კულტურა
შვეიცარიიდან იტალიაში იძულებით განდევნილი პატარა ანტონიო წლების განმავლობაში მდინარე პოს სანაპიროზე, უკიდურეს სიღატაკესა და მარტოობაში ცხოვრობს.
2021 წლის 18 აპრილს ARTE-ზე დისიდენტი რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენნიკოვის მიერ დადგმული რიჰარდ ვაგნერის ოპერის - „პარსიფალის“ სატელევიზიო პრემიერა გაიმართა. ვენის სახელმწიფო ოპერამ რეჟისორს დადგმა დისტანციურად შესთავაზა, რადგან მას აკრძალული აქვს რუსეთის ტერიტორიის დატოვება. სადირიჟირო პულტთან ფრანგი დირიჟორი, ფილიპ ჟორდანი იდგა.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ზუსტად ისე მოულოდნელად დასრულდა, როგორც ვარაუდობდნენ - მოულოდნელი ფილმის გამარჯვებით.
70-წუთიან წარმოდგენაში ყველაზე საინტერესო მაინც რიტუალური თეატრის ელემენტებისა და ქორეოგრაფიული ენის შერწყმაა, რომელიც მკაცრ რეჟისურას, ტემპო-რიტმსა და გამომსახველობას ემორჩილება. ამოსავალი წერტილი ისევ ვაჟას პოეზიაა, რომელსაც ზუსტად გააზრებული რეჟისურის გარდა, მხატვრისა და სცენოგრაფის, ლელა ფერაძის ნამუშევარი და ნანა ყორანაშვილის ეფექტური კოსტიუმებიც ავსებს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.
„კუბი კონტექსტი“, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკ „მზიურის“ გამორჩეული არტ-სივრცის ნაწილია და ხშირად იწვევს განსხვავებული ასაკის, ინტერესების და შეხედულებების მქონე არტისტებს, ამჯერად რეჟისორისა და პერფორმერის, ნინო მაღლაკელიძის პერფორმანსს მასპინძლობდა.
კორონავირუსის გამო ევროპაში, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი თეატრალური თუ კინოფესტივალი ფესტივალი გაუქმდა. ერთადერთი და ყველაზე მაღალი დონის ფესტივალი, რაც წელს ევროპაში მოასწრეს – ბერლინის საიუბილეო, 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იყო, რომელიც 20 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტს დაიხურა.
დოკუმენტური კინოს გადაღება თევზაობას ჰგავს. ორივეს ერთი პრინციპი აქვს: მეთევზემ ჯერ უნდა მოძებნოს ადგილი, სადაც, მისი ვარაუდით, ბევრი თევზია. შემდეგ კი ანკესი დაამაგროს და დაელოდოს იმ იმედით, რომ მისგან საუკეთესო შედეგს ამოიღებს. დოკუმენტალისტი რეჟისორიც, პირველ რიგში, ეძებს თემებს, იკვლევს, სად შეიძლება გამოვიდეს კარგი მასალა.
80-იანი წლების ბოლოს, „შაუბიუნე“ ჩეხოვის რეპერტუარით მოსკოვში საგასტროლოდ ჩავიდა, სადაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წლად, ხოლო იუტა ლამპე ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი როლები კინოში. განსაკუთრებით მარგარეტ ფონ ტროტას ფილმებში „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ (1979) და „ტყვიის დროება" (1981). ფილმი „ტყვიის დროება“ მართლაც გამორჩეულია მსახიობის ბიოგრაფიაში, რომელიც ცნობილი მემარცხენე ტერორისტის, გუდრუნ ენსლინის (ამ როლს ბარბარა ზუკოვა თამაშობს) დას, ჟურნალისტ იულიანას განასახიერებს.
რადიოსპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავის აღსანიშნავად გავიდა ეთერში. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი სხდომის დამთავრებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მიიღო. სიმბოლურია, რომ რადიოსპექტაკლ „პირველი აქტის“ პრემიერაც თიბისის ფეისბუკ-პლატფორმაზე სწორედ 26 მაისს, 17 საათა და 10 წუთზე დაიწყო...
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიც ამ მნიშვნელოვან ნიშას უკვე მეორე წელია, იკავებს: გვაჩვენოს და ყურადღება გაგვამახვილებინოს იმ სურათებზე, რომლებიც დიდი ფესტივალების სრულმეტრაჟიანი ფილმების ბრჭყვიალებაში იკარგებიან ხოლმე.
„სავარდო და სამაისო“ ქალაქი ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. კინოხელოვნების ცენტრი „აია“, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქუთაისის მერიის ხელშეწყობით 8-დან 12 მაისამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს სწორედ აქ გამართავს.