No-vak, ანუ „ჯოტიას“ უჩვეულო თავგადასავალი ავსტრალიაში

დავით ბუხრიკიძე

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობას მაინც მიიღებს.

ბოლო დღეებია ვნებათაღელვა არ წყდება მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, Australian Open-ის 9-გზის გამარჯვებულის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ. არავაქცინირებული სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად შეუშვეს ქვეყანაში, თუმცა 5 იანვარს, მელბურნის აეროპორტში ჩასულ ნოვაკს და მის გუნდს სასაზღვრო სამსახურმა ვიზა გააუქმა. როგორც ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, სერბმა ჩოგბურთელმა ვერ წარადგინა ქვეყანაში შესვლისთვის საჭირო COVID 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

სკანდალი კიდევ უფრო გაღვივდა ჯოკოვიჩის მამის, სრიან ჯოკოვიჩის განცხადების შემდეგ, რომ მისი შვილი აეროპორტის შენობაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იზოლირებულად იმყოფება. მოგვიანებით შვილის მდგომარეობა იესო ქრისტეს ჯვარცმასაც კი შეადარა და თქვა, რომის ავსტრალიაში ტყვეობაში იმყოფება“. 

ჯოკოვიჩის დედის, დიანას განცხადებით, „ნოვაკს პატიმარივით ექცევიანჭუჭყიან, მწერებით სავსე ოთახში ჰყავთ გამოკეტილი. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, ცდილობდა დაეძინა, მაგრამ ვერ მოახერხა. ემიგრანტების სასტუმროში ჰყავთ და სხვა დაწესებულებაში გადასვლის ან სახლის დაქირავების საშუალებასაც არ აძლევენ“, – აღნიშნა მან.

7 იანვარს, საღამოს, სასტუმროს წინ, რომელშიც ჯოკოვიჩი იმყოფებოდა, სერბი სპორტსმენის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები გამოფინეს და მოგვიანებით მართლმადიდებელ ნოვაკს შობის ბრწყინვალე დღესასწაული სანთლებითა და ლოცვით მიულოცეს

ამასობაში, ვსტრალიის ღია პირველობის პრესსამსახურმა (ტურნირი 17 იანვრიდან დაიწყება) ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირში მონაწილეობას მაინც მიიღებს. როგორც ირკვევა, მისთვის სამედიცინო გამონაკლისი დაუშვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აცრის გაკეთება მას აღარ მოუწევს: „ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისზე განაცხადი გააკეთა და ის ორმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეისწავლა, რასაც დადებითი პასუხი მოჰყვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერ კიდევ 2021 წლის 30 დეკემბერს, ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ჩოგბურთის მთავარი სამედიცინო ოფიცრისგან ე.. Exemption Certificate  („განთავისუფლების სერტიფიკატი“) მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიეცასამედიცინო გათავისუფლება COVID-ის ვაქცინაციისგან. „განთავისუფლების სერტიფიკატშიასევე მითითებულია, რომპირველი დადებითი Covid PCR ტესტის თარიღი დაფიქსირდა 20201 წლის 16 დეკემბერს. ბოლო 14 დღის განმავლობაში კი ბნ ჯოკოვიჩს არ ჰქონია სიცხე ან რესპირატორული სიმპტომები“. ამდენად, არც ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის აკრძალვის მიზეზი არსებობს“. 

ავსტრალიის კანონების მიხედვით ქვეყანაში შემსვლელმა პირმა აუცილებლად უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომ აცრილია ჩამოთვლილთაგან (Pfizer, AstraZeneca, Moderna, Janssen, Sinovac, Sinopharm China, Bharat Biotech) ერთერთი ვაქცინით, ან წარადგინოს სამედიცინო გამონაკლისი, რომელიც მას ვაქცინაციისგან ათავისუფლებს. ასე რომ, მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელისამედიცინო გამონაკლისისწესით დაუშვეს ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც ის სარეკორდო 21-გრანდ სლემისგამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს

გამარჯვებას შეეცდება ლეგენდარული ესპანელი, რაფაელ ნადალიც, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ასევე კორონავირუსით დაავადდა. თუმცა ბოლო ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ავსტრალიის ტურნირში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მიეცა. ნადალმატვიტერისმეშვეობით თავის გულშემატკივრებს აცნობა, რომ მელბურნში ჩაფრინდა. „არავის უთხრათმე აქ ვარ!“ – დაწერა ნადალმა სოციალურ ქსელში, რითაც ჯოკოვიჩის ფანებს თავისი არსებობისა და ამბიციების შესახებ შეახსენა.

წლების წინ, როცა სიტყვებიპანდემიადააცრაარაფერს ნიშნავდა, ხოლო   სპორტული ჟინითა თუ მოგების სურვილით შეპყრობილები ჩოგბურთს, ფეხბურთსა და სპორტის სხვა მიმდებარე სახეობებს ტოტალიზატორებში ვნებათაღელვით უცქერდნენ, ჩოგბურთის ფანებისგან ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინე. მაშინ ისინიდიდ ოთხეულს“ – რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარიასეთი მეტსახელებით მოიხსენიებდნენ: „ნადია“, „ფედია“, „ჯოტიადამარია“ …

ფედია“ (ფედერერი) ავსტრალიის წლევანდელ ტურნირში არ მონაწილეობს, „მარია“ (მარი) ადვილი შესაძლებელია მეორე წრეში, განთესილ ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდეს, ხოლონადიაჯოტიას“ (ნადალიჯოკოვიჩი) დუელს ალბათ ნახევარფინალამდეც ვერ ვნახავთ. მთავარია, კოვიდმა ორგანიზატორების ძლივს დალაგებული გეგემები არ კიდევ არ ჩაუშალოს დაჯოტიასარაჩვეულებრივი თავგადასავალი ავსტრალიაში მის მიერ ნათამაშევი ჩოგბურთით ვიხილოთ და არა დედმამისა და მართლმადიდებელი მლოცველების მორიგი პათეთიკური განცხადებების თანხლებით.

ავსტრალიის ღია პირველობა 2022 წლის 17-30 იანვარს გაიმართება.