საკმარი და უკმარი ქართული „სინათლე“ ბერლინალეზე

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 15-25 თებერვალს გაიმართება და ამ ფესტივალის ისტორიაში საქართველოდან  ყველაზე მეტი ოფიციალური სტუმარი დაესწრება.

ბერლინის მარლენ დიტრიხ პლაცზე მდებარე ცნობილ კინოდარბაზში 15 თებერვალს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. სამ პარალელურ პროგრამაშიკონკურსში, „პანორამასადაფორუმში“ – ნაჩვენები იქნება 200-მდე ფილმი (გასულ, 73-ე ფესტივალზე მაგალითად, ფილმების რაოდენობა 287 იყო). წელს გაუქმდა სექციები –ახალგაზრდა რეჟისორებისთვის“, „გერმანული კინოს პერსპექტივა  (Perspektive Deutsches Kino) დაბერლინალეს პერსპექტივა“. ამასთან, მთავარ კონკურსში ფილმების რაოდენობა არ შეიცვლება.

ფესტივალი გაიხსნება ბელგიელი რეჟისორის, ტიმ მილანტსის ისტორიული ჟანრის ფილმით – „ასეთი წვრილმანები“, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში, ირლანდიაში არსებულ ქალთაგამოსასწორებელ დაწესებულებაზემოგვითხრობს. მთავარ როლებშიკილიან მერფი, ემილი ოუტსონი და კირიან ჰაიდსი.

კრიტიკოსები და ჟურნალისტები საკონკურსო პროგრამაში გამოარჩევენ რამდენიმე რეჟისორულ ნამუშევარს, მაგალითად: იტალიელი პიეტრო მესინასსხვაგვარ დასასრულს“, ახალი თაობის ავსტრიელი რეჟისორების, ვერონიკა ფრანცისა და სევერინ ფიალასეშმაკის აბანოს“, ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ბრუნო დიუმონისიმპერიას“, გერმანელი ანდრეას დრეზენისსიყვარულით ჰილდასგან“, დანიელი რეჟისორის, გუსტავ მიოლერისხმებს“, ფრანგი ოლივიე ასაიასისშეჩერებულ დროს“, ამერიკელი რეჟისორის, არონ შიმბერგისგანსხვავებული კაცი“…

ბერლინის კინოფესტივალს წელს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება ტრიშა ტატლი. 2023 წლის დეკემბერში მან შეცვალა  აღმასრულებელი დირექტორიმარიეტ რისენბეკი და სამხატვრო ხელმძღვანელიკარლო ჩატრიანი. ასე რომ, საინტერესოა, რა სტრატეგიას აირჩევს ლონდონის კინოფესტივალის ყოფილი დირექტორი (სადაც ის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა) ბერლინალეს შემდგომი განვითარებისათვის, რადგან დირექტორატის შეცვლა მაინც ბერლინის კინოფესტივალის დღევანდელ კრიზისს უფრო ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ გაბედულ ექსპერიმენტს.

წელს ჟიურის კენიელი წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ლუპიტა ნიონგო, უხელმძღვანელებს, რომლის სენსაციური დებიუტი სტივ მაკკუინის ფილმში – „12 წელი მონობაში“ – მისთვისოსკარითგამორჩეული აღმოჩნდა. 

ჟიურის წევრები არიან, ასევე: ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ბრეტ კორბეტი, თანამედროვე გერმანული კინორეჟისურის ერთერთი ლიდერი, კრისტიან პეცოლდი,  ჰონკონგელი კინოსა და თეატრის მსახიობი ენ ჰეი, თანამედროვე იტალიელი კინოვარსკვლავი ჟასმინ ტრინკა, დღევანდელი ესპანური კინოს გამორჩეული რეჟისორი და პროდიუსერი, ალბერტ სერა (განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წარმატება კანის 2019 წლის ფესტივალზე, რომელზეც ფილმი თავისუფლებასპეციალური პრიზით აღინიშნა).

2024 წელს კინოფესტივალის საპატიოოქროს დათვიმთელი შემოქმედებისთვის ამერიკელ კლასიკოს რეჟისორს, მარტინ სკორსეზეს გადაეცემა. „პანორამასკი 15 თებერვალს გახსნის ლევან აკინის ფილმი – „გზაჯვარედინზე“, რომელსაც ფესტივალის დღეებში რამდენჯერმე აჩვენებენ, მათ შორის პრესტიჟულცოოპალასტში“. ფილმი რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქციაა და მათ შორისაა საქართველოც, რადგან გადაღება ბათუმშიც მიმდინარეობდა. მთავარ როლს თუმანიშვილის სახელობის თეატრის ცნობილი მსახიობი, მზია არაბული ასრულებს. აღსანიშნავია, ასევე, ლუკა ქარჩავას სამსახიობო დებიუტი.

საქართველოს კინოცენტრის დაფინანსებით, წელს ბერლინალეზე ჩვენი ოფიციალური 34-კაციანი დელეგაცია მიემგზავრება. დელეგაციის წევრების დიდი უმრავლესობა საერთოდ არ არის დაკავშირებული კინოსთან ან კინოინდუსტრიასთან და ეს ხდება მაშინ, როდესაც, 450 კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს, ხოლო თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო ფილმებსა და პროექტებს ბერლინალეს მარკეტზე წარადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციასაქართველოს კინოინსტიტუტი (GFI – Georgian Film Institute).

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) მონაწილეობს წელს ბერლინალეს კინობაზრობაში. DOCA არის  საქართველოს კინოინსტიტუტის პარტნიორი, რომელიც ბერლინალეზე დამოუკიდებელი სტენდით წარდგება. დოკუმენტური კინოს ასოციაციამ მოახერხა დამოუკიდებელი ქართული კინოს საერთაშორისო პოზიციონირება, ისე, რომ მან შეძლო მოეპოვებინა როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი მნიშვნელობა და კონტრიბუცია. 

ბერლინალეზედოკასწარმოადგენს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთო ყიფიანი და თავმჯდომარესალომე ჯაში. ევროპის კინობაზრობაზე DOCA-ს ორი წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს, ასევე, სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში.

კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი სალომე ჯაში მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში  „კინოგაქირავების მნიშვნელობა და რეალიზაცია დოკუმენტური კინემატოგრაფის შემდგომ განვითარებაში“,  ხოლო რეჟისორი მარიამ ჭაჭია (ამ ასოციაციის საბჭოს წევრი) – მრგვალი მაგიდის დისკუსიაში – „კინოდოკუმენტები და მათი წვდომა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის“. ორივე დისკუსია ევროპის დოკუმენტური კინოს ასოციაციასთან – Documentary Association of Euope – პარტნიორობით იმართება.

ალბათ, გახსოვთ ქალბატონმინისტრის რა რეაქცია მოჰყვა რეჟისორ მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმის, „ჯადოსნური მთისჩვენებას დეკემბერში, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ეს თვალსაჩინოდ წარმოადგენს ახალი კინოცენტრის პირობებში,  ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულებას დოკუმენტური კინოს მიმართ, თუმცა მანამდე საკმარისია, ისიც  გავიხსენოთ, რა ბედი ეწია გასულ 2022 წელს, სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს – „მოთვინიერება“. ოლიგარქზე უფრო მეტად მორწმუნე ბიძინისტებმა მაშინ გადაწყვიტეს, რომ ფილმშიმოცურავე ხეებისშთამბეჭდავი დოკუმენტური კადრები სახიფათო სიგნალებს შეიცავდა და ოლიგარქის რეპუტაციის დასაცავად მთელი კამპანია წამოიწყეს ფილმის ასაკრძალად 

ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის დოკუმენტურ ფილმს – „დედაშვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ –  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებელი სპეციალურ ჩვენებაში – „ფორუმზენახავს. ფილმი რეჟისორმა მიუძღვნა დედას, საქართველოში პირველ ქალ რეჟისორს,  რომელიც ასევე პირველი ქალირეჟისორია მთელ საბჭოთა კავშირში. ნუცა ღოღობერიძე 25 წლის ასაკში გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში, თუმცა სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო.

 სიდიადე შეხამებული მოკრძალებულობასთან: მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედამისს იხსენებსნუცას, რომელიც, თავის მხრივ, პირველი რეჟისორი ქალი იყო საქართველოში. ეს არის ფემინისტური, მოსიყვარულე და ძალადობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება იმის შესახებ, როგორ დარჩე ადამიანად ბნელ დროში”, – აღნიშნულია ბერლინალეს ოფიციალურ ვებგვერდზე, ლანა ღოღობერიძის ფილმის შესახებ.