პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინეს

დავით ბუხრიკიძე

ცნობილმა საოპერო მომღერალმა, პლასიდო დომინგომ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია:

„ჩემი მორალური მოვალეობაა გითხრათ, რომ COVID – 19- ჩემი გამოკვლევის შემდეგ პასუხი დადებითი აღმოჩნდამე და ჩემი ოჯახის წევრები ვართ იზოლირებულნი იმდენი ხნით, რამდენსაც სამედიცინო პერსონალი მიიჩნევს საჭიროდ.

ამჟამად ყველანი კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მქონდა ცხელება და ხველის სიმპტომები, ამიტომ გადავწყვიტე, ტესტირება ჩამეტარებინა და შედეგი პოზიტიური აღმოჩნდა“.

მან მოსახლეობას ურჩია, ძალიან ფრთხილად იყვნენ და დაიცვან ძირითადი სახელმძღვანელო მითითებები ხელების ხშირად დაბანისა და ერთმანეთისგან მინიმუმ მეტრ-ნახევრით დაშორების შესახებ

თუ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ შეაჩეროთ ვირუსის გავრცელება და, უპირველეს ყოვლისა, დარჩეთ სახლში, ეს იქნება ყველაზე საჭირო მოქმედება ამ სიტუაციაში. მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ ვირუსს და შევაჩეროთ ამჟამინდელი მსოფლიო კრიზისი! ასე რომ, იმედია, ჩვენ მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

გთხოვთ, დაიცვათ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები და დებულებები, რომ დაიცვათ არა მხოლოდ თავი და უსაფრთხოება, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოება“, –წერს პლასიდო დომინგო.