ყვავილები არ არიან ჩუმად

დავით ბუხრიკიძე

ახლახან დაარსებულმა საქართველოს კინოინსტიტუტმა (GFI) ბერლინის 74- საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროპულ კინობაზრობაზე (EFM) დამოუკიდებელი სტენდი და საქართველოს კინოინდუსტრია რამდენიმე ფილმით წარადგინა. 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ლანა ღოღობერიძისდედაშვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, რომელიც ბერლინის კინოფესტივალისფორუმისმონაწილეა და ლევან აკინისგზაჯვარედინი“, რომელიც ქართული, შვედური, ფრანგული, დანიური და თურქული კოპროდუქციაა (სწორედ ამ ფილმით გაიხსნა პროგრამაპანორამა“). ამ ფილმების წარმატებული ჩვენების შესახებ ფესტივალზეპუბლიკაუკვე წერდა

ლანა ღოღობერიძის შეხვედრა შეხვედრა მედიასთან და მაყურებელთან

პარალელურად, ბერლინის ცნობილ კინოთეატრვოლფში“, საქართველოს კინოინსტიტუთან თანამშრომლობით, მოეწყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებითმოუთვინიერებელი ქართული კინო“. წარმოდგენილი იყო ოთარ იოსელიანისგიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელიდაპასტორალი“, ნუცა ღოღობერიძისბუბადაუჟმური“,  სალომე ჯაშისმოთვინიერება“, მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთისჯადოსნური მთა“,  ლუკა ბერაძისღიმილიანი საქართველოდა სოსო ბლიაძისჩემი ოთახი“.

ქართველი რეჟისორები განსხვავებული თემებითა და კინოენით რეფლექსირებენ აწმყოზე, ასახავენ ქვეყანაში არსებულ დღევანდელ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას და ხელს უწყობენ სამომავლო დისკუსიისთვის აუცილებელი სივრცის გაჩენას. თანამედროვე საქართველოში მათი მნიშვნელობის გარდა, ეს ფილმები მოგვითხრობენ უნივერსალურ ისტორიებზე, რომლებიც საბოლოოდ, ძალაუფლების მითოლოგიად ტრანსფორმირდება“ – აღნიშნულია ქართული ფილმების რეტროსპექტივისათვის მიძღვნილ გერმანულ გამოცემაში.

საქართველოს კინოინსტიტუტის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებს, დაეხმაროს მათ შეხვედრების ორგანიზებასა და კონტაქტების დამყარებაში. ასევე, პოპულარიზაცია გაუწიოს თანამედროვე ქართველ ავტორებს, სცენარისტებსა და რეჟისორებს. 

საქართველოს კინოინსტიტუტის ბორდის წევრებმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო შეხვედრა გამართეს. პირველ რიგში, საფრანგეთის კინოფონდთან, (CNC), ევროპის კინოფონდთან (Eurimage), დანიის კინოფონდთან, ვიმ ვენდერსის ფონდთანორმხრივი დაინტერესება არსებობს ქართულ კინოინსტიტუტსა და ფრანგული კინოს პოპულარიზაციის სააგენტოს, UNIFRANCE-ს შორის. ასევე ცალკეული შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ევროპული კინოკომპანიის პროდიუსერებთან.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა: კანის, ლოკარნოს, ვენეციის, სანდენსის კინოფესტივალები. თანამედროვე ქართული ფილმები თითქმის ყოველ წელს მონაწილეობენ კარლოვი ვარის, სანსებასტიანის, კოტბუსის, მონრეალის, ვარშავის, ტორონტოს კინოფესტივალებზე.

ევროპის კინოაკადემიის (EFA) დირექტორის და მმართველი დირექტორის შეხვედრა საქართველოს კინოინსტიტუტის ბორდის წევრებთან.
„ყვავილები არ არიან ჩუმად“ – საქართველოს კინოინსტიტუტის შეხვედრა საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან

განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა 20 თებერვალს ფრანგულ სახლში საქართველოს კინოინსტიტუტის წევრების შეხვედრა ბერლინის კინოფესტივალის მონაწილეებთან, საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან და უბრალოდ, მოწვეულ კინემატოგრაფისტებთან. ქართული კულტურის საღამოს სახელწოდებით  – Flowers Are Not Silent  („ყვავილები არ არიან ჩუმად“), სახელოვანი მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილისა და უკვე აღიარებული ახალგაზრდა პიანისტის,  გიორგი გიგაშვილის მონაწილეობით, 300-მდე სტუმარი დაესწრო. საღამო მიეძღვნა პირველ ქართველ ქალრეჟისორს, საბჭოთა ცენზურის მსხვერპლსნუცა ღოღობერიძეს. ქალბატონმა ლანა ღოღობერიძემ და ახალგაზრდა რეჟისორებმა გაიხსენეს ნუცა ღოღობერიძის ფილმები და მისი დამსახურება ქართული კინოს განვითარების საქმეში.

ასე რომ, საქართველოს კინოინსტიტუტის პირველივე წარდგენა საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმატებული აღმოჩნდა.