„ოტელოსა“ და „კარმინა ბურანას“ შორის

დავით ბუხრიკიძე

თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალიკლასიკური ძალისხმევით და ოდნავ თანამედროვე მზერით.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენა უკვე მეოთხედ მასპინძლობს საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს, რომელიც წელს მეოცე საუკუნის ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის ცნობილი ბალეტით, „ოტელოთიგაიხსნა. 

აღსანიშნავია, რომ ალექსი მაჭავარიანის ბალეტის მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, 1957 წლის ნოემბერში გაიმართა. გენიალური მოცეკვავის, ვახტანგ ჭაბუკიანის ძალისხმევითა და მისივე ორიგინალური ქორეოგრაფიით. 

65 წლის შემდეგ, „ოტელოსდაბრუნება ოპერისა და ბალეტის სცენაზე, მნიშვნელოვან კულტურული კონტექსტს გულისხმობს. ჯერ ერთი, ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და დადგმის იდეა საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, მეორებალეტის დამდგმელი დირიჟორია კომპოზიტორის შვილი, ვახტანგ მაჭავარიანი და მესამესოლიკო ვირსალაძის გენიალური სცენოგრაფია და კოსტიუმები (მისი ესკიზების მიხედვით) მხატვარმა დავით პოპიაშვილმა აღადგინა.

მაყურებელმა ფესტივალის გახსნაზე მთავარი პარტიების ქართველი შემსრულებლები, ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტებილაშა ხოზაშვილი (ოტელო) და ნინო მათიაშვილი (დეზდემონა) იხილა. წლევანდელი ფესტივალის რეპერტუარიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საბალეტო ფესტივალის მთავარი კონცეფცია კლასიკური ბალეტის არეალისა და შესაძლებლობის გაფართოებაა, რომელიც ძიების პროცესს გულისხმობს. არსებობას კი თანამედროვე ცეკვის თეატრთან დებატებისა თუ დიალოგის საშუალებით განაგრძობს. ეს კლასიკურ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვას (Contemporary dance) შორისდარღვეულ დროთა კავშირისაღდგენას უფრო ნიშნავს, ვიდრე მის გაწყვეტას.

სხვათა შორის, 2017 წელს, თბილისის პირველი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი ასევე, ვახტანგ ჭაბუკიანისლაურენსიათიგაიხსნა (მაშინ საბალეტო დასმა ნინო ანანიაშვილის მიერ აღდგენილი და განახლებული ქორეოვერსია წარმოადგინა). პანდემიის გამო 2020-2022 წლებში ფესტივალი არ ჩატარებულა. ასე რომ, წელს საბალეტო ფესტივალი იძულებითი შესვენების შემდეგ ისევ თბილისის საოპერო თეატრის სცენას უბრუნდება. წლევანდელი პროგრამა გაცილებით გადატვირთულია კლასიკური დადგმებით, ვიდრე თანამედროვე, ან მოდერნისტული რეპერტუარით.

მაგალითად, თბილისის საბალეტო დასი საგანგებოდ ემზადებადონ კიხოტისწარმოდგენისათვის, რომელშიც მთავარ პარტიებს ოპერისა და ბალეტის პრიმა, ნინო სამადაშვილი და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე, ახალი ქართველი საბალეტო ვარსკვლავიგიორგი ფოცხიშვილი შეასრულებენ. 

ნინო სამადაშვილი ასევე იცეკვებს ერთმოქმედებიან, თანამედროვე ბალეტშისაგალობელი“, რომელიც ცნობილმა ქორეოგრაფმა, იური პოსოხოვმა თავის დროზე, ნინო ანანიაშვილის მიერ შეთავაზებული იდეით დადგა. ქორეოგრაფის მიერ დადგმული უსიუჟეტო ცეკვები ეყრდნობა ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებულ კომპოზიციებს, თუმცა მთლიანად დისტანცირებულია და ერთგვარად, „დაწმენდილიქართული ცეკვების ეთნოგრაფიული ელემენტებისგან. ამავე დროს, ინარჩუნებს ნაციონალური ცეკვებისათვის დამახასიათებელ სულს, ატმოსფეროსა და ენერგიას.

ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ მაინც, უკრაინის ნაციონალური ბალეტის დასის გამოსვლა იქნება, რომელიც ცალკე პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე. საერთაშორისო საბალეტო ვარსკვლავებიალესანდრა ფერი და მარსელო გომესი კიევის საბალეტო დასთან ერთად, კლასიკურ საბალეტო ნომრებს შეასრულებენ. 

დასის პროგრამაშია ასევე ალბანური წარმოშობის ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელენ პრელჟოკაჟის გაბედული ქორეოექსპერინტიც, რომელიც ახალ ჟღერადობასთან ერთად, მაპროვოცირებელ სიშიშვლესა და სოციალურ გზავნილებსაც შეიცავს. აღსანიშნავია, რომ  პრელჟოკაჟი სახელოვანი ამერიკელი ქორეოგრაფის, მერს კენინჰემის მოწაფეა, რომელიც მასთან, ნიუიორკში სწავლობდა და რომელიც წლების განმავლობაში პარიზისგრანდ ოპერისთეატრის  საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა.

თბილისის საბალეტო ფესტივალი ცხადია, „ჟიზელისგარეშე არ ჩაივლის. თუმცა, მაყურებელი შარლ ადანის ბალეტის ისევ ჩვეულშეურყვნელდა კლასიკურ ვერსიას იხილავს. ამჯერად  ლონდონის სამეფო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით. ჟიზელს ალინა კოჟეკარუ იცეკვებს, ხოლო ალბერის პარტიასრიის კლარკი შეასრულებს.

ფესტივალი კარლ ორფის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებით -„კარმინა ბურანას“ (სასცენო კანტატა/ერთმოქმედებიანი ბალეტი) წარმოდგენით დაიხურება. საკონცერტო შესრულებისა და საბალეტო წარმოდგენის სინთეზი უკრაინელმა ქორეოგრაფმა და რეჟისორმა ილია ჟივოიმ მთლიანობაში საინტერესოდ მოახერხა. საოპერო გუნდის, სოლისტებისა და მოცეკვავეების სცენური მთლიანობა ამ შემთხვევაში გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქორეოგრაფის შთამბეჭდავი ნამუშევარი. პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გასული წლის ოქტომბერში გაიმართა. ფესტივალის დასკვნით დღეს, 9 ივლისს, მისი ნახვა მუსიკისა და ბალეტის მოყვარულებს კიდევ ერთხელ შეეძლებათ.