ომის დროის თეატრი

დავით ბუხრიკიძე

რეჟისორ დათა თავაძეს სჯერა თეატრის ძალის და შეუძლია ის თქვას, რის თქმაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ახლა ის ფრანკფურტისშაუშპილის  სცენაზე ჯორჯ თაბორის  გოლდბერგის ვარიაციებსდგამს

(მომზადებულია გაზეთ „Frankfurter Allgemeine”-ს სტატიის მიხედვით).

მას შემდეგ, რაც 5 ივნისს, ბერლინის სახელოვანიდოიჩე თეატრისკამერულ სცენაზე ბოლოჯერ წარმოადგინეს რეჟისორ დათა თავაძის მიერ პანდემიამდე დადგმული (2020 წლის თებერვალი) ავსტრიელი დრამატურგის, ფერდინანდ შმალცის პიესაყველა კვდება“ , ქართველმა რეჟისორმა მაინის ფრანკფურტში გადაინაცვლა. 10 ივნისს ქალაქის უმთავრეს, „შაუშპილ თეატრის  სცენაზე უნგრული წარმოშობის ცნობილი მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის, ჯორჯ თაბორის პიესის – „გოლდბერგის ვარიაციების  პრემიერა გაიმართა, რომელიც მან თეატრის დაკვეთით დადგა.

თაბორის ცნობილი პიესა (ორიგინალური სახელწოდებაა Goldberg-Variationen) 1991 წელს დაიწერა. ცხადია, სათაური პირდაპირ გვიბიძგებს იოჰან სებასტიან ბახისგოლდბერგის ვარიაციებისკენ“, რომელსაც პიესაში ასევე მნიშვნელოვანი, სიმბოლური, მაგრამ მაინც ფონური მუსიკის დატვირთვა აქვს. მოქმედება იერუსალიმში  მიმდინარეობს, სადაც რეჟისორი (ვინმე მისტერ ჯეი) დგამს თეატრალურ წარმოდგენას დაფუძნებულს ძველსა და ახალ აღთქმაზე. პიესის მიხედვით, რეჟისორის ინტერპრეტაცია ლამის კატასტროფულია, თუმცა მისი თანაშემწე, თავის დროზე ნაცისტებისგან გამოქცეული ებრაელი გოლდბერგი, ჯეის მხსნელად მოევლინება და მარცხისათვის განწირულ წარმოდგენას წარმატებულ სპექტაკლად აქცევს. 

თაბორის პიესის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ასეთია: „ვთქვათ ადამიანი ღმერთი არ არის, მაგრამ რა მოხდება, თუ ღმერთიც არ იქნება ღმერთი?“.

პიესა ჯორჯ თაბორიმ ინგლისურად დაწერა, ხოლო მსოფლიო პრემიერა ვენის აკადემიის თეატრში 1991 წლის 22 ივნისს გაიმართა, თავად ავტორის რეჟისორობით. „გოლდბერგის ვარიაციებისყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ინტერპრეტაციები უკავშირდება სახელოვან ინგმარ ბერგმანს (პრემიერა სტოკჰოლმის სამეფო დრამატულ თეატრში 1994 წელს, ბახისგოლდბერგის ვარიაციებისადა ჰარდ როკის მუსიკის თანხლებით) და ცნობილ გერმანელ რეჟისორს, თომას ლანგჰოფს, რომელმაც პიესაბერლინერ ანსამბლისსცენაზე 2008 წელს დადგა.

10 ივნისის პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ, „Frankfurter Allgemeine”- გამოაქვეყნა მასალა თეატრალური პრემიერისა და თავად რეჟისორის, დათა თავაძის შესახებ. გაზეთის კულტურის განყოფილების რედაქტორის,  კულტუროლოგისა და ჟურნალისტის, ევამარია მაგელის სტატიას Theater in Zeites des Krieges („ომის დროის თეატრი“) გთავაზობთ მცირე შემოკლებით.

…1989 წელს დაბადებულ ქართველ რეჟისორს პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა ევრიპიდეს ტრაგედიის – „ტროელი ქალების  გამორჩეულმა ადაპტაციამ. პოსტსაბჭოთა ეპოქის ომისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ხმა მძლავრად გაისმა ამ წარმოდგენაში (თბილისისსამეფო უბნის თეატრი“,  2015 წელი), რითაც  დათა თავაძემ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ამის შემდეგ მან არაერთი საერთაშორისო მიწვევა მიიღო, განსაკუთრებით გერმანიაში და საერთოდ, გერმანულენოვან თეატრებში. 

2018 წელს, ბერლინის მაქსიმ გორკის თეატრში გაიმართა სპექტაკლის – „წვეულების შემდეგ/ცხოვრების შემდეგ“ – პრემიერა, რომელიც საქართველოში ომის ვეტერანებისა და მათი ვაჟების შესახებ მოგვითხრობდა. „გერმანია ძალიან გულუხვი აღმოჩნდა ჩემ მიმართ. ბოლო წლებში ის ჩემი მეორე სამუშაო ადგილი გახდა“, – ამბობს დათა თავაძე. თუმცა ამავე დროს, პოლონეთშიც მუშაობდა, მომავალ სეზონში კი ლატვიაში აპირებს სპექტაკლის დადგმას.

უმთავრესად ცხოვრობს და მუშაობს მშობლიურ ქალაქში, თბილისში, ერთსა და იმავე მსახიობებსა და სადადგმო გუნდთან ერთად. „სამეფო უბნის თეატრი არის ხმამაღალი, აქტიური, პროვოკაციული თეატრი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა, მას შემდეგ, რაც სტუდენტობის შემდეგ ამ თეატრში მოვედი“, – ამბობს თავაძე. დაახლოებით  ათი წელია, რაც თანამშრომლობს ავტორთან და დრამატურგთან დავით გაბუნიასთან და მუსიკოსთან და კომპოზიტორთან, ნიკა ფასურთან, რომლებიც მასთან ერთად ხშირად არიან საზღვარგარეთ, დამდგმელ ჯგუფს ქმნიან. ნიკა ფასური ახლაც მასთან ერთად მუშაობს ფრანკფურტის თეატრში „გოლდბერგის ვარიაციებზე“ .

პიესაში საუბარია ადამიანის პირველ მკვლელობაზე, ძალადობასა და სიკვდილზე. შესაბამისად, ვერც წარმოვიდგენ გასართობ და სახალისო მასალაზე დადგმას“… მოკლედ, თეატრი, რომელიც მხოლოდ გართობას ისახავს მიზნად, თავაძეს არ მოსწონს. სპექტაკლიგოლდბერგის ვარიაციებიფრანკფურტისშაუშპილმადასადგმელად ჯერ კიდევ ორი წლის წინ,  2020 წლის მარტში შეუკვეთა რეჟისორს. მაშინ გაურკვეველი იყო, როგორი ვითარება იქნებოდა პანდემიის შემდეგ, ან რა თემები შეიძლებოდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი… „მე მეგონა, რომ პანდემია დასრულდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ ომი მოვიდა“.

ომის თემა, რომელიც ახლობელია თავაძისთვის და ხშირად ასახავს მას საკუთარ დადგმებში, მის და მისი ქვეყნის გამოცდილების ანარეკლია. საქართველო, რომელსაც 2008 წელს თავად ჰქონდა საომარი კონფლიქტი რუსეთთან, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შეიძლება ისევ გახდეს თავდასხმის სამიზნე. ვითარება რთულია… „არ არსებობს თითქმის არცერთი აივანი, რომელიც არ იქნება მორთული ლურჯ და ყვითელ ფერებში. საქართველოში ასევე ბევრი ლტოლვილია უკრაინიდან და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად“, – ასე აღწერს თბილისში არსებულ ატმოსფეროს დათა თავაძე.

თუმცა საზოგადოებაში გარკვეული შიშიც არსებობს, რაც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ნებისა და შემართების პარალიზებას:  შიშიეს არის ჩვენი თავისუფლების ყველაზე საშიში მტერი. ის ასევე ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ კონსერვატიულ საწყისებს ეყრდნობა და რომ დემოკრატიზაციის პროცესი შენელდა. ამავდროულად, ქართველები მამაცები არიან, რადგან დღე არ გადის დემონსტრაციების გარეშე“… დათა თავაძე ამბობს, რომ ის მისი თანამოაზრენი ყოველთვის ქმნიდნენ პოლიტიკურ, თანამედროვე და რაღაც გაგებით, თავდადებულ თეატრს: „შესაძლოა, ბევრჯერ მქონია კიდეც სკეპტიკური შეგრძნება, მაგრამ თეატრის უტოპიის ყოველთვის მჯეროდა“.

თეატრებმა საზოგადოებაში უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულონ. „ჩემი მიზანია შეზღუდულ დროში მაინც შეიქმნას დღესასწაულის შეგრძნება“. ის, რომ თაბორისგოლდბერგის ვარიაციებშითეატრის შექმნა ასევე შემოქმედებით აქტად გვევლინება, აახლოებს ამ მასალას ჩვენს დროსთან. ეს კი ძალიან ახლოსაა იმასთან, რის მიღწევაც თავაძეს ყოველთვის სურსიმ ენისა და ფორმების პოვნა, რაც ერთი შეხედვით გამოუთქმელად და წარმოუდგენლად გამოიყურებამით უმეტეს ახლა, წარმოუდგენლად ექსტრემალურ პირობებსა და დროში.