მაიკლ კანინჰემის რომანის მიხედვით „მეტროპოლიტენში“  ოპერა „საათები“ დაიდგა

დავით ბუხრიკიძე

რენე ფლემინგი, კელი ოჰარა და ჯოის დიდონატომთავარი პარტიების შემსრულებლები კევინ პუსტის ოპერაში.

პულიცერის პრემიის ლაურეატის, მწერალ მაიკლ კანინჰემის ცნობილი რომანისაათებიმალე ოპერად იქცევა და 2022 წლის მაისში მისი პრემიერა ნიუიორკისმეტროპოლიტენ ოპერაშიგაიმართება. ოპერა კომპოზიტორმა კევინ პუსტმა დაწერა, რომელიც უკვე მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელია. ასევე უნდა აღინიშნოს, კომპოზიტორის პულიცერის პრემია 2012 წელს სადებიუტო ოპერისათვისმდუმარე ღამე“.

ოპერასაათებიმუსიკის მოყვარულთა და კრიტიკოსთა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მთავარ პარტიებს ისეთი ცნობილი მომღერლები შეასრულებენ, როგორებიცაა – რენე ფლემინგი (სოპრანო), ჯეფრი კელი (სოპრანო) და ჯოის დიდონატო (მეცოსოპრანო). ფლემინგი განასახიერებს კლარისა ვონს, ჰარალორა ბრაუნს და ჯოის დიდონატოვირჯინია ვულფს. ჯერჯერობით უცნობია თავად დადგმის დეტალები.

მერილ სტრიპი, ჯულიანა მური და ნიკოლ კიდმანი

დაახლოებით ოცი წლის წინ, შესანიშნავმა ბრიტანელმა რეჟისორმა სტივენ დალდრიმ გადაიღო ფილმი, რომელიც კრიტიკამ კანინჰემის რომანის მაღალხარისხოვან ადაპტაციად მიიჩნია. ფილმსაათებისპრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2003 წელს გაიმართა, სადაც მან რამდენიმე პრიზიც დაიმსახურა, ხოლო მსახიობთა ტრიოს (ნიკოლ კიდმანი, ჯულიანა მური და მერილ სტრიპი) საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის „ვერცხლის დათვი“ გადაეცა.

ფილმში და შესაბამისად, ოპერაშიც სამი სიუჟტური ხაზია გაერთიანებული: პირველ ნაწილში ასახულია მწერალ ვირჯინია ვულფის (ნიკოლ კიდმანი) მიერ მისის დალოვეის დაწერის მტკივნეული და დრამატული პროცესი, როცა მწერლის სუიციდური მიდრეკილებები განსაკუთრებით მძაფრადაა გადმოცემული. მეორე ისტორია 1951 წელს ვითარდება, ლოსანჯელესში, როცა ლორა ბრაუნი (ჯულიანა მური) ცდილობს ოჯახსა და საკუთარ ცხოვრებას გაექცეს. ხოლო მესამე ამბავი კლარისა ვოგანის შესახებ მოგვითხრობს (ამ როლს ფილმში მერილ სტრიპი თამაშობს), რომელიც თანამედროვე ნიუიორკში ცხოვრობს და აპირებს სადღესასწაულო საღამო მოაწყოს მწერალ რიჩარდისათვის

თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპერას ცნობილი კომპოზიტორი ფილიპ გლასი დაწერდა, რომელსაც ახლახან 85 წელი შეუსრულდა და რომელმაც სტივენ დალდრისსაათებისთვის“ ბრწყინვალე საუნდტრეკი შექმნა, თუმცა საბოლოოდმეტროპოლიტენმაარჩევანი შედარებით ახალგაზრდა კომპოზიტორზე შეაჩერა. კევინ პუსტის ოპერის პრემიერას განსაკუთრებული და დიდი ინტერესით ელიან მელომანები, რადგან თანამედროვე ოპერებიმეტროპოლიტენშიშედარებით იშვიათად იდგმება. 

რენე ფლემინგი, კელი ო,ჰარა და ჯოის დიდონატო

ნიუიორკ ტაიმსიაღნიშნავს, რომ მთავარი აქცენტი მაინც ექსტრაკლასის მომღერლებზე კეთდება. თანამედროვეობის გამოჩენილმა სოპრანომ, რენე ფლემინგმა ფაქტობრივად დაასრულა საოპერო კარიერა და კლარისას პარტია მისი ბოლო ნამუშევარი იქნებამეროპოლიტენში“. თუმცა მომღერალმა მანამდე განაცხადა, რომ მარშალის მეუღლის პარტიით რიჰარდ შტრაუსისვარდების კავალერშიმისი კარიერა დასრულდებოდა. მეტროპოლიტენ ოპერის დირექციის დიდი თხოვნის შემდეგ, ფლემინგი დათანხმდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდეს საყვარელი საოპერო თეატრის სცენაზე.

რაც შეეხება მეორე უდიდეს ვარსკვლავს, მეცოსოპრანო ჯოის დიდონატოს, მან გასულ სეზონში ტრიუმფით შეასრულა აგრიპინას პარტია ჰენდელის ამავე სახელწოდების ოპერაში და პუბლიკა, ცხადია, დიდი ინტერესით ელის ვირჯინია ვულფის პარტიაშიც.