„მეტროპოლიტენ ოპერამ“ ანა ნეტრებკოს 200 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს გაუქმებული სპექტაკლების გამო

დავით ბუხრიკიძე

ამერიკული საიფორმაციო პოტრტალი operawire აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აღნიშნულია: „სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებითმეტროპოლიტენ ოპერასდაევალა ცნობილ საოპერო მომღერალს, ანა ნეტრებკოს 200 ათასი დოლარი გადაუხადოს გასულ წელს გაუქმებული სპექტაკლების გამო, როდესაც მეტროპოლიტენის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ომის მხარდამჭერ არსტისტებს კონტრაქტები გაუუქმა“.

სასამართლოს არბიტრმა თებერვლის ბოლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაში (რომელიც ოფიციალურად აქამდე არ იყო გამოქვეყნებული) დაადგინა, რომმეტროპოლიტენივალდებულია კომპენსაცია გადაუხადოს ანა ნეტრებკოს გაუქმებული 13 სპექტაკლის გამო. რომელთა შორისააჯუზეპე ვერდისდონ კარლოსიდაბედისწერის ძალა“ 2022 წელს და უმბერტო ჯორდანოსანდრე შენიემომდევნო სეზონში.

არბიტრის თქმით, სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც ემყარება პრინციპსგადაიხადე ან ითამაშე“ (pay or play) მოითხოვს, რომ დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს შემსრულებელს მაშინაც, თუ მოგვიანებით გადაწყვეტს მასთან რაიმე მიზეზით კონტრაქტის გაწყვეტას.

მეტროპოლიტენოს დირექცია ამტკიცებდა, რომ ნეტრებკოს არ ჰქონდა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, რადგან მან არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების მოქმედება უკრაინაში შეჭრის გამო და გარდა ამისა, მას არ გაუკეთებია საპროტესტო განცხადება პუტინის წინააღმდეგ. რის გამოც, ნეტრებკომ დაარღვიამეტროპიტენისქცევის კოდექსის პუნქტი.

გარდა ამისა, გელბის განცხადებით, ნეტრებკო ღიად უჭერდა მხარს ვლადიმერ პუტინს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული 2022 წლის თებერვლამდე და მხოლოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაემიჯნა მის განცხადებებს. სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ მალე მომღერალს რუსეთშიც გაუუქმეს კონტრაქტები დამოღალატედგამოაცხდეს. 

არბიტრმა ჰოვარდ ედელმანმა აღნიშნა: „ეჭვგარეშეა, რომ ის პუტინის მხარდამჭერი იყო, რისი უფლებაც ჰქონდა. რასაკვირველია, პუტინთან მისი კავშირი არ იყო მორალური და ღირსეული, თუმცა ეს გადაცდომა არ უნდა ასახულიყო მის კონტრაქტზე“. 

აღსანიშნავია, რომ ანა ნეტრებკომ თავდაპირველად მოითხოვა დამატებითი 400,000 დოლარი (ჰონორარის სახით)  მომავალ სეზონებში მონაწილეობისთვის. მაგრამმეტროპოლიტენთანოფიციალურ შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამ ჰონორარში შედიოდა მთავარი პარტიების შესრულება პუჩინისმანონ ლესკოსადატოსკაში“, ასევე ვერდისმაკბეტსადა ჩაიკოვსკისპიკის ქალში“. ამავე დროს, მას 30 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა არასათანადო და არაკორექტული  კომენტარის გამოქვეყნებისთვისმეტროპოლიტენ ოპერისმისამართით,

Met-მა არ გააკეთა კომენტარი ამ გადაწყვეტილების სპეციფიკაზე, მაგრამ დაიცვა გადაწყვეტილება ნეტრებკოს სპექტაკლების გაუქმების შესახებ.

ბატონმა პიტერ გელბმა აღნიშნა: „ჩვენ არ მივიჩნიეთ მორალურად, რომ  გადავუხადოთ ნეტრებკოს პუტინთან მისი მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით. გასაგებია, რომმეტისთვისეს დიდი არტისტული დანაკარგია, მაგრამ Met და მისი აუდიტორიის უმრავლესობა გაუძლებს მის არყოფნას“.

ანა ნეტრებკოს წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ არ უპასუხესნიუიორკ თაიმსისთხოვნას კომენტარზე, თუმცა სემ უილერმამუსიკოსთა გილდიის  აღმასრულებელმა დირექტორმა, შეაქო ნეტრებკოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომეს პრეცედენტი ხელს შეუწყობს ხელოვანთა უფლებების დაცვას“.

 …“ გადაიხადე ან ითამაშე“- არის ჩვენი კოლექტიური მოლაპარაკების და ხელშეკრულებების საფუძველი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ამ დებულებას“. ამავე დროს, „მეტროპოლიტენ ოპერაგანაგრძობს მოლაპარაკებას სხვა რუს შემსრულებლებთან, რომლებიც აგრძელებენ პუტინის მხარდამჭერ ვალერი გერგიევთან ერთად გამოსვლას. ასეთია მაგალითად, „მეტროპოლიტენშიდადგმულილოენგრინისსოლისტი, ცნობილი ბარიტონი, ევგენი ნიკიტინი, რომელიც ცნობილია თავისი ანტისემისტური ტატუებითითა და პოზიციით. გარდა ამისა, ის ხშირად მონაწილეობდა გამარჯვების დღის, 9 მაისის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე მოსკოვში, ხოლო პუტინი მას ყოველთვის იყენებდა პროპაგანდისტად და საკუთარი ხელისუფლების  გასაძლიერებლად.

ამდენად, ანა ნეტრებკოსა და დიდი ალბათობით, ევგენი ნიკიტინსაც უკვე 2023 წელს მაყურებელიმეტროპოლიტენისსცენაზე იხილავს. მანამდე კი სასამართლო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, სახელგანთქმულ საოპერო თეატრს ნეტრებკოსთვის 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევსდა ეს მაშინ, როცა თავად ამერიკის სასამართლომ და ცხადია, მაყურებელმაც კარგად იცის, რომ ანა ნეტრებკოს პუტინისა და ომისდაგმობამხოლოდ შელახული საერთაშორისო იმიჯისა და მსუყე კომპენსაციის მისაღებად სჭირდება.

ნეტრებკოს ევროპულ თეატრებშიც ამბიციური ზრახვები აქვს. ის ახლაც ხშირად  მღერის ვენასა და ბერლინში და აპირებს მილანისლა სკალას“ 2023-24 წლების საოპერო სეზონი გახსნას დეკემბერში. ასევე მონაწილეობა მიიღოსარენა დი ვერონასსაზაფხულო სცენაზე გამართულაიდასწარმოდგენებში. 2023 წელს სახელოვანი საფესტივალო სცენა დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.