსენა გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომ ისინი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამა თუ იმ თანამდებობაზე იყვნენ დანიშნული, სისტემაში მუშაობდნენ.

დავით ბუხრიკიძე

ერეკლე წულაძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული - ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიშია, ყაზახეთში თუ ბალტიის ქვეყნებში. ისინი როგორც კერძო გალერეებსა თუ კოლექციებში, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებშია განთავსებული.

პუბლიკა

კაცობრიობას ორი თვალი აქვს - ორივე ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახვაც უნდა. კაცობრიობას ორი ყური აქვს - ერთი ხმაურისთვის და მეორე - მუსიკისთვის და ხშირად ხმაური და მუსიკა ერთმანეთს ემთხვევა, როგორც ცხოვრება და ხელოვნება.

ქრისტინე მუჯირი

ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქ მცხეთას არ აქვს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. წლებია სხვადასხვა სამუშაო და მილიონობით ლარი დაიხარჯა ამ გეგმის მომზადებისთვის, თუმცა პროცესი ჭიანურდება. პროცესში ჩართული პირები საუბრობენ სხვადასხვა კერძო, თუ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ხელს უშლის დოკუმენტის ბოლომდე მიყვანას

ანა მესხიშვილი

ტელეეკრანიდან სექსის გარშემო დეტალური საუბრებით გაჟღერდა ის, რაც ამერიკელი საზოგადოებისთვის პირად ურთიერთობებში საკმაოდ ნაცნობი იყო - რეალური პარტნიორული სიტუაციები, რაც ნამდვილად არსებობდა. თუმცა არსებობდა კი მსგავსად იდეალიზებული მეგობრობა ქალებს შორის, როგორსაც „სექსი დიდ ქალაქში” გვაჩვენებს?

ქეთი გოგუაძე

ესპანელი სიურრეალისტის, სალვადორ დალის მიერ 1954 წელს შექმნილი „პრინც გურიელის პორტრეტი“  სიმბოლოებისა და მეტაფორების ერთობლიობით ზუსტად გადმოსცემს იმ სამშობლოს, რომელიც არჩილ ჭყონია გურიელმა ემიგრაციის დროს დატოვა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა.

ქრისტინე მუჯირი

თუშეთი საქართველოში ჯერ კიდევ ერთადერთი ხელუხლებელი რეგიონია, რომელმაც შეძლო და 21-ე საუკუნემდე მოეტანა არამატერიალური და მატერიალური მემკვიდრეობა; მოახერხა, შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა, ეს იქნება ტრადიციული არქიტექტურა, ბუნებრივი მემკვიდრეობა, სიმღერა, პოეზია, ქრისტიანულ და წინარექრისტიანული რელიგიური რიტუალები, დღეობები. გარდა ამისა, თუშეთმა შემოინახა უნიკალური ფლორა და ფაუნა.

2019 წელი გარკვეული თვალსაზრისით ქართული ქვიარ კინოსთვის თვითგამორკვევის ახალ ფაზადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მაყურებელმა ქართულ კინოთეატრებში სამი ისეთი ფილმი იხილა, რომელშიც ცენტრალური ჰომოსექსუალური ურთიერთობაა.