ანიტა რაჭველიშვილის დაბრუნება 

დავით ბუხრიკიძე

ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ზედიზედ ორი საპრემიერო წარმოდგენით საოპერო სცენას უბრუნდება: ნეაპოლისსან კარლოშიის შეასრულებს ლაურა ადორნოს პარტიას ამილკარე პონკიელისჯოკონდაში“, ხოლო მიუნხენისშტატსოპერაშიამნერისს ვერდისაიდაში“.

შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ორწლიანი და საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ, როდესაც ანიტა რაჭველიშვილმა რამდენიმე კონცერტი და კონტრაქტით გათვალისწინებული სპექტაკლი გააუქმა, მას  ისევ ვიხილავთ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან საოპერო სცენებზე. 

15 წლიანი ბრწყინვალე კარიერის ფონზე, ეს პაუზა ცხადია მოულოდნელი იყო მისი თაყვანისმცემლებისთვის, თუმცა არა თავად მომღერლისთვის, რომელმაც შვილის გაჩენის შემდეგ და ხმის გარკვეული პრობლემის გამო, უარი თქვა გასუკლ წელს რამდენიმე სპექტაკლში მონაწილობაზე. ბოლო თვეებში მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მომღერალი კარგ ვოკალურ და ფიზიკურ ფირმაშია და მალე ორ საპრემიერო წარმოდგენაში მიიღებს მონაწილეობას.

7, 10, 13 და 16 აპრილს ის ნეაპოლისსან კარლოსსცენაზე, ამილკარე პონკიელის ოპერის, „ჯიოკონდასსაპრემიერო სპექტაკლებში იმღერებს. შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკა ამ სპექტაკლში თანამედროვე საოპერო თანავარსკვლავედს იხილავს, რადგან მთავარ პარტიებს ანა ნეტრებკო, იონას კაუფმანი, ანიტა რაჭველიშვილი, ლუდოვიკ ტეზიე შეასრულებენ.

ოდნავ მოგვიანებით, 21, 25 და 28 აპრილს მიუნხენისშტატსოპერაში“, ანიტა რაჭველიშვილს თავისი საოპერო კარიერის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერსონაჟთან, ამნერისთან კვლავ მოუწევს შეხვედრა ჯუზეპე ვერდისაიდაში“. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერის ახალი სარეჟისორი ვერსის ავტორია ცნობილი იტალიელი რეჟისორი, დამიანო მიკელეტო, რომლის თამამი და პროვოკაციული დადგმების მიმართ ხშირად პუბლიკაც და პრესაც კრიტიკულადაა განწყობილი. 

მიუნხენის ოპერაში ანიტა რაჭველიშვილს ადრეც უმღერია და მედია მას ვერდის რეპერტუარის გამორჩეულ შემსრულებლად მოიხსენიებს. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია მარკო არმილატო, ხოლო მთავარ პარტიებს ასევე თანამედროვე საოპერო სცენის ვარსკვლავები შეასრულებენ: ელენა გუსევა (აიდა), იონას კაუფმანი (რადამესი), ჯორჯ პეტენი (ამონასრო), ვიტალი კოვალიოვი (რამფისი).

რაც შეეხებაჯოკონდასპრემიერას ნეაპოლის ოპერაში, როგორც პრესა აღნიშნავს, „პუბლიკა არ უნდა ელოდოს გამაოგნებელ რეჟისორულ კულბიტებს, ხოლო კლასიკური დადგმების მოყვარულებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან კოსტიუმები სპექტაკლისთვის ცნობილმა ფრანგმა მოდის დიზაინერმა, კრისტიან ლაკრუამ შექმნა“.

ახალი დადგმა ახალგაზრდა ფრანგ რეჟისორს, რომენ ჟილბერს ეკუთნის, რომელსაც ასაკის მიუხედავად, უკვე აქვს  პარიზის, ლიონის, ბორდოს, ბრიუსელის საოპერო სცენებზე მუშაობის გამოცდილება. ცალკე უნდა აღინიშნოს მის მიერ დადგმული მოცარტის ოპერა „Cosi fan tutte” ზალცბურგის საოპერო ფესტივალზე. ასევე, მოცარტისტიტუსის გულმოწყალებისძალიან საინტერესო ვერსია პრაღის საოპერო სცენაზე და გლუკისორფეოსი და ევრიდიკე“, რომელიც ჰამბურგისელბფილარმონიისსივრცეს უჩვეულოდ მოარგო.

ნეაპოლში, პრემიერაზე პუბლიკისა და პრესის გამორჩეული ინტერესი მაინც ანა ნეტრებკოს მიმართ იქნება მიპყრობილი, რომელიც ჯოკონდას პარტიას ასრულებს. თუმცა, მისი არცთუ წარმატებული გამოსვლალა სკალასსეზონის გახსნაზე, გასული წლის დეკემბერში (ელისაბედის პარტია ვერდისდონ  კარლოსში“) პრესისა და კრიტიკოსების განხილვის საგნად უკვე იქცა. 

ენცო გრიმალდოს პარტიას იტალიელების საყვარელი გერმანელი ტენორი, იონას კაუფმანი იმღერებს, რომელიც ანიტა რაჭველიშვილის სცენური პარტნიორია დიდი ხანია. 2009 წელს, როდესაც ანიტას დებიუტი შედგალა სკალაში“, კარმენის პარტიაში, მისი პარტნიორი სწორედ იონას კაუფმანი იყო. მათ ერთად მოუწევთ ასევე გამოსვლა მიუნხენისშტატსოპერაში“, სადაც კაუფმანი რადამესს იმღერებს, ხოლო ანიტა რაჭველიშვილი ამნერისს.

ამ საოპერო პრემიერის კიდევ ერთი ვარკვლავია გამოჩენილი ფრანგი ბარიტონი, ლუდოვიკ ტეზიე, რომელიც ბარნაბას პარტიას შეასრულებს. ტეზიე დღეს მსოფლიო საოპრო სცენების ერთერთი ყველაზე გამორჩეული ბარიტონია. განკუთრებით ფრანგულ და იტალიურ რეპერტუარში. ხშირად მღერის ვენის ოპერაში, ლონდონისკოვენტ გარდენში“, მადრიდის სამეფო თეატრში, ბავარიის ოპერაში და სხვა ცნობილ თეატრებში. არის მსოფლიოს უდიდესი ფესტივალების რეგულარული მონაწილე.

ჯოკონდასსიუჟეტი ეფუძნება ვიქტორ ჰიუგოს პიესასანჯელო, პადუის ტირანი“. სიყვარულის, ინტრიგებისა და შურისძიების ისტორია ამ ოპერაში მე-17 საუკუნის ვენეციის ფონზე ვითარდება, როდესაც მთავარი გმირიენცო შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგას. პონკიელის მუსიკა პერსონაჟების რთულ და დრამატულ ემოციებს გამოკვეთს, რაც საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ მათი ბრძოლაც, მარცხიც და ტრიუმფიც. გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პონკიელისჯოკონდათვალსაჩინო ადგილს იკავებს მე-19 საუკუნის მრავალფეროვანი იტალიური ოპერების რეპერტუარში. ის ხშირად იდგმებოდა მეოცე საუკუნეში და დღესაც.