მუსიკალური განკითხვისა თუ განუკითხაობის დღეები 

დავით ბუხრიკიძე

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ორი წლის განმავლობაში (ანუ 2023-2024 წლები) საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება, საამისოდ კი ქვეყანამ ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი უნდა გაიღოს 

საერთაშორისო ტურიზმის წახალისების მიზნით ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები და ივლისაგვისტოსექტემბერში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები Black sea არენასა და სტადიონებზეც“… უკვე გამოცხადებულია 2023 წლის საკონცერტო პროგრამის ნაწილიც. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების არცთუ რთული ლექსიკით, ეს დაახლოებით  ნიშნავს: 

1. ჩვენი, გადამხდელების, 70 მილიონიდან ხელისუფლება სინამდვილეში დახარჯავს დაახლოებით შვიდჯერრვაჯერ ნაკლებს და დანარჩენს, როგორც სჩვევია, „ატკატებშიწარბშეუხრელად გაუშვებს; 

2. არცეთ ქვეყანაში ექვსი უკვე დასახელებული ჯგუფისNile Rodgers & Chic,  FKJ, Damian Lazarus, The Killers , All Day I Dream, Imagine Dragonsკონცერტები არანაირი არითმეტიკით არ შეიძლება ღირდეს 70 მილიონი ლარი. ეს აბსურდია!

3. დღევანდელი სოციალური კატასტროფისა და უმუშევრობის ფონზე ასეთი რაოდენობის თანხის კონცერტებში დახარჯვა ეჭვს აღძრავს, რომ ეს ვიღაცებს ფულის გასათეთრებლად სჭირდებათ; 

4. ამ კონცერტებით ხელისუფლება ცდილობს, გაუცხოებული ჯენ ზისთაობა, რომელსაც აქციების დროსსატანისტებსუწოდებს და რომლის ენა მან ვერაფრით აითვისა, როგორმე დაამშვიდოს ან მათი პროტესტის მუხტი ჩაახშოს;

4) პრიორიტეტების აშკარა აღრევაა, როდესაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველ 670 ათას ადამიანს  ვერაფერს უხერხებს, აქონდროპლაზმიით დაავადებულ 16 ბავშვს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების გარეშე ტოვებს (არადა, ეს დაახლოებით 6-7 მილიონია), დიაბეტიანი ბავშვებისთვის პრეპარატი არ შემოაქვს და როცა მოსწავლეთა ლამის ნახევარი მშიერი მიდის სკოლაში.

5. რაც მთავარია, ქვეყნის ბიუჯეტის ფულით და ამ კონცერტებითქართული ოცნებარეალურად წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, რასაცტურიზმის ხელშეწყობასუწოდებს, ხოლო რამდენიმე კონცერტით ტურიზმის ინდუსტრია როგორ შენდება, ეს არავის უწყის.

საერთოდ, Black Sea Arena შენახვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხსაჩუქა“, სინამდვილეში ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე რამდენიმე საერთაშორისო კონცერტიდან შემოსული თანხის  თავგანწირული შეგროვება. იმიტომ, რომარენასშენახვა ქვეყანას ისევ ბიუჯეტის ხარჯზე უწევს. ამდენად, კამპანია Starring Georgia მაინც საარჩევნო კამპანიის ნაწილია და არ უკავშირდება ტურისტული ინდუსტრიის განვითარების კეთილშობილურ გეგმას.

აქაიქ გაისმის უცნაური საყვედური, რომ ხელისუფლების ჯინაზე ხალხს არ უნდა წავართვათ, მაგალითად, ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragonsის კონცერტებისგან მიღებული სიამოვნება. თითქოს წელს ზემოთ მუდამ შიშველი, ქარიზმატული, გეების მეგობრისა და პოპვარსკვლავის, დენ რეინოლდის დანახვას ქოცელექტოტრატი დაალტინფოთვეების განმავლობაში მოუთმენლად ელისან ამერიკული ალტერნატიული როკჯგუფის, The Killers-ის სოლისტისა და პერკუსიონისტის, ბრენდონ ფლაუერსის მძაფრი ვოკალი აღელვებთ. 

მთელი ეს Starring Georgia-ს კამპანია, რომლის მთავარი და კეთილშობილური მიზანიქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა“, სინამდვილეში სასტიკი ფორმებით ეხლება კორუფციის, სიღარიბის, უმუშევრობისა და სოციალური უსამართლობის კედელს. მიღმა დარჩენილ ასიათასობით მოქალაქეს არვინ ჰკითხა, სურთ თუ არა ქვეყნისტურისტული პოპულარიზაცია“ 70 მილიონ ლარად, როცა ამ თანხით უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი სოციალური, ჯანდაცვის, ან ეკოლოგიური პროექტის განხორციელება შეიძლებოდა.