კულტურა
შემსრულებელთა სია ცხადია, უსასრულოა და მხოლოდ პიანისტებს არ გულისხმობს. თუმცა ამჯერად ჩვენი თხრობა ახალი, ასე ვთქვათ, ჯენზის თაობის ქართველ პიანისტს - გიორგი გიგაშვილს ეხება, რომელიც დაკვრის არაორდინარული მანერით, თითქმის თავნება ჯაზური ინტერპრეტაციებით და კლასიკური კლიშეებისგან სრულიად თავისუფალი შესრულებითა და აზროვნებით გამოირჩევა.
როგორ შეიძლება იცეკვო ლექსის თანხლებით, რომელსაც თავისი რიტმი და მუსიკა აქვს? რა ემართება სხეულს, როცა ის პოეზიას „უსმენს“ და თანაც მუსიკის ენით „ლაპარაკობს“? სად გადის საზღვარი ქორეოგრაფიის გამომსახველობასა და პოეზიის შესაძლებლობას შორის?
დავით კლდიაშვილის უკვე ჩავლილი 160 წლის იუბილე 2022 წლის სექტემბერში ქართულმა თეატრებმა 2023 წელსაც საამო ტვირთად აქციეს. თუმცა ეს თარიღი, ფაქტობრივად, მთლიანი თეატრალური სეზონის აღმნიშვნელია. ამ დროის განმავლობაში იმდენი კლდიაშვილი დაიდგა და ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ იმდენჯერ დაიდგმება, რომ კრიტიკასა და მაყურებელს განსჯის მიზეზი, ალბათ, არ მოაკლდება.
ფესტივალი „საჩუქარი“, რომელიც 26-ედ მასპინძლობს თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს, წელსაც გასული წლის მსგავსად, გამოჩენილი ბერძენი რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით გაიხნა. Amor ტრილოგიის მეორე ნაწილია, ხოლო პირველი - Alarm, გასულ წელს ნახა და შეაფასა მაყურებელმა. დასკვნით ნაწილს სახელწოდებით Encore, მომავალ ფესტივალზე ვიხილავთ.
იოსელიანი ეკუთვნის იმ მცირერიცხოვან კინორეჟისორთა რიცხვს, რომლებიც პოლიტიკურ და მხატვრულ კომპრომისებზე არასოდეს წასულან.
88 წლის ასაკში ტოკიოში გარდაიცვალა მსოფლიოში აღიარებული იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოზავა.
მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი, კახა ბაკურაძე კი პუბლიკასთან საუბარში ამბობს, რომ თეატრისა და ზოგადად, ხელოვნების მართალ და თავისუფალ ხმას ვერავინ მოაქცევს მარწუხებში: