ლურჯ კედლებზე აღბეჭდილი მეხსიერება

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, „ფორუმისა“ და „პანორამას“ ფარგლებში, ლანა ღოღობერიძისა და ლევან აკინის ფილმები დიდი წარმატებით უჩვენეს.

ბერლინის კინოფესტივალს კრიტიკოსები და ჟურნალისტები ძირითადად, საკონკურსო ფილმების ხარისხით აფასებენ, თუმცა ქართული კინოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები წლევანდელ ფესტივალზე, მაინც ბერლინალეს პარალელურ პროგრამებს უკავშირდება. საკონკურსო პროგრამაში დიდი კონკურენციის გამო (გასაგებია, რომ 19-20 ფილმში ბევრი კარგი რეჟისორი ვერც მოხვდება) „ფორუმის“ სპეციალურ სექციაში საავტორო კინოს წარმომადგენლებს ყოველთვის დიდ ადგილი ეთმობათ. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას „პანორამაზეც“.

ბერლინის ცნობილ კინოთეატრ „არსენალის“ გადაჭედილ დარბაზში უჩვენეს ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი. “გარდა ამისა, სამი ჩვენება და პრესკონფერენცია გაიმართა სხვადასხვა დარბაზებში. აღსანიშნავია, რომ ფილმის ოფიციალური მხარდამჭერი ბერლინის კინოფესტივალზე ცოტა ხნის წინა დაარსებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია – საქართველოს კინოინსტიტუტია. პროგრამა „პანორამა“ კი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის „გზაჯვარედინით“ გაიხსნა, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ფესტივალზე. მზია არაბულის მიერ განსახიერებული როლი (ყოფილი მასწავლებელი ლია, რომელიც თავის დის შვილის, თეკლას მოსაძებნად ბათუმიდან სტამბულში მიემგზავრება) კრიტიკოსებმა ასეთი ეპითეტებით მოიხსენიეს: „მძლავრი, ძლიერი და ეპიკური“.

განსაკუთრებული იყო კრიტიკოსთა  გამოხმაურება ლანა ღოღობერიძის ფილმზეც. გერმანულმა ონლაინ გამოცემამ critic.de ვრცელი სტატია მიუძღვნა ფილმს, რომლის ფრაგმენტებიც ვფიქრობ, საინტერესო იქნება „პუბლიკის“ მკითხველისთვის…

დედაშვილიან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, დოკუმენტური ფილმიესეა ემანსიპაციისსირთულეებისა და გმირობის შესახებ ერთდროულადგნებავთეს არის ფილმი დროის წარმავლობაზეშეულახავ გრძნობებსა და მათი მხატვრული თუ ისტორიული აღბეჭდვის სირთულეებზეფილმის ფინალში თავად ლანა ღოღობერიძე პირდაპირ უყურებს კამერას და კითხულობს ფრანგული პოეზიიდან საკუთარ თარგმანს – მისთვის პოეზია ყოველთვის მთავარი იყო ფილმების შექმნის გარდაასე რომეს არ არის  მხოლოდ დედისადმი პატივისცემაარამედშესაძლოაეს კინოსადმი დამშვიდობებაცაა. 

ფილმში კინო და ცხოვრებისეული ამბები განუყოფლად არის გადაჯაჭვულიცოცხლდება თავად ლანა ღოღობერიძის ფილმების არაერთი ფრაგმენტიცრომელიც რთული ოჯახური ისტორიის გარდაამავდროულადცხოვრების სიმძიმის (და ასევე წარმავალი სილამაზისდაძლევის სტრატეგიასაც გვაცნობს

ფილმი ასევე ხსოვნისა და გლოვის სინთეზიადღიურები საყვარელ ადამიანზერომელიც ძალით მოწყვიტეს ცხოვრებასა და შემოქმედებასიმიტომრომ საბჭოთა სისტემამ და კომუნიზმმა ტრაგიკული კვალი დატოვა ლანა ღოღობერიძის ოჯახურ ცხოვრებაში. „დიდი ტერორის“ ეპოქაში დედამისი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს დაახლოებით 11 წლის განმავლობაშიმხოლოდ სტალინის გარდაცვალებისა და გადასახლებულთა „რეაბილიტაციის“ დაწყების შემდეგ დაბრუნდა ის საქართველოშიმაგრამარა გატეხილი და განადგურებულიარამედ სიცოცხლის წყურვილით სავსე.

ოთახისადაც რეჟისორი ზის და საიდანაც საკუთარ ამბავს გვიყვებაერთგვარი „დოკუმენტაციის ცენტრია“. კედლებზე ფოტოებიარომლებიც ეხმარება რეჟისორს აზროვნებისა და გრძნობების განახლებაშიაქ შეგიძლიათ იხილოთ ის ქალიშვილთანსალომესთან და ასევეკინორეჟისორის დედის იშვიათი ფოტო (ბებიადედა, ქალიშვილიქალრეჟისორთა სამი თაობა – ეს ალბათ პირველი და უნიკალური ამბავია კინოს ისტორიაში). კამერა მოძრაობს კედლებზე აღბეჭდილი ფოტოების გასწვრივ და მათ ცისფრად ანათებს. „ცისფერი ოთახი“ ფილმის ერთერთი მხატვრული ლაიტმოტივიცაანუცა ღოღობერიძემ თავის დროზეთბილისის ყოფილი კომუნალური ბინის მისაღები ოთახი ლურჯად მოხატასადაც იმდროინდელი ცნობილი მხატვრები დადიოდნენ. 

მძაფრი ტაქტილური შეგრძნებებით რეჟისორი ხელახლა აცოცხლებს კონკრეტულ ამბებს და ამძაფრებს ფერებსფორმალურდოკუმენტური ენის ნაცვლად კი პირდაპირ ემოციურ კავშირში შედის კინოკამერასთანლანა ღოღობერიძეს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სურსან აღარ სურსყველაფერი ისედაც ცხადია“.