ამბავი სტერეოტიპების გარეშე

დავით ბუხრიკიძე

ლევან ხერხეულიძისა და არჩილ ქიქოძის 30 პორტრეტიისტორია ეროვნული არქივის პავილიონში.

გამოფენა, რომელიც ახლახან გაიხსნა ეროვნული არქივის პავილიონში, იმდენად მნიშვნელოვანი და, კონცეფციის თვალსაზრისით, ორიგინალურია, რომ ბოლო დროს ვერც ვიხსენებ, მსგავსი შთაბეჭდილება რომელიმე გამოფენას მოეხდინოს.

ჩვენ 30 ამბავი ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ეროვნული არქივის პავილიონშია წარმოდგენილი (პირველ სართულზე) და რომელიც ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე პირების ისტორიებს ფოტოგრაფიულ და ლიტერატურულ ერთობლიობად კინძავს თუ აერთიანებს.

გამოფენის მიზანია, ზოგადად, ინტელექტუალური დარღვევებისა და შეფერხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების, აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და რაც მთავარია, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ფოტოგამოფენა მოამზადა არტთან დამეგობრებულმა და საქართველოზე შეყვარებულმა  ორგანიზაციამ, „გლადა ჰუდიკ თეატრმა“, შვედური ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს დახმარებით. ეს გამოფენა ამავე დროს არის პროექტის ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიანნაწილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

ექსპოზიცია საშუალო ზომის 30 პორტრეტს მოიცავს და ორი ავტორი ჰყავს ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე და მწერალი არჩილ ქიქოძე. ძალიან შთამბეჭდავ პორტრეტებს გვერდით პატარა, კომპაქტური და ნოველის მსგავსი ტექსტი მისდევს და ერითმება, რომელიც ზუსტ შესაბამისობაშია გამოსახულებასთან. ორი გამორჩეული ავტორის თანამშრომლობა, ერთობლივი ძალისხმევა და ერთგვარი არტსიმბიოზური კავშირი ქმნის იმ ემოციურ ნაკადს, თხრობის დრამატიზმსა თუ თანაგანცდას, რომელიც  ოცდაათივე პორტრეტიდან მომდინარეობს.

საზოგადოება, სამწუხაროდ, დისტანციურია და ზოგჯერ გულგრილიცარატიპურიადამიანების მიმართ და მათ უფრო ერთჯერად ღონისძიებებზე ხედავს და ასევე ერთჯერად ემპათიას ამჟღავნებს. ასე  რომ, ამ გამოფენის მნიშვნელობა იმაშიც გამოიხატება, რომ ერთდროულად ძლიერი მხატვრული და სოციალური მესიჯი შექმნას, რათა სოციალური თუ ეკონომიკური კრიზისის ფონზე საზოგადოებამ გაცილებით მეტი გააკეთოს ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებისთვის, უპასუხოს მათ გულისტკივილს, არ გარიყოს ისინი და რაც მთავარია, მათ სოციალურ და პროფესიულ ინტეგრაციაზე იფიქროს. 

პროექტის კოორდინატორი თამარ უჩანეიშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ სასურველია, მეტი იცოდეს ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ, რათაშეიცვალოს ჩვენთან დამკვიდრებული სტერეოტიპები ამ ადამიანების მიმართ. პროექტიჩვენ 30 ამბავიგვეხმარება ყველას, რათა გადავლახოთ ამგვარი სტერეოტიპები და ადამიანები ისეთებად მივიღოთ, როგორებიც არიან“.

გამოფენის გახსნის დღეს გაიმართა შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით გამოცემული ფოტო წიგნის პრეზენტაციაც, რომელშიც ეროვნული არქივის პავილიონში წარმოდგენილი ოცდაათივე ფოტო და ისტორიაა შესული. ამ ისტორიებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესოა. მაგალითად, 8 წლის ლილეს ისტორია:

ლილე ზრუნავს ადამიანებსა და ქოთნის ყვავილებზე. ბევრ თავის თანატოლზე მეტად დამოუკიდებელია. სახლში მარტო დარჩენა მისთვის პრობლემა არ არის, რადგან საკუთარ თავთან მარტოობა არ უმძიმს. თუმცა ჯიუტია, ახტაჯანა და თამამი. ზოგჯერ ვერ ზომავს სიყვარულსა და ჩახუტების ძალას“. 

ან 13 წლის ზაქარიას შესახებ ლამის ნოველად ქცეული ტექსტი: „ფენომენალური მეხსიერების პატრონია. უყვარს კომპიუტერში კირკიტი და ფოტოების დამუშავება იმ პროგრამით, რომელიც მისთვის არავის უსწავლებია. უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც დიდი, მეტყველი თვალები აქვთ. ამიტომ ზაქარიას ბიბლიოთეკა ცხოველების შესახებ ალბომებითაა სავსე.“

გამოფენაზე მოსულებს ასევე შეეძლოთ შვედური დოკუმენტური ფილმიც ენახათ, რომელიც შვედეთში ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ისტორიებს ასახავს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან საკმაოდ არასახარბიელო პარალელის გავლების საშუალება იძლევა. გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

დაბოლოს, თავად გამოფენისა და წიგნის ავტორების მოსაზრება პროექტის შესახებ. 

ლევან ხერხეულიძე, ფოტოგრაფი: „პროექტზე მუშაობამ უკეთესობისკენ შემცვალა. მგონია, რომ უფრო ჰუმანური, თბილი და ყურადღებიანი გავხდი. რაც მთავარია, გავიაზრე, თუ რამდენად უმნიშვნელოა ყველაფერი, რაც ამ პროექტის გმირებისგან განმასხვავებს. მთავარი ის ერთიანობაა, რაც ღრმად და შინაგანად გვაკავშირებს: ყველას გვჭირდება სითბო, სიყვარული, ყურადღება და ბედნიერების გაელვებები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს“. 

არჩილ ქიქოძე, მწერალი: „ვწერდი ადამიანების პატარპატარა ისტორიებს და ვგრძნობდი, რომ ამ ისტორიებში ჩვენი საზოგადოების პორტრეტიც იხატებოდა. ერთ მხარეს ადამიანები, რომლებსაცარატიპურებსვუწოდებთ, და მეორე მხარეს საზოგადოება, რომლის ხშირად დანაშაულამდე მისულ გულგრილობას ეს ადამიანები მწარედ იწვნევენ საკუთარ თავზე“.

ფოტორაფი ლევან ხერხეულიძე და პროექტის კურატორი ანუკი სტურუა