ნანა ძიძიგური: “ძლიერი, მრავალმხრივი და მგრძნობიარე ამნერისი”

დავით ბუხრიკიძე

ქართველი მეცოსოპრანოს წარმატება ავსტრიის ქალაქ გარსის საოპერო ფესტივალზე წარმოდგენილაიდაში“.

ავსტრიის პატარა, მაგრამ მდიდარი ისტორიით გამორჩეულ ქალაქ გარსის ციხესიმაგრის მახლობლად, უკვე წლებია კლასიკური საოპერო ფესტივალი იმართება. ოპერის მოყვარულებს 2023 წელს, ფესტივალის ფარგლებში, ჯუზეპე ვერდის ოპერააიდასნახვა 18 ივლისიდან 5 აგვისტომდე შეუძლიათ. სპექტაკლი უკვე  რამდენჯერმე წარმოადგინეს და მაყურებელმა რეჟისორ ფილიპ არნოკურის გაბედულ, თანამედროვე  დადგმაში ქართველი მეცოსოპრანონანა ძიძიგური იხილა. იგი ამნერისის პარტიას რამდენჯერმე შეასრულებს.

ავსტრიული მედიის შეფასებით, ქართველმა მეცოსოპრანომ, ამნერისის პარტია ოპერის მოყვარულებს შესანიშნავი არტისტიზმით და მაღალი დონის შესრულებით დაამახსოვრა: “ეს არის ძლიერი, მრავალმხრივი და მგრძნობიარე ამნერისი, რომელიც ვნებითა და დრამატული სცენური მონაცემებით გამოირჩევა. პუბლიკამაც თავისი სიმპათია სპექტაკლის დასასრულს სათანადო ოვაციებით შეაფასა“.

ვერდის ერთერთი ყველაზე პოპულარული ოპერის ნახვა მაყურებელსნამდვილ ეგვიპტურამინდში, ღია ცის ქვეშ, სიცხეში მოუხდა. ვოკალისტთა საერთაშორისო ანსამბლმა, ორკესტრმა და სცენურმა ატრმოსფერომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეკრებილ პუბლიკაზე, საპატიო სტუმრებსა და მუსიკის კრიტიკოსებზე. გარდა ამისა, რეჟისორმა ფილიპ არნოკურმა შესანიშნავი კონცეფცია მოუძებნა უკვე ათასგვარი რეჟისორული ხერხებით გაცვეთილაიდას“.

სცენაზე ვიხილეთ არა ტრადიციული, არამედ, უფრო რევოლუციურად მოაზროვნე რეჟისორის გაცოცხლებული ფანტაზია. ფილიპ არნოკური თავის კონცეფციას ასე გვიზიარებსრა იქნებოდა, თუ აიდა, ამნერისი და რადამესი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რომლებიც ადრეულ ასაკში ერთად თამაშობდნენ. მაგრამ, ისტორიის ბედისწერამ და პოლიტიკურმა გარემომ ისინი მტრებად თუ მოწინააღმდეგეებად აქცია. 

ასე რომ, არნოკურის დადგმაშიაიდასსიუჟეტი გარკვეული ფლეშბეკითა და პერსონაჟების ისტორიის გათვალისწინებით იკითხება. ისინი მშვენიერი ახალგაზრდები არიან, ინდივიდუალური ოცნებებით, აკვიატებით, იმედებით.. მაგრამ რეალობა და პოლიტიკური კონტექსტი (ეგვიპტისა და ეთიოპიის დაპირისპირება) მათ ცხოვრებასა და სიყვარულს ანადგურებს“. 

კიდევ ერთი, საყურადღებო შეფასება, რომელიც ნანა ძიძიგურმა კრიტიკოსებისგან დაიმსახურა: 

ქართველ მეცოსოპრანოს, ნანა ძიძიგურს შთამბეჭდავი და ფერადი ხმა აქვს. მართალია ამნერისს ოპერაში არ აქვს სასიმღერო არიები, მაგრამ ის ბრწყინვალე და შეუცვლელია რამდენიმე დუეტში და ტრიოში აიდასთან და რადამესთან ერთად. თავდაპირველად, მხოლოდ აიდასადმი ეჭვიანობის გამო სურს შურისძიება და ახერხებს კიდეც. თუმცა, შემდეგ ძალიან ნანობს, რომ რადამესი და აიდა ქურუმებთან დაასმინა და რეალურად, ორივე სასიკვდილოდ გაწირა.  სასამართლო პროცესის ეპიზოფდში ის სცენიდან გარბის და ამაოდ ცდილობს გადამწყვეტი როლი ითამაშოს მოვლენების შემდგომ განვითარებაშიხოლო როცა აცნობიერებს საკუთარ შეცდომას, როცა ვეღარ ახერხებს ქურუმების დაყოლიებას და ტრაგიკული გულწფელობით განიცდის აიდასა და რადამესის სასიკვდილო განაჩენს. ის შესანიშნავი მომღერალიმსახიობია; გამორჩეული დიდი გრძნობიერებით და თანამდევი ქარიზმით სცენაზე“.

აღსანიშნავია, რომ საპრემიერო წარმოდგენას ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ვოლფგანგ სობოტკაც ესწფებოდა, რომელმაც წარმოდგენის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ამნერისის პარტიის ერთერთი საუკეთესო შესრულებაა, რაც სცენაზე უნახავს. დირიჟორმა, მაესტრო იოჰანეს ვილდნერმა პრემიერის შემდგომ გამართულ წვეულებაზე, ასევე მაღალი შეფასება მისცა ნანას ძიძიგურის სიმღერას და არტისტულ მონაცემებს. 

რატომღაც ისე მოხდა, რომ ქართველ მეცოსოპრანოს ოპერის მოყვარულები გერმანიასა და შვეიცარიაში უფრო კარგად  იცნობენ, ვიდრე საქართველოში. ალბათ იმიტომ, რომ მას ძალიან ხშირად იწვევენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ბოლო წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობს. მღერის ბრაუნშვაიგის, მიუნჰენის, პრაღის, ციურიხის საოპერო თეატრებში. და რაც მთავარია, ის არ არის რომელიმე კონკრეტული საოპერო თეატრის სოლიტი, რაც კონტრაქტების და მანევრის მეტ შესაძლებლობას აძლევს.

ნანა ძიძიგური ფსიქოლოგიას სწავლობდა უნივერსიტეტში, შემდგომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეუფლებოდა ვოკალურ ხელოვნებას. მომღერლის საერთაშორისო წარმატებაში დიდი როლი ითამაშა პედაგოგმა გოჩა ბეჟუაშვილმა, რომლის ზუსტი და ძალზე საჭირო რჩევებით დღემდე ხელმღვანელობს. 

2016 წელს დიდი წარმატებით გამოვიდა ბუსეტოში, „ვერდის ხმების“ 54-ე საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მისი ხმის დიაპაზონი და შესაძლებლობა ჟიურიმ უმაღლეს დონეზე შეაფასა. მას ლამაზი ტემბრის, დაბალი ხმა აქვს, რომელიც მოსაზღვრეობს მეცოსოპრანოსა და კონტრალტოს შორის. ეს საშუალებას აძლევს თანაბარი წარმატებით იმღეროსკარმენში“, „ბედის ძალაში“, „აიდაში“, „ლუიზა მილერში“, „დონ კარლოსში“. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი სცენური მონაცემები, მომხიბვლელობა და არტისტიზმი

ამბობს, რომ კარმენის პარტია მისთვის ცოტათი გაცვდა. უკვე ბევრჯერ იმღერა თანთბილისში, ბრაუშვაიგში და პრაღაში. „თუ ადრე ბევრად უფრო მიყვარდა ეს პარტია, ახლა მირჩევნია ვაგნერის, ვერდის და რიჰარად შტრაუსის ოპერებში ვიმღერო“. მომღერლის კარიერაში განსაკუთრებულია 2022 წელი, როდესაც ბაიროითის საოპერო ფესტივალზე ზიგრუნის პარტია შეასრულა ვაგნერისვალკირიაში“. ფაქტობრივად, ნანა ძიძიგური არის პირველი ქართველი მომღერალი, რომელმაც ბაიროითის ფესტივალის მთავარ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა (დირიჟორი კრიტიან ტილემანი)! 

2023 წელს ის ციურის ოპერაში დადგმულვალკირიაშიმიიღებს მონაწილეობს. ასევე შესრულებს ულრიკას პარტიას ბონის საოპერო თეატრში („ბალმასკარადი“) და მადალენას („რიგოლეტო“) გლინდბერნის საოპერო ფესტივალზე.