ცხრა ნაბიჯი მონოპერფორმანსისკენ

დავით ბუხრიკიძე

24-საათიანი ექსპერიმენტული თეატრალური ფესტივალი უკვე მეთერთმეტედ გაიმართა.

თეატრალური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში რამდენიმე დღის წინ დასრულდა 24-საათიანი ექსპერიმენტული ფესტივალი. მასში თავიდან ჩაერთნენ და მონაწილეობდნენ თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები (რეჟისორების, ლელა ჭინჭარაულის სამსახიობო ჯგუფისა და  გია კიტიას ჯგუფის წევრები). 

თუმცა საბოლოოდ, პუბლიკის წინაშე მხოლოდ ერთი მონაწილედრამატურგი ვალერი ოთხოზორია წარდგა, რომელმაც თავისი ტექსტი ნახევარსაათიან, მონოსპექტაკლად აქცია. დანარჩენებმა ფინიშამდე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიაღწიეს.

ფესტივალის უმთავრესი პრინციპია, რომ 24-საათის განმავლობაში რეჟისორმა მსახიობებთან ერთად მოიფიქროს, დაწეროს და შექმნას მცირე ფორმატის ტექსტი, რომელსაც თეატრალური წარმოდგენის ფორმა ექნება და რომელსაც მაყურებელი ნახავს და შეაფასებს, თუმცა ამჯერად შესაფასებელი დიდი არაფერი იყო, რადგან რამდენიმე პერფორმანსის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ვიხილეთ: დრამატურგ ვალერი ოთხოზორიას აბსურდული ირონიით გაჯერებულიატომი“, რომელშიც ანტიმილიტარისტული და ბიოგრაფიული თემები გაერთიანდა. ასეთი კაზუსი კი იმიტომ მოხდა, რომ დანარჩენი მონაწილენი ბოლომდე არ იყვნენ მზად, ამგვარიმარათონიდაეძლიათ.  

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო მაღლაკელიძე

24-საათიანი თეატრალური ფესტივალი ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტის, ნინო მაღლაკელიძის ინიციატივით დაარსდა. მთავარი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა. ფესტივალი 2011 წელს დაარსდა. ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანების პროფესიულ ზრდასა და ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საქართველოში მცირე ფორმატის, ახალი და ინოვაციური წარმოდგენების დამკვიდრება.

ფესტივალის მიზანია, უმოკლეს ვადებში (24 საათის განმავლობაში) შეიქმნას ახალი, თანამედროვე შინაარსისა და ფორმის სასცენო ტექსტები თუ წარმოდგენები. რაცთანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის(Contemporary Arts Research Laboratory) ფარგლებში განიხილება.

ლაბორატორიისა და ფესტივალის ერთობლივი ამოცანაა პერფორმაციულ ხელოვნებაში ახალი ტალანტების აღმოჩენა, მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციას და ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების დამკვიდრება.

ფესტივალის არსებობის 11-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაიწერა 30-ზე მეტი ახალი პიესა და დაიდგა ამდენივე წარმოდგენა. ამ პროექტმა წარმოაჩინა 150-მდე ახალგაზრდა მსახიობი, ხოლო დამსწრე საზოგადოების ინტერესმა მოლოდინსაც  გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2012-2014 წლებში 24-საათიანი ფესტივალი ჩატარდა ბათუმსა და ფოთში, სადაც პროექტში ადგილობრივი თეატრალური დასის მსახიობები და რეჟისორები ჩაერთნენ.

2022 წლის ფესტივალი იმით განსხვავდებოდა წინა ფესტივალებისგან, რომ მსახიობებსა და რეჟისორებს ორგანიზატორების მიერ წინასწარ შემუშავებულიცხრა ნაბიჯისპრინციპით უნდა ემუშავათ:

ნაბიჯი 1. დაიწყე მუშაობა პრინციპითდაწერეთ სიტყვები, რომლებიც დღეს დაგამახსოვრდათ;

ნაბიჯი 2. გახსენი სოციალური ქსელი და ამოწერე რამდენიმე  სენსაცია;

(სენსაცია შეიძლება იყოს როგორც აქტუალური, ისე მოულოდნელი, ახალი ამბავი). არსებული სენსაციებიდან, შენი ტექსტისთვის ამოირჩიე მთავარი თემა; 

ნაბიჯი 3. განაგრძე ტექსტის წერა: შეგიძლია გამოიყენო სოციალური ქსელები, ან ჩათში მიმდინარე დიალოგი. ამოწერე ცალკეული ფრაზები ან და წინადადებები;

ნაბიჯი 4. შემდეგ გადადი სრულიად განსხვავებულ საკითხზე და ირონიული ფრაზებით შეაფასეთ დაწერილი. გამოიყენე დამხმარე თემები (მაგალითად, კულინარიაზე, ისტორიულ ფაქტზე, ფიზიკის კანონზე, ქიმიაზე, კოსმოსზე, ადამიანის  უფლებებზე, ჯანმრთელობაზე, სწავლაზე, სიყვარულზე,  ფულზე, ბიზნესზე, რელიგიასა და ა.შ…). ამ ყველაფერში ჩართე მსახიობები, მხატვარი, გამოიყენე მათი სოციალური ქსელის რესურსი;

ნაბიჯი 5. აუბრუნდი შენს მიერ არჩეულ მთავარ თემას და განავრცე იგი; 

ნაბიჯი 6. ამოწერე სხვა სენსაციის სათაური, დაუწერე შერჩეული კომენტარები;

ნაბიჯი 7. მონაცვლეობით ამოიწერე სოციალური ქსელიდან ფრაზები;

ნაბიჯი 8. მთავარი თემა მიიყვანე კულმინაციამდე; კვანძი შეკარი  და ფინალში ეცადე გახსნა;

ნაბიჯი 9. სპექტაკლის მსვლელობის დროს აუდიტორიას ფინალის შექმნაში დახმარება სთხოვე. მერე სათითაოდ მიმართე (რეჟისორმა ან მსახიობმა), რომ გახსნას თავისი სოციალური ქსელი და ხმამაღლა წაიკითხოს ერთი წინადადება, ცოტა ხანში სინქრონულად ააყოლე მეორე და მესამე მაყურებელი და ბოლოს – მთელი დარბაზი.