რა სურს მედეას ზესტაფონის ქარხანაში?

დავით ბუხრიკიძე

ირაკლი კაკაბაძის პიესამედეა და ოიდიპოსიახმეტელის თეატრში: პოსტინდუსტრიული დრამის უცნაურობანი 

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ მედეას მითი (უფრო ზუსტად, ამ მითით შთაგონებული დღევანდელი ტექსტი) დღევანდელიპოსტინდუსტრიული სოციალური დრამისპრინციპით გაიაზრაროცა ტრადიციული წარმოდგენები, შეხედულებები და განწყობები საერთოდ იცვლება და ნადგურდება!

ანტონენ მარტოს (იგივე ირაკლი კაკაბაძე) პიესამედეა და ოიდიპოსისწორედ მიჯაჭვულობასა თუ თეატრალური ფორმების შეგნებულ დავიწყებას გულისხმობსმაგრამ დავიწყებას არა მარტო ახალი ტექსტის ავტორის თუ რეჟისორის ცნობიერების განახლებარეფრეში სჭირდება, არამედ მაყურებლის შესაბამისი მზაობაც. 

ავტორიდრამატურგიპერფორმერი, ანტონენ მარტო (კაკაბაძე) ტექსტის ტრანსფორმაციის რადიკალურ და სოციალურად მძაფრ ფორმას ირჩევს და კაპიტალიზმითმოწამლულიმმართველისგან  ზესტაფონის ქარხნის მუშების უფლებების დაცვას აპირებს. სპექტაკლის მეორე ნაწილში კი ამავე ქარხნის აფეთქებაში ბრალდებულების, მედეასა და ოიდიპოსის გამართლებას ინტერაქციაში ჩართული მაყურებლით, ანუ ნაფიცი მსაჯულების დახმარებით ცდილობს. 

ირაკლი გოგიას სპექტაკლში მედეა ფანცულაია ზესტაფონის ფეროშენადნობი საწარმოს ადამიანური რესურსების განყოფილების გამგეა (ამ როლს რუსთაველის თეატრის მოწვეული მსახიობი მანანა აბრამიშვილი თამაშობს); ეს არის მედეა, რომელიც არ ხოცავს შვილებს, მაგრამ აფეთქებს ქარხნის კომპიუტერებს. ერც სოფოკლეს მამის მკვლელსა და დედის მტელ ოიდიპოსს დააბრალებთ რაიმე კავშირს ანტონენ მარტოს შეთხზულ ოიდიპოს სტეფანოპულოსთან (ანდრია გველესიანი). ის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ახლად დანიშნული მმართველი და ბერძნული წარმოშობის ამერიკელია, რომელიც ქარხნიდან მუშების დათხოვნას და კომპიუტერული ტექნოლოგებით მათ ჩანაცვლებას ცდილობს.

მოგვიანებით საქმეში ერთვება კომპანიის იურისტი გიგა ბაკურია (სრული გროტესკისა თუ გაუცხოების ხაზგასასმელად ამ როლს  მსახიობი ნინო ციმაკურიძე ასრულებს), რომელიც გააფთრებით იცავს კერძო საკუთრებას და მედეაოიდიპოსის გასამართლებისას მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს

ცალკე უნდა გამოვყოთ აზდაკისა და შალვას დუეტი (კიდევ ერთი გადაძახილი ბრეხტის დრამატურგიასთან). პირველიკონფლიქტების მოგვარების სპეციალისტი და ქართველი ხალხის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი მოსამართლეა“; ამავე დროს დრამის მოდერატორფასილიტატორი სასამართლოს ეპიზოდში (ამ როლს გიორგი ცხადაძე თამაშობს); მეორეშალვა, მისიასისტენტია ინფორმატიკის და კომუნიკაციების დარგში“ (იურა ვასაძე), რაც ასევე ირონიად აღიქმება თეატრში გათვითცნობიერებული მაყურებლის მიერ, რობერტ სტურუასკავკასიური ცარცის წრისკონტექსტის გათვალისწინებით.

რეჟისორი გვთავაზობს მრავალშრიან პოსტმოდერნისტულ თამაშს, რომელშიც არ არსებობს მყარი დრამატურგიული კონსტრუქცია და წესები, არ არსებობენ ტრადიციული გაგებით მსახიობები და არ არსებობს სავარძელში მოკალათებული ჩვეულებრივი მაყურებელიჩვეულ და წლობით მიღებულ პირობითობას ანგრევს ინტერაქციაც, რადგან მეორე ნაწილში მაყურებელს უწევს ნაფიცი მსაჯულისროლისმორგებაც (მან უნდა გაასამართლოს მედეა და ოიდიპოსი, რომელთაც ბრალად ედებათ ფეროშენადნობი ქარხნის აფეთქება). მანამდე მას ხან ხელფასის შესახებ ეკითხებიან და ხან ტელეფონით ცალკეული ეპიზოდების გადაღებას სთხოვენ.

ტოტალური დეკონსტრუქცია ცხადია, თვითმიზანი არ არის და მას თავისი ლოგიკა აქვს. პირველი: ანტიკური დრამატურგიის მითის ნგრევა (ანტიკური ტრაგედიის პერსონაჟები მუშათა კლასის დამცველ ან პირიქით, კაპიტალიზმის დამცველ გროტესკულ ფიგურებამდე დაიყვანება), მეორეთეატრალური მითების ნგრევა (რობერტ სტურუასკავკასიური ცარცის წრისპერსონაჟების გაცოცხლება ახალი, ირონიული შინაარსითა და კონტექსტით), მესამემაყურებლის შესახებ მითის ნგრევა (დარბაზში მჯდომი და უხილავი, სცენური მოქმედების კატალიზატორად იქცევა, რადგან მის არჩევანზეა დამოკიდებული, რა ბედი ელით ბოლოს მედეასა და ოიდიპოსს). 

ანტონენ მარტო საბოლოოდ, მარტო არ რჩება საკუთარ ტექსტთან. პოსტინდუსტრიული სიშლეგითა და ღია ფინალით უკმაყოფილო მაყურებელი, მედეასა და ოიდიპოსის საბედისწერო განაჩენს სწორედ იმპროვიზებული გადაწყვეტილებით ცვლის, რაც ბატონ (ქალბატონ) გიგა ბაკურიას აღშფოთებას იწვევს. შესაბამისად, იცვლება მოსამართლე აზდაკის თამაშის მოტივაციაც და მისი ასისტენტის, შალვას წამახალისებელსარკასტული ტექსტების ადრესატიც. 

როდესაც სპექტაკლის მეორე, ინტერაქციულ ნაწილში აზდაკი ერთერთ მაყურებელს პირდაპირ სოციალური მესიჯით მიმართავს – „დაიფიცე ნეტარხსენებული ნოამ ჩომსკის ხატზე“, სრულიად გასაგები ხდება რატომ იწვევს გაუგებრობადაბნეულობას  ეს ანტიმედეას შესახებ დაწერილი ტექსტი. 

სინამდვილეში, „მედეა და ოიდიპოსიესაა სპექტაკლი, რომელსაც ვერასოდეს ექნება ერთნაირი დასასრული. მისი ღია და ინტერაქტივის შედეგზე დამოკიდებული ფინალი გიბიძგებთ იფიქროთ თეატრზე, როგორც სოციალური პასუხისმგებლობით გაჯერებულ კორპორაციაზე, ან პირიქით, გეგონოთ, რომ მისი უპასუხისმგებლო, მეამბოხე და თავნება ბუნება ადამიანის იმანენტური თვისებაა; რომ ის ისეთივე მაცდური და არასანდოა, როგორც სავალუტო ბირჟა, სადაც ვალუტის სიმყარეს მხოლოდ ნეგატიური მოლოდინი განსაზღვრავს და არასამყაროს მთავარი კანონი, რომელიც თანაგრძნობას ნიშნავს“.