გაგონდება თუ არა, „ბედნიერი დღეები“

დავით ბუხრიკიძე

დავით კლდიაშვილის უკვე ჩავლილი 160 წლის იუბილე 2022 წლის სექტემბერში ქართულმა თეატრებმა 2023 წელსაც საამო ტვირთად აქციეს. თუმცა ეს თარიღი, ფაქტობრივად, მთლიანი თეატრალური სეზონის აღმნიშვნელია. ამ დროის განმავლობაში იმდენი კლდიაშვილი დაიდგა და ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ იმდენჯერ დაიდგმება, რომ კრიტიკასა და მაყურებელს განსჯის მიზეზი, ალბათ, არ მოაკლდება.

კლდიაშვილის დამდგმელთა რიგი საიუბილეო თარიღის გარეშეც ჭრელი და მრავალფეროვანი იყო. ამ რიგში კლასიკოსებიც სიამოვნებით ეწერებოდნენ (გავიხსენოთ თუმანიშვილი, სტურუა, ჩხეიძე, გაწერელია და სხვანი) და მომდევნო თაობის ნახევრად ეპიგონებიც; არტშემართებით აღვსილი ნორჩებიც და მრავალიუბედურებაირინედარისპანისმნახველი შუა თაობის რეჟისორებიციმიტომ, რომ კლასიკოსთა ტექსტები ყოველთვის მიმზიდველია ფაქიზი თუ ექსტრემალური რეჟისორული ექსპერიმენტებისთვის. 

კლდიაშვილის ტექსტებიცმოთმინებისა და იმედისიმედად ელოდებოდნენ (ახლაც ელიან) ტანჯვასა თუ გარჯაში გამობრძმედილ რეჟისორთა სიშლეგეს, თავშეკავებულ სიფაქიზეს, მარტივ, მაგრამ გაბედულ თავზე ხელაღებულობას, არტისტების მოკრძალებულ ხიბლში ჩაკარგულ რეჟისურასმაგრამ თითქმის არსად და არასდროს ქართულ სცენებზე კლდიაშვილი არ ერითმებოდა აბსურდს. თუმცა ახლახან ილიაუნის თეატრში ერთი შეხედვით, აბსურდისა და კლდიაშვილის უცნაური გადაძახილი ვიხილეთ საპრემიერო წარმოდგენადარისპანის გასაჭირი“.

ახალგაზრდა რეჟისორის, საბა ასლამაზიშვილისთვის ბოლო ორ წელიწადში ეს უკვემესამე კლდიაშვილია“. ასე ვთქვათ, ტრილოგიის მესამე ნაწილი. სხვათა შორის, პირველი ორი სრულიად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. „უბედურებამან კაჭრეთში, სასტუმროს ნაგავსაყრელის მახლობლად დადგა, ღია სივრცეში (მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი). კლდიაშვილის პიესის გმირები ტანსაცმელზე დამაგრებული მიკროფონებით მეტყველებდნენ, თანაც ჭუჭყიანი პოლიეთილენის პარკების გარემოში. რეჟისორი მათ აკვიატებებს, ცრურწმენებსა და დრამატულად გამოხატულ სიბნელეს ჩვენი დროის დეპრესიულსოციალური გარემოს გამოძახილით აღწერდა.

მომდევნო კლდიაშვილი საბა ასლამაზიშვილმა მესხეთის დრამატულ თეატრში დადგა ირინეს ბედნიერება“. მკაცრი, დამცინავი, შეუნიღბავი და ოდნავ სქემატური სპექტაკლი, თუმცა აღმავალი ფსიქოლოგიური დაძაბულობით, საინტერესო რეჟისორული კონსტრუქციითა და სცენოგრაფიით გამორჩეული. მთელი წარმოდგენა დოლების ტემპორიტმის თანხლებით მიმდინარეობს და შეგვახსენებს უამრავბედნიერ ირინეს და მოძალადე აბესალოს; ანუ ძალადობით წახალისებულ დაკაცური კაცებისმიერ დატრიალებულ ფემიციდურ ტრაგედიებზე.

და აი, ტრილოგიის ფინალური, მესამე ნაწილი დარისპანის გასაჭირიილიაუნის თეატრში. ალბათ, ყველაზე რადიკალური, დეკონსტრუქციული და აბსურდული კლდიაშვილი, რაც ბოლო წლების განმავლობაში მინახავს… (თუ რობერტ სტურუასდარისპანსარ  ჩავთვლით, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ დაიდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე. ზაზა პაპუაშვილისა და ნანა ფაჩუაშვილის მონაწილეობით).

არ ვიცი, რამდენად იცნობს რეჟისორი თანამედროვე გერმანულენოვანი თეატრის (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) რეჟისორების მიდგომასა და დამოკიდებულებას ჩეხოვის დრამატურგიისადმი, მაგრამ ფაქტია, „დარისპანისრეჟისორული ენა და აბსურდულისინტაქსიგაცილებით ახლოა, ვთქვათ, კრისტოფ მარტალერის („სამი და“) ლუკ ბონდის („თოლია“ ), იურგენ გოშის („ძია ვანია“), ან ლუკ პერსევალის („სამი და“) რეჟისორულ და ტექსტუალურ ძიებებთან, ვიდრე საკუთრივ კლდიაშვილისეული დადგმების ქართულ ტრადიციასთან.

რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციების მიუხედავად, ყველა ზემოაღნიშნული რეჟისორისჩეხოვური არქეოლოგიაუკავშირდება სწორედ ტექსტების მოულოდნელ გააზრებას; მკაფიო გადაძახილს აბსურდის თეატრთან; კარგად ნაცნობი და უკვე გაცვეთილი ფსიქოლოგიური კონსტრუქციების მსხვრევას და მათშეჯვარებასმოულოდნელ, პარადოქსულ სიტუაციებთან მაშინ, როდესაც, საკუთრივ ჩეხოვის სამშობლოშიც და სხვაგანაც მისი პიესების დადგმის მყარი და ტრადიციული ინტერპრეტაციები ამგვარ მიდგომას არ გულისხმობდა.

საბა ასლამაზიშვილი სწორედ არამეინსტრიმულ, არაკლასიკურ, არქეოლოგიურ და სარისკო გზების ძიებას მიუყვება. მაყურებლის მზერასდარისპანშიუპირველესად, ფერადი ბალიშებით მოფენილი სივრცე იპყრობს, რომლის სიღრმეში ხის კიბესაც შეამჩნევს. ეს სარდაფში თუ მიწისქვეშეთში ჩასასვლელი კიბეა, საიდანაცშორი გზიდან მომავალისასიძო სოსიკო (თორნიკე კაკულია) მოულოდნელად ამოძვრება და მოგვიანებით იმავე გზით გაუჩინარდება. 

იქნებ ეს აბსტრაქტული, ჭრელი და ფერადი სცენური სიცარიელე (მხატვარი და სცენოგრაფი მარიამ კალატოზიშვილი) „ცაფირუზ. ხმელეთზურმუხტოსერთგვარი ფაზლია, რომელსაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ყველა პერსონაჟი თავისებურადშლის და აწყობს“? ან იქნებ, ბალიშების მუდმივი გადაწყობაგადალაგებით პერსონაჟები ირონიულად მიგვანიშნებენ კლდიაშვილის მთავარი ფრაზის მოთმინებისა და იმედისმუდმივ გადავადებასა და მსხვრევაზე?

არაკონკრეტული დროის აღმნიშვნელია კოსტიუმები (სანდრო მარგველაშვილი) დარისპანის (სლავა ნათენაძე) ნახევარყაბალახით დაწყებული, მართას (ლილი ხურითი) წითელი, ნაქსოვი მოსასხამითა და პელაგიას (მაია ხორნაული) მწვანე, 70-იანი წლების მოდით ნაკარნახევი კაბით დამთავრებული. რეჟისორს აბსურდულ სიტუაციას თავად სიუჟეტი კარნახობს როგორ დაატარებს ჭარმაგი მამა ქალიშვილს კარდაკარ, რომ როგორმე  გაათხოვოს და პატრონს ჩააბაროს. კიდევ უფრო აბსურდულად ჟღერს რეჟისორის მიერ მახვილგონივრულად გადაკეთებული დიალოგის ფრაგმენტი დარისპანსა და პელაგიას შორის:

    რამდენი ქალიშვილი გყავთ?

  • სამი, ოთხივე გასათხოვარი…“ 

რეჟისორმა საერთოდ გააქრო სპექტაკლიდან ონისმე და მისი ტექსტების ნაწილი და ფუნქცია ოსიკოს გაუნაწილა, რითაც მიზიდულობის ცენტრი თუ ობიექტი კიდევ უფრო გაამძაფრა. მართლაც, ოსიკოს გამოჩენა მხოლოდ აჩქარებს მოვლენებს. დარისპანი ლამის ავტომატურად და გაშმაგებით დაფაცურდება, პელაგია ნევროზულად გადის და შემოდის სცენაზე, მართა ოსიკოს მზრუნველი მაჭანკალივით დასტრიალებს. ამასობაში კი თავშეკავებული და დამცინავი ნატალია (ნინა ყიფშიძე) და ანემიურდამყოლი კაროჟნა (მაშიკო თვალაბეიშვილი) რიგრიგობით ამარაგებენ ოსიკოს სასმელითა და საჭმლით. 

სცენა, როდესაც კიბის საფეხურზე შემდგარი ოსიკო სახელდახელო სუფრას ზემოდან დაჰყურებს, ხოლო თავად სუფრა პელაგიასა და დარისპანს უჭირავთ, შეიძლება ცალკე აღებულ გროტესკულ ქორეოგრაფიულ ჩანართად აღვიქვათ, იმდენად ზუსტადაა გათვლილი მიზანსცენა.

ზარდახშის ლამის მუნჯურ ჟესტებსა და მოძრაობებზე აგებული ეპიზოდი ასევე ზუსტად ჯდება აბსურდული დრამატურგიის კონტექსტში. მაყურებელი ელის, რომ ოსიკო ბეჭდიან ზარდახშას გახსნის და  რომელიმეს, ნატალიას ან კაროჟნას მიართმევს. არადა, მასში მხოლოდ კანფეტებია, რომელსაც ის LSD-ს მსგავსი ჰალუცინოგენივით ჩამოურიგებს  ყველას 

მკვეთრად გამოხატული გროტესკი, აბსურდული თხრობა და ქორეომიზანსცენები (მარტო დარისპანის მიერ პიანინოს შემოთრევა სცენაზე და მართას გაბმული რუსული რომანსის წამღერება რად ღირს!) მხოლოდ ფინალში შეიცვლება. როდესაც ოსიკო ცნობილ და მოსალოდნელ ფრაზას თითქოს  მოულოდნელად იტყვის დანიშნული მყავს…“ და მთელი ეს ქაოსი, ნევროზული სირბილი თუ სასიძოზე ამაო ნადირობის დაძაბულობა ერთი ხელის მოსმით, მოულოდნელად გადაიზრდება ფსიქოლოგიური თანაგრძნობით სავსე თხრობაში.

უეცრად ყველა ადამიანური და მგრძნობიარე ხდება. გაუგებრობაც თითქოს დალაგდება, მაგრამ უფროსების ამ დამამცირებელი საქციელის შემდეგ ახალგაზრდებში ბოლომდე გაუცნობიერებელი პროტესტი იღვიძებს, რომელიც  ჯერ ნატალიას ლამის ერთადერთ, მძაფრ მონოლოგშია გაცხადებული  („რა იყო ახლარას გამორჩით, მაიმუნივით რომ მაჩანჩალეთ ვიღაც ოხრის წინ“ ); შემდეგ კი, კაროჟნას დეპრესიულმინავლებულ პროტესტად გადაიქცევა მე არ გთხოვთ გათხოვებასვიქნები ჩემთვის“. 

სპექტაკლის ბოლო ათი წუთი თითქოს მანამდე ჩავლილი აბსურდის ფსიქოლოგიური კომპენსაციაა. თითქოს ბეკეტისბედნიერი დღეებისაბსურდული, უსასოო და მიუღწეველი პოეზია მოულოდნელად კლდიაშვილის დრამად ტრანსფორმირდა, რომლის  მიღმაშემოდგომის აზნაურებისკუდაბზიკობასაც დავინახავთ და მათ სოციალურფსიქოლოგიური დრამაც.  არსებითი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი საბა ასლამაზიშვილმა აბსურდის ჟანრად გადაადნო და კლდიაშვილის ტექსტი ისე დაამონტაჟა და დაგვანახა, თითქოს სემუელ ბეკეტს დაეწეროს.