მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის მანამდე მოქმედი განკარგულება „მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სახელმწიფო დაცვა 8 სექტემბერს დაენიშნა. განკარგულების თანახმად, დაცვა მას „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“ უნდა უზრუნველეყო.
27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ერთი ბედნიერება იყო „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კობახიძე და ივანიშვილი მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, თუმცა მან თავად „დაარწმუნა“.
ბოლო 1 წელიწადში მამუკა მდინარაძემ 3 თანამდებობა გამოიცვალა. ბოლოს ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, თუმცა საჭირო იყო სახელმწიფო სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა, რასაც შემოდგომაზე პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
მანამდე, 30 აპრილიდან მდინარაძე სპეციალურად მისთვის შექმნილ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამავე დროს იყო ვიცე-პრემიერი.
კიდევ უფრო ადრე კი, 2025 წლის 3 სექტემბრიდან 21 აპრილის ჩათვლით მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო