2010-2019 წლების 25 საუკეთესო უცხოური ფილმი - გამოკითხვის შედეგები

პუბლიკა

„პუბლიკამ“ 23 ქართველი კინომცოდნე გამოკითხა მსოფლიო კინოს გასული  ათწლეულის შესაჯამებლად. კინომცოდნეებს ვთხოვეთ, შეედგინათ 2010-2019 წლების 10 საუკეთესო უცხოური ფილმის სია. გთავაზობთ გამოკითხვის დაჯამებულ შედეგებს:

25. „ყმაწვილი აჰმედი“ (2019) რეჟისორი: ჟან-პიერ დარდენი, ლუკ დარდენი. ქვეყანა: ბელგია

24. „ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს“ (2010) რეჟისორი: აპიჩატპონგ ვირასეტაკული. ქვეყანა: ტაილანდი

23. „ტურინის ცხენი“ (2011) რეჟისორი: ბელა ტარი. ქვეყანა: უნგრეთი

22. „სიყვარული“ (2012) რეჟისორი: მიხაელ ჰანეკე. ქვეყანა: ავსტრია

21. „ზამა“ (2017) რეჟისორი: ლუკრეცია მარტელი. ქვეყანა: არგენტინა

20. „გორაკებს მიღმა“ (2012) რეჟისორი: კრისტიან მუნჯიუ. ქვეყანა: რუმინეთი

19. „ის ქალი“ (2016) რეჟისორი: პოლ ვერჰოვენი. ქვეყანა: საფრანგეთი

18. „პარიზული განათლება“ („ჩემი პროვინციელები“) (2018) რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი. ქვეყანა: საფრანგეთი

17. „ლობსტერი“ (2015) რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი. ქვეყანა: ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი

16. „ბიჭი ველოსიპედით“ (2011) რეჟისორი: ჟან-პიერ დარდენი, ლუკ დარდენი. ქვეყანა: ბელგია

15. „ტკივილი და დიდება“ (2019) რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი. ქვეყანა: ესპანეთი

14. „ჯანგო“  (2012) რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო. ქვეყანა: აშშ

13. „ერთხელ ანატოლიაში“ (2011) რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი. ქვეყანა: თურქეთი

12. „წყვდიადის შემდეგ ნათელი“ (2012) რეჟისორი: კარლოს რეიგადასი. ქვეყანა: მექსიკა

11. „მელანქოლია“ (2011) რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი. ქვეყანა: დანია

10. „პოეზია“  (2010) რეჟისორი: ჩან დონ ლი. ქვეყანა: სამხრეთ კორეა

9. „ნადირობა“ (2012) რეჟისორი: თომას ვინტერბერგი. ქვეყანა: დანია

8. „მისტერ ლონგი“ (2017) რეჟისორი: საბუ. ქვეყანა: იაპონია

7. „პატერსონი“ (2016) რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში. ქვეყანა: აშშ, საფრანგეთი, გერმანია

6. „მაღაზიის ქურდები“ (2018) რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეედა. ქვეყანა: იაპონია

5. „ერთხელ ჰოლივუდში“ (2019) რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო. ქვეყანა: აშშ

4. „მე, დენიელ ბლეიკი“ (2016) რეჟისორი: კენ ლოუჩი. ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

3. „ყმაწვილობა“ (2014) რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი. ქვეყანა: აშშ

2. „პარაზიტი“ (2019) რეჟისორი: ბონგ ჯუნ-ჰო. ქვეყანა: სამხრეთ კორეა

  1. „ალმოდებული“ (2018) რეჟისორი: ჩან დონ ლი. ქვეყანა: სამხრეთ კორეა