კულტურა
კორონავირუსის გამო ევროპაში, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი თეატრალური თუ კინოფესტივალი ფესტივალი გაუქმდა. ერთადერთი და ყველაზე მაღალი დონის ფესტივალი, რაც წელს ევროპაში მოასწრეს – ბერლინის საიუბილეო, 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იყო, რომელიც 20 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტს დაიხურა.
დანიის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს ლადეგაარდი თბილისს სტუმრობდა. დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA Georgia) ორგანიზებით მასთან საჯარო შეხვედრაც გაიმართა, სადაც ლადეგაარდმა კინოპროფესიონალებს გამოცდილება გაუზიარა კინოს მხარდაჭერის, კინოცენტრის მართვისა და სპეციფიკის შესახებ. ლადეგაარდს ამ ღონისძიებაზე შევხვდით და ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებზეც ვესაუბრეთ.
შეიძლება ითქვას, რომ „კაფე მიულერში“ ეს არის თანამედროვე ცეკვის დადგმებისა თუ კლასიკური ბალეტების ახალი ვერსიების შესახებ წიგნის შექმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, რომელიც ქრონოლოგიურად გვიჩვენებს ცეკვის განვითარების თანამედროვე გზას.
„სავარდო და სამაისო“ ქალაქი ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. კინოხელოვნების ცენტრი „აია“, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქუთაისის მერიის ხელშეწყობით 8-დან 12 მაისამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს სწორედ აქ გამართავს.
ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ზედიზედ ორი საპრემიერო წარმოდგენით საოპერო სცენას უბრუნდება: ნეაპოლის „სან კარლოში“ ის შეასრულებს ლაურა ადორნოს პარტიას ამილკარე პონკიელის „ჯოკონდაში“, ხოლო მიუნხენის „შტატსოპერაში“ ამნერისს ვერდის „აიდაში“.
სცენაზე არტისტული ქაოსის ატმოსფეროს ქმნის უწესრიგოდ მიმობნეული საგნების, ნივთების და „წითელი ცხვირების“ გროვა, რომელსაც უგრძნობლად დაჰყურებს სკამზე მჯდომი კლოუნის კონსტრუქცია (მხატვარი და სცენოგრაფი - მამუკა ერქომაიშვილი), კოსტიუმები ნამდვილად ეფექტურია და ცოტათი თანამედროვე ოპერის ატმოსფეროს წააგავს (ნინი კერატიშვილი).
მასში თავიდან ჩაერთვნენ და მონაწილეობდნენ თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები (რეჟისორების, ლელა ჭინჭარაულის სამსახიობო ჯგუფისა და გია კიტიას ჯგუფის წევრები).
საიუბილეო სეზონის აღსანიშნავად ფესტივალის დირექციისა და კერძოდ, მარკუს ჰინტერჰოიზერის მიერ მოწვეულ დირიჟორებს შორის იქნებიან: რიკარდო მუტი, ინგო მეცმახერი, კირილ პეტრენკო, დანიელ ბარენბოიმი, გუსტავო დუდამელი, კენტ ნაგანო და სხვები. საერთო ჯამში ზალცბურგში ცხრა დიდი საკონცერტო პროგრამა შესრულდება
საერთოდ, ანიმაციური თუ მექანიკური თოჯინების შემოყვანას სცენაზე და შემდეგ მათი გაცოცხლებას, ბევრ კლასიკურ წარმოდგენაში, ოპერაში თუ ბალეტში ვხვდებით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხენოთ ბალეტები „კოპელია“, „პეტრუშკა“ და ოფენბახის ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“. ნებისმიერ შემთხვევაში, თოჯინების გაადამიანურება სცენაზე მაინც უცნაური,ზოგჯერ შემაშფოთებელი და ზოგჯერ სიურრეალისტურია.
როდესაც სპექტაკლის მეორე, ინტერაქციულ ნაწილში აზდაკი ერთ-ერთ მაყურებელს პირდაპირ სოციალური მესიჯით მიმართავს - „დაიფიცე ნეტარხსენებული ნოამ ჩომსკის ხატზე“, სრულიად გასაგები ხდება რატომ იწვევს გაუგებრობა-დაბნეულობას ეს ანტი-მედეას შესახებ დაწერილი ტექსტი.