დავით ბუხრიკიძე

ოზურგეთის თეატრის გასტროლები დასრულება 8 ნოემბერს გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. წარმოდგენილი იქნება რეჟისორ კაპანაძის სპექტაკლი „გურიის უკანაკნელი დედოფალი“.

დავით ბუხრიკიძე

დასრულდა დიდი საოპერო ფანტომები, დაუსრულებელი გამოძახებები პრემიერის შემდეგ, მუსიკალური ექსპერიმენტები, სასამართლო დავა,  სექსუალური სკანდალები და პოლიტკორექტულობით ნაკარნახევი სიგიჟეებიც. სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც 1973 წელს, „ტოსკას“ პრემიერაზე, რომელმაც მაესტრო ჯეიმს ლევაინს მუსიკალური ოლიმპისკენ გაუხსნა გზა.

რეკლამა

„ქოლგა თბილისი ფოტო", ასევე, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო კუთხითაც, რაც გულისხმობს ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების და ცოდნის გაზიარებას და სწორედ ამ მიმართულებით 2021-შიც რამდენიმე ვორქშოფსა და Artist Talk-ს ატარებს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველასთვის უფასოა.

დავით ბუხრიკიძე

ამ კითხვებს თავისი მკვლევარ-მძევლები ჰყავს განსაკუთრებით ძველ და გამოცდილ არტისტულ ელიტაში, რომლებმაც გაცვეთილი მითების დაკემსება ვერაფრით შეძლეს. გასული წლის ბოლოს, „ხელოვნების მოღვაწეებმა“ განათლებასა და სპორტს უშნოდ „მიკერებული“ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფა მოითხოვეს და წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

დავით ბუხრიკიძე

სხვათა შორის, „ორფეოსოსი ჯოჯოხეთში ეშვება“ - ტენესი უილიამსის კიდევ ერთი ცნობილი პიესის სათაურია, რომელიც ირაკლი გურგენიძის სპექტაკლს არანაკლებ უხდება.

დავით ბუხრიკიძე

ლევან ხერხეულიძე, ფოტოგრაფი: „პროექტზე მუშაობამ უკეთესობისკენ შემცვალა. მგონია, რომ უფრო ჰუმანური, თბილი და ყურადღებიანი გავხდი. რაც მთავარია, გავიაზრე, თუ რამდენად უმნიშვნელოა ყველაფერი, რაც ამ პროექტის გმირებისგან განმასხვავებს.

დავით ბუხრიკიძე

მოლიერის ბოლო პიესა სახელწოდებით „ეჭვით ავადმყოფი“, რომელიც რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დადგა, კარგი მაგალითია, რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ უკეთ აფხიზლებს, ვიდრე ნაყოფიერი შემოქმედებითი სიმშვიდე. ასე რომ,  სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორმა „ავადმყოფობის სიმულაცია“ უწოდა, რეალურობის შეგრძნებას სიმულაკრის დახმარებით ქმნის.

დავით ბუხრიკიძე

დოკუმენტური ფილმის პრემიერა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმართა. პანდემიის გამო კი მხოლოდ ონლაინ ჩვენება მოეწყო და ისიც ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. ამჯერად, ფილმს „დიდება დედოფალს“ მაყურებელი 4 ივნისიდან, კინოთეატრ „ამირანში“ ნახავს.

დავით ბუხრიკიძე

ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს და პანდემიური სიცარიელე ახალი და მისაღები იდეებით შეავსოს.

დავით ბუხრიკიძე

სალომე ჯაშის დოკუმენტური და მრავალგანზომილებიანი თხრობის სტილი ითავსებს როგორც ძირითადი, ანუ პირველი პლანის, ისე მეორადი, „პერიფერიული ხატების“  მშვიდ, მაგრამ აუცილებელ ერთობლიობას.

დავით ბუხრიკიძე

ჩილელი წარმოშობის რეჟისორი პაბლო ლარაინი, რომელმაც წარმატებით აითვისა ჰოლივუდის სტანდარტები და განწყობები, იწყებს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას სახელწოდებით „მარია“. ცნობილი ჟურნალი Variety წერს, რომ „რეჟისორი გააცოცხლებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერლის, მარია კალასის პარიზული ცხოვრების მღელვარე და დრამატულ ეპიზოდებს, სადაც ის 1977 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა“.

დავით ბუხრიკიძე

ორგანიზატორებს აშკარა სოციალური სელექცია გამოუვიდათ და მხოლოდ „რადისონში“ დაბინავებულ სტუმრებს მიენიჭათ უპირატესობა. მით უმეტეს, რომ ღია საკონცერტო დარბაზი, რომელშიც საფესტივალო კონცერტები იმართება, სწორედ სასტუმროს შემადგენელი ნაწილია.