„ყვითელი ჰალსტუხი“ დირიჟორისთვის

დავით ბუხრიკიძე

ჯონ მალკოვიჩი ახალ ფილმში ლეგენდარული რუმინელი დირიჟორის, სერგიუ ჩელიბიდაკეს როლს განასახიერებს.

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი („კომივოიაჟერის სიკვდილი“, „ადგილი გულში“, „სახიფათო კავშირები“, „საბრალონი“, „ადაპტაცია“, „ახალი პაპი“) ახალ ფილმშიყვითელი ჰალსტუხილეგენდარულ რუმინელ დირიჟორს, სერგიუ ჩელიბიდაკეს განასახიერებს. ამის შესახებ ცნობილი ამერიკული გამოცემა Variety წერს.

ყვითელი ჰალსტუხირუმინული კინკომპანიის Oblique Media Film-ისა და ბრიტანული Celi Films-ის ერთობლივი პროექტია. ფილმი ეყრდნობა დირიჟორის შვილის, სერჟ იოან ჩელიბიდაკეს მოგონებებსა და ჩანაწერებს, რომელიც სცენარის ერთერთი თანაავტორიცაა. სცენარის შექმნაში ასევე მონაწილეობს ჯეიმს ოლივიე. გადაღებები სელიბიდაჩეს სამშობლოში, რუმინეთში 2002 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

სერგიუ ჩელიბიდაკეს რთული და დრამატული ბიოგრაფია ცხადია, კარგი მიზეზია ბიოგრაფიული ფილმის გადასაღებად მუსიკოსზე, რომელსაც ერთერთი ყველაზე ნიჭიერ, მაგრამ საკამათო დირიჟორად მიიჩნევენ მეოცე საუკუნეში. უფრო მეტიც, კლასიკური მუსიკის სამყაროში მას დღემდეგენიოსად და შეშლილადმოიხსენებენ. 

ჩელიბიდაკე დაიბადა რუმინეთის ქალაქ რომანში, 1912 წელს. ჯერ კიდევ 15 წლის მოზარდი იყო, როდესაც მამამ სახლიდან გააძევა, რადგან მუსიკალური განათლების მიღებისა და კონსერვატორიაში სწავლის  სურვილი გამოამჟღავნა. სახლიდან წასვლის შემდეგ, გაჭირვებისა და სირთულეების მიუხედავად, ჯერ ბუქარესტის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიასა და მათემატიკას, ხოლო 1936 წელს გაემგზავრა ბერლინში, სადაც ნაცისტების ხელისუფლების კონტროლის მიუხედავად, მაინც გაიმარჯვა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის ახალგაზრდა დირიჟორთა კონკურსში. ის პირველი აღმოსავლეთ ევროპელი მუსიკოსი გახდა, ვინც ბერლინის ფილარმონიის სადირიჟორო პულტთან აღმოჩნდა.

ძალიან მოხარული ვარ, რომ დირიჟორ სერგიუ ჩელიბიდაკეს როლის შესრულება მანდეს, – აღნიშნავს ჯონ მალკოვიჩი – „ის  უნიკალური და განუმეორებელი ნიჭის დირიჟორია და მეოცე საუკუნის კლასიკური მუსიკის ერთერთ უდიდეს პერსონად მოიხსენიებენ. მისი ცხოვრების, სიმწიფის ხანისა და სიბერის წლების განსახიერება ჩემთვის რთული და საინტერესო იქნება“. 

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1952 წლამდე  ჩელიბიდაკე ბერლინის ფილარმონიის მთავარი დირიჟორი იყო. უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ის თავდაუზოგავად იბრძოდა, რომ ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის მთავარ დირიჟორად ვილჰელმ ფურტვენგლერი დაებრუნებინათ, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თავად სელიბიდაჩეს შემოქმედებაზე. თუმცა ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან ფურტვენგლერის ლოიალური დამოკიდებულება ნაცისტებთან 30-იან წლებში, ლამის მუსიკალური კარიერის აკრძალვის ფასად დაუჯდადა რომ არა სერგიუ სელიბიდაჩეს ძალისხმევა, ფურტვენგლერის უნიკალური ჩანაწერები ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან 1948-52 წლებში არ იარსებებდა.

მოგვიანებით ჩელიბიდაკე მუშაობდა სტოკჰოლმის, შტუტგარტისა და პარიზის რადიოს ორკესტრებთან.  ასევე დიდ ბრიტანეთში 1940-იანი წლების ბოლოდან და 1953 წლამდე, სადაც პიანისტ ეილინ ჯოისთან შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა. სხვათა შორის, ეილინ ჯოისი აღნიშნავდა კიდეც, რომ სელიბიდაჩე უდიდესი დირიჟორი იყო, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ის ერთერთი ყველაზე პოპულარული დირიჟორი იყო ევროპაში. მისი წარმატებაც და გარკვეული თვალსაზრისით სირთულეც, განპირობა იმან, რომ სელიბიდაჩე უკომპრომისო იყო მუსიკის ჩანაწერებთან და ამ ჩანაწერების გამოშვებასთან დაკავშირებით. მისი მკვეთრად უარყოფითი  დამოკიდებულება მომდინარეობდა იქიდან, რომ მხოლოდ საკონცერტო, ცოცხალი შესრულება იყო ნამდვილი და ჩანაწერებიფიქცია. ამის გამო ჩელიბიდაკეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ჩამწერ სტუდიებთან. შესაბამისად, მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან ლამის 90-იან წლებამდე მისი ჩანაწერების მცირე რაოდენობა არსებობს.

1979 წლიდან გარდაცვალებამდე (გარდაიცვალა 1996 წელს პარიზში) იყო მიუნხენის ფილარმონიის მუსიკალური დირექტორი. ჩელიბიდაკე ასევე ხელმძღვანელობდა მიუნხენის ფილარმონიის და სიცილიის სიმფონიურ ორკესტრებს. დატოვა რამდენიმე მართლაც უნიკალური ჩანაწერი. მათ შორის, ბეთჰოვენის, ბრამსის, ბრუკნერის, შუმანის, ფორეს სიმფონიური მუსიკა.