ორფეოსი ჯოჯოხეთში ეშვება

დავით ბუხრიკიძე

დემნა გვასალიასტალახის შოუ“: პარიზის მოდის კვირეულის, გაზაფხულიზაფხულის კოლექციის უმთავრესი სიახლე და სიშლეგე

დემნა გვასალია არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას ინოვაციური, ალტერნატიული თუ ოდნავ სიგიჟის შემცველი კოლექციები მოდის მთავარ სოციალურ გზავნილებად აქციოს.

შექანებულშეტორტმანებული სამყაროს მოდელი კიდევ ერთხელ და თვალნათლივ წარმოჩინდა პარიზის მოდის კვირეულზეც: 2 ოქტომბერს, 2023 წლის გაზაფხულიზაფხულის Balenciaga-ს კოლექციის ჩვენებაზე მისული ელიტა იძულებული იყო უზარმაზარი მიწაყრილის განაპირას მოკალათებულიყო და იქ მოწყობილ ტალახიან ბილიკებზე თამამად, რისკიანად, გაუცხოებულად, ზოგჯერ კი გაუბედავი ტემპით  მავალი მოდელები ენახა.

კრისტინ ქუინი, კაილი ჯენერი, ქლოე კარდაშიანი, ნორთ ვესტი, ანა ვინტური და მოდის სამყაროს სხვა ცნობილი პერსონები მეწყერით დაფარულ და დატბორილ საწყობში ისხდნენ. კედლები და იატაკის ნაწილი დაფარული იყო შავი ტალახის სქელი ფენით, წინ კი გამოქვაბულის მსგავსი ორმო იყო გათხრილი დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე. 

ტალღოვანტალახოვანი მიწის საფარი წყლის გუბეებით, ჭაობის სუნითა და შემხუთველი ატმოსფეროთი განაპირობებდა აღქმის  სიმძაფრესაც. 

Balenciaga-ს უზარმაზარი ქურთუკები და მაღალი, წვეტიანი ქუსლები ჭუჭყიან საფარსა და ტალახში ირეოდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მოდელებს ტალახიანი გზის გამკვალავი ფეხსაცმელები ეცვათ.

როგორც ყოველთვის, დემნა ახლაც მზად არის ახალი თავგადასავლებისა და მოულოდნელი ტრიუკებისთვის. მისმაგაშიფრულმაშეტყობინებებმა გარკვეული გავლენა მოახდინა წარსულ კოლექციაზეც (2022 წლის ზამთრის ჩვენებაზე გატეხილი iPhone 6-ით დაწყებული, ყალბი ფულითა და ასაფრენი ბილიკის გამოჩენით დამთავრებული) და მომავალზეც. 

და აი, პარიზის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით მოშორებით, დემნა გვასალია კვლავ არღვევს მაღალი მოდის კვირეულის ნორმებს და Balenciaga-ს ჩვენებისათვის ირჩევს სრულიად ახალ და გაუცხოებულ ადგილებს და არა ცენტრალურ, ფეშენებელურ რაიონს, რაც ხშირად პარიზის მოდის კვირეულის ეპიცენტრი და თავშეყრის ადგილია.

შოუ რომ უფრო ბუნებრივი ყოფილიყო, დემნა შეეცადა  დამცავი სამოსით შემოსილ მოდელებს (კანიე ვესტით დაწყებული, ბელა ჰადიდით დამთავრებული) მთელი  მონდომებით და მტკიცედ გაევლოთ სქელ ტალახსა და წყალში. სხვებსჩვილები“ ჰყავდათ დამაგრებული Balenciaga-ს აღკაზმულობით მიკერებულ ჯიბეებზე. ნაწილს კი მბზინავი, ლატექსისგან დამზადებული ხელჩანთები ეჭირა და  ხელთათმანები ეკეთა. 

დემნას თაყვანისმცემლებმა ახალ კოლექციაში, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით (ტალახის ბილიკებით შექმნილი გიგანტური სივრცე) უკრაინის ომისა და აზოვსტალის ქარხნის მეტაფორა ამოიკითხეს. უფრო მეტაფიზიკურად თუ ფილოსოფიურად აღიქვეს ახალი კოლექცია მოდის კრიტიკოსებმა, რომლებმაც ტალახში კომბინეზონებით, მოსასხამებითა და ტრუსებით მოსიარულე მოდელებიმიწად ქცეულ  ადამიანებს შეადარეს.

შოუსთვის გაკეთებულო ჩანაწერებში დემნა  მიანიშნებს ინდივიდუალურობასა და თვითგამოხატვაზე და აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებულის გამოხატვა განსხვავებულ სივრცეშიის ამბობს, რომ მოდას ყველაფერზე მეტად ყუთები და ეტიკეტები უყვარს. ფუფუნება, დახვეწილი თუ ექსკლუზიური მოდელები ძვირად ფასობს და გარდა ამისა, საკმაოდ შეზღუდულია რაოდენობრივადაც.  ამ შოუს მოწყობა – ეს არის მეტაფორა ჭეშმარიტებისა და მიწიერების ძიებაზე. ყველა უნდა მივცეთ საშუალება იყოს ის, ვინც არის და უნდა რომ იყოს. მოკლედ, სიყვარული და არა ომი!“.