გერგიევი მილანში 150 მილიონ დოლარად შეფასებულ უძრავ ქონებას ყიდის

დავით ბუხრიკიძე

ცნობილი რუსი დირიჟორი და პუტინის ერთგული მხარდამჭერი, 68 წლის ვალერი გერგიევი უზარმაზარ ქონებას ფლობს იტალიაში. როგორც ირკვევა, მხოლოდ მილანში გერგიევი 150 მილიონ დოლარად შეფასებულ უძრავ ქონებას ფლობს, რომელსაც ახლა  სასწრაფოდ ყიდის.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია შენობები და სავაჭრო ცენტრები ფლორენციასა და ვენეციაში. ამის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემაკორიერე დელა სერასაკმაოდ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

მითითებულია ე.. ქონების რუკა და კონკრეტული მისასამართებიც (დაახლოებით ოცი), რომელზეც  რეგისტრირებულია ვალერი გერგიევის მფლობელობაში არსებული ქონება მილანსა და ვენეციაში. ახლახან დაწყებული გამოძიება იკვლევს ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ ქონებას სხვადასხვა მისამართებზე. აღმოჩნდა, რომ მარტო მილანში, ვალერი გერგიევი საერთო ჯამში, ოცი ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მფობელია.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ვილა ამალფის სანაპიროზე მდებარე რომაული ნანგრევები და არაგონული კოშკი ბაღით, მილანში. ასევე პალაცო ბარბარიგო სან ვიოზე, კაფე ფერწერა და რამდენიმე მაღაზია პიაცა სან მარკოზე, ვენეციაში. „წვრილმანი ოლიგარქი“ (როგორც სტატიის ავტორი ფრანსისკო სალაზარი აღნიშნავს) ფლობდა ასევე პრესტიჟულ შენობებს მილანშივია მერკატოზე, N28 და ვია არკოს N2ში, რომლებიც ახლახან გაყიდა. 

მითითებულია სხვა მისამართებიც: ვია როველო N2, ვია მონტელო10, ვია კასტალდი N4, ლარგო ჯერმიტო N3, ვია ფრა ბარტოლომეო 9, ვია პლინიო N33, ვია ბერენგარიო N7.  ვილები ვია მონტებიანკო, N4-6, ვია რივა დი ტრენტო, N8-10. 

პლუს 8 ათასი კვადრატული მეტრი სეგრატეში, კავას ტბის ხედით და უზარმაზარი ფერმა, რომელიც გადაჰყურებს ნავიგლიოს ბილიკს. ასევე მაღაზიები პავეზე N394/396-ში. ზოგიერთი ვილა და ობიექტი უკვე ცარიელია, ზოგში ჯერ კიდევ არიან მოიჯარეები, მაგრამ თითქმის ყველა მზადაა გასაყიდად, თუ მსურველები და კლიენტები გამოჩნდებიან.

გერგიევი, რომელმაც ერთი სიტყვითაც არ დაგმო პუტინის აგრესია უკრაინაში, უკვე გაათავისუფლესლა სკალადან“, მიუნხენის, ვენის ფილარმონიებიდან და ევროპის სხვადასხვა შემოქმედებითი კავშირებიდან.

აღსანიშნავია კიდევ ერთი უცნაური ამბავი: გერგიევმა რამდენიმე წლის წინ ანდერძით მიიღო იაპონელი მხატვრისა და მფარველის, იუკო ნაგაეს უზარმაზარი სიმდიდრის მეოთხედი. 2015 წელს გარდაცვლილი ქველმოქმედი და გერგიევის უპირობო თაყვანისმცემელი, იოკო ნაგაე, მდიდარი მილანელი ფარმაცევტული მრეწველის, რენცო ჩესკინის ქვრივი იყო. ჩესკინი 1982 წელს გარდაიცვალა და ყველაფერი ნაგაეს უანდერძა, იაპონელი ქალბატონი კი წლების განმავლობაში აფინანსებდა მხატვრებს და მუსიკოსებსმათ შორის გერგიევსაც.

ახლა გამოძიება იკვლევს იმ უზარმაზარი ქონებიდან, რომელიც გერგიევმა იტალიაში დააგროვა, რამდენიაკანონიერი“. 

და კიდევ ერთი, ალბათ ტრაგიკომიკური დეტალი: მილანში გასაყიდად გამოტანილი ქონებიდან შემოსული თანხით, გერგიევი ჩრდილოეთ ოსეთში (სადაც ის დაიბადა) ვენეციური ვილის აშენებას აპირებს.