Border circle

მიხეილ მეფარიშვილი

ავტორი

სტატია

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დასრულების შემდეგ ქართველი ინტელექტუალებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი მუსლიმები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. ამ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველი მუსლიმების წინაპრებს დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი საქართველოს ისტორიაში. მათ სისხლი დაუღვრიათ საქართველოს „თვით-არსებობისათვის" ბრძოლაში.

მესხის წარმოდგენით, დასავლური განათლება გენდერულ თანასწორობას ეფუძნებოდა, იგი ქალებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად. წერილში „რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი?" სერგეი მესხი გამოეხმაურა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ქალთა მოძრაობას, რომელიც იბრძვის ქალების უფლებების, მდგომარეობის და სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად. 

იაკობ გოგებაშვილი წერდა, რომ ხშირად იმპერიების პარლამენტები ქვეშევრდომი ერების დევნას თვითმპყრობელ მეფეზე მეტად უმოწყალოდ იწყებენ. შეიძლება მეფე უფრო გულმოწყალე იყოს, ვიდრე ცენტრალური პარლამენტი, რომელსაც გაბატონებული ერის წარმომადგენლები მართავენ. ასეთ პარლამენტში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კოლექტიური პასუხისმგებლობითაა ჩანაცვლებული.

„ყოველ დღე მისდით რაიმე პერიოდული გამოცემა და ამ გზით უკავშირდებიან თავის მწერლებს, და როდესაც იქ ყოველი შეგნებული კაცი თავის წმინდა მოვალეობად სთვლის თავის წრეში გაავრცელოს სიმპათია მის მიერ ამორჩეულის გამოცემისა და უმრავლოს ხელის მომწერნი, ჩვენში ჭკუის საზრდოება, გონებაზედ ზრუნვა სრულიად მივიწყებულია, და სამაგიეროდ სუფევს კუჭ და მეფობენ დაბალი მოთხოვნილებანი". 

„ახალი საქართველო, რომელიც არის საგანი ჩვენის პატრიოტების მოქმედებისა და ნატვრისა, მიქცეულ უნდა იქნას არა უკან, აზიისკენ, არამედ წინ ევროპისაკენ".

ილიას აზრით, ქართველმა ლიბერალებმა გააცნობიერეს, რომ მათი მიზანი ქვეყნის დაცემული ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და მოულოდნელი საფრთხისგან დაცვა უნდა გამხდარიყო. ამ ჯგუფის წარმომადგენლები გაერთიანდნენ სხვადასხვა პერიოდული გამოცემების - „საქართველოს მოამბის", „მნათობის", „დროებისა" და „ივერიის" გარშემო. ილიას შეფასებით, ყველა მამულიშვილი, ვისაც თავი ლიბერალად მიაჩნდა, უნდა გაერთიანებულიყო ერთი მიზნის მისაღწევად, იმისათვის, რომ საქართველოს საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა.

სტატიებში, რომლებიც გაერთიანდა პროექტში „ეროვნული ევროპულია", განხილულია ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის, ანტონ ფურცელაძის, გრიგოლ ვოლსკის და სხვა ქართველი ინტელექტუალების 1860-1918 წლებში გამოქვეყნებული წერილები, რომლებშიც ისინი ამკვიდრებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ გარიყვა ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე ქართული კულტურის ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა.