„ამირანში“ უკრაინული კინოს დღეები დასრულდა

დავით ბუხრიკიძე

5 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით კინოთეატრამირანშიუკრაინული ფილმების ჩვენება მიმდინარეობდა. ქართველი კინოპროდიუსერები და რეჟისორები კინოთეატრამირანისადმინისტრაციის მხარდაჭერით შეეცადნენ უკრაინისათვის ამ მძიმე დროს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ბოლო წლების ფილმები ეჩვენებინათ.

ოთხი დღის განმავლობაში კინოს მოყვარულებს შეეძლოთ ხუთი მხატვრული და ოთხი დოკუმენტური ფილმი ენახათ: „ატლანტიდა“, „ცუდი გზები“, „სახლისკენ“, „გამოკვეთილი ნიშნების გარეშე“, „ალისა ომის სამყაროში“, „ყველაფერი ცეცხლში“, „ვართა 1“, „ბედნიერი წლები“, „ძაღლების შორეული ყეფა“.

მაყურებელი ამ ფილმებით ერთგვარად შეავსებს იმ ინფორმაციულ თუ მხატვრულ დეფიციტს, რაც ბოლო დროის განმავლობაში უკრაინული კინოს ირგვლივ არსებობს. უკრაინული კინოს დღეების მთავარი გზავნილიასოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. ამ აქციაღონისძიებიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.

უკრაინული დღეებისპროგრამის კურატორია რეჟისორი ტატიანა კონონენკო, რომელსაც ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან.

მაიდანი და პოსტმაიდანური უკრაინის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, აბსურდი და დრამა დონბასის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო, ადამიანური ყოფისა და ფსიქოლოგიის ტრანსფორმაცია რუსეთთან ომის შემდეგ, სოციალური და ეგზისტენციური კატაკლიზმებიეს ის მთავარი თემებია, რომელიც ამ ფილმებშია თავმოყრილი და რომელიც ნამდვილად აღძრავს მხატვრულ, სოციალურ თუ პუბლიცისტურ ინტერესს.

ცხადია, ყველა ფილმი არ მინახავს, თუმცა ორ მხატვრულ ფილმზე მსურს შევაჩერო მკითხველის ყურადღება, რადგან ორივე დომბასის ომს ეხება და ორივე ზუსტად წარმოაჩენს ოკუპაციის მენტალობას და ასევე, გვიჩვენებს ომის შემდგომ, ადამიანთა ტრავმატულ თუ ფსიქოლოგიურ ბუნებას: ეს არის ვალენტინ ვასიანოვიჩის ფილმიატლანტიდა“, რომლის პრემიერა გაიმართა ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2019 წლის სექტემბერში და ახალგაზრდა უკრაინელი დრამატურგისა და სცენარისტის, ნატალია ვოროჟბიტის სადებიუტო რეჟისორული ნამუშევარიცუდი გზები“, რომელიც ასევე ვენეციის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები, ოღონდ მომდევნო წელს.

კადრი ფილმიდან “ატლანტიდა”

აღსანიშნავია, რომატლანტიდაწარმოდგენილი იყო პარალელურ საფესტივალო პროგრამაში ჰორიზონტები, სადაც დაიმსახურა მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის.

რეჟისორი ვალენტინ ვასიანოვიჩი ზუსტ და რეალისტური გარემოს ქმნის და მას ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და რეალური ექიმები ეხმარებიან. ერთერთ მთავარ როლს ანდრეი რიმარუკი ასრულებს, ყოფილი ოფიცერი და დონბასის ომის მონაწილე. ის ამჟამად ფონდ Come Back Alive-ში მუშაობს. ასევე უნდა იღინიშნოს, მედიკოსი ლუდმილა ბილეკა და მოხალისე ვასილი ანტონიაკი. სხვათა შორის, გადაღებები მარიუპოლში მიმდინარეობდა, 2018 წლის იანვარმარტში, რომელიც ამჟამად ინტენსიურად იბომბება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 

ატლანტიდა მოგვითხრობს რუსეთის მიერ დონბასის დეოკუპაციაზე. მოვლენები 2025 წელს ვითარდება. ომი უკვე დასრულდა, დომბასი გამოცხადდა დაუსახლებელ ტერიტორიად და როგორც ჩანს, ეკოლოგიური კატასტროფა გარდუვალია. გარემოს ზუსტი და ლამის ჰიპერრეალისტური ჩვენებით რეჟისორი სამყაროს დრამატულ, ადამიანებისგან განძარცვულ და გახრიოკებულ სურათს ქმნის. მთავარი მესიჯი ომისა და ადამიანებისგან განადგურებული ბუნების ჩვენებაა.

ნატალია ვოროჟბიტამ სადებიუტო რეჟისორული ფილმიცუდი გზები  საკუთარი პიესის მიხედვით გადაიღო. ფილმი დიდი წარმატებით უჩვენეს ვენეციის 77-ე კინოფესტივალზე, „კრიტიკოსთა კვირისსექციაში. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემიის გამო ყველა ძირითადი კულტურული ღონისძიება გადაიდო, ფილმის ვენეციაში 2-12 სექტემბრის ფარგლებში უჩვენეს. აღსანიშნავია, რომცუდი გზებიუკრაინამ წარადგინა 2021 წლის უცხოენოვანიოსკარისნომინაციაზე. 

„ცუდი გზები”

მაშ ასე, მოვლენების მთავარი კატალიზატორი ისევ დონბასის ომია. მოვლენები ვითარდება 2015 წელს, დონბასში. ფილმში მონაწილეობენიგორ კოლტოვსკი, ანდრეი ლელიუხი, ანა ჟურაკოვსკაია, ვლადიმერ გურინი, ეკატერინა ჟდანოვიჩი, ანასტასია პარშინა, იულია მატროსოვა

ომი ანადგურებს ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან და ფაქიზ შრეებს. ამავე დროს, მათ შორის გადაულახავ კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებს აჩენს. ყველა პერსონაჟი ამა თუ იმ ნიშნით, უკავშირდება სრული გაუცხოებისა და არაკომუნიკაბელობის ზღვარს, რითაც ნატალია ვოროჟბიტას ფილმი ერთგვარად ეხმიანება მიქელანჯელო ანტონიონის ცნობილ ტრილოგიას – „თავგადასავალი“, „ღამედადაბნელება“. თუმცა ანტონიონის გმირების ეგზისტენციური სიცარიელის ნაცვლად, „ცუდი გზების გმირთა სიცარიელეს თუ სულიერ დასახიჩრებას ომი განაპირობებს. საკუთარ გზასა და მომავალსაცდენილიგმირები გრძნობენ, რომ უსაფრთხო ზონა აღარსად დარჩა, რითაც რეჟისორი მათ განაჩენს თითქოს წინასწარ წერს. 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დრამატული, ოდნავ გაწელილი და ხელოვნური დიალოგები აშკარად გვაგრძნობინებს, რომ ფილმის სცენარი მაინც თეატრალურ ტექსტს ეყრდნობა და არა უშუალოდ სცენარს. ყველაფრის მიუხედავად, ფილმი მაინც ემოციურ, ღრმა და გულწრფელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ნატალია ვოროჟბიტას ამ პიესის დადგმას კი ნამდვილად ვისურვებდი ქართულ სცენებზე.