„შავი ფრინველის“ მწვანე მარწუხებში

დავით ბუხრიკიძე

რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში თანამედროვე შოტლანდიელი დრამატურგის, დევიდ ჰაროუერის გახმაურებული პიესაშავი ფრინველიდადგა.

ორი წლის წინანდელი, ლამის სენსაციური დებიუტის შემდეგ (ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის, მარტინ მაკდონახისბალიშის კაცუნათეატრალური უნივერსიტეტის სარდაფში, რომელიც  2019 წელს წინანდლის ახალგაზრდული პრემიით დაჯილდოვდა), ახალგაზრდა რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ისევ ბრიტანეთისკენ აიღო გეზი: ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში მან თანამედროვე შოტლანდიელი დრამატურგის, დევიდ ჰაროუერის გახმაურებული პიესაშავი ფრინველიდადგა.

ვიდრე კონკრეტულად სპექტაკლის შესახებ ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით თავად დრამატურგის შესახებ, რომელიც თანამედროვე ბრიტანული და ევროპული თეატრის გამორჩეული პერსონაა. დევიდ ჰაროუერის პირველი პიესადანები ქათმებში“ (Knives in Hens) 1995 წელს ედინბურგში, ტრავერსის თეატრში დიდი წარმატებით დაიდგა. 

2005 წლის ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ცნობილი გერმანელი რეჟისორის, პეტერ შტაინის მიერ დადგმული პიესაშავი ფრინველი“, რომელიც დრამატურგის კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებად იქცა. მოგვიანებით ლიტველმა რეჟისორმა იონას ვაიტკუსმა ეს პიესა სანკტპეტერბურგში, „ბალტიის სახლისფესტივალზე დადგა. 

შავი ფრინველიმალე კინემატოგრაფისტთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 2016 წელს ავსტრალიელმა რეჟისორმა ბენედიქტ ენდრიუსმა გადაიღო ფილმიუნა“, სწორედ ჰაროუერის ამ პიესის მიხედვით. ფილმში კი მთავარ როლებს ბენ მენდელსონი და რუნი მარა ასრულებდნენ.

2020 წელს, უკვე დაწყებული პანდემიის ფონზე, სამეფო უბნის თეატრში ამ პიესის საჯარო წაკითხვა მოეწყო (დავით გაბუნიას შესანიშნავი თარგმანი). თუმცა, ცხადია, პიესის წაკითხვა მაინც სხვა ჟანრია და თეატრის ენაზე ის მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს თეატრალთა ინტერესებს.

სოციალური კონტექსტის კარგი ცოდნა, გამანადგურებელი ვნებების სიმძაფრე და ამავდროულად ფსიქოლოგიზმიც, დაუნდობელი პირდაპირობა, დილოგების აგების ოსტატობა, შავი და ზოგჯერ სისასტიკის მოსაზღვრე იუმორი იმთავითვე გვიბიძგებს დევიდ ჰაროუერიგაბრაზებული თეატრის  (ბრიტანული მიმდინარეობა თეატრში) ორდენის წევრებს მივაკუთვნოთ. თუმცა, მთელი თანამედროვე ბრიტანული დრამატურგია არანაკლებ სასტიკი და დაუნდობელი ტექსტებითა მოკირწყლული. მოკლედ, გარკვეული ინფორმაციული თუ თეატრალურად მკრთალად გაკვალული   ბილიკების მიუხედავად, რეჟისორ გეგა გაგნიძეს საკუთარი რეჟისორული ძიების დაწყება მაინც რთულ გაუკვალავ გზებზე მოუხდა. 

უმთავრესი, რაც რეჟისორს აინტერესებს და რასაც იკვლევს, ესაა პერსონაჟების ფარული ზრახვებისა და მათი გარეგნული ქცევის კონტრასტი. რაც სპექტაკლში მიზანდასახული, მინიმალისტური და ზუსტი დეტალებისგან აგებული სცენური მინიმალიზმითაა მიღწეულიახალგაზრდა ქალი, რომელსაც უნა ჰქვია (ამ როლს თუმანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი, ნინი იაშვილი თამაშობს) სტომატოლოგიური კლინიკის მასალების საწარმოში თანამშრომელს, რეის ეძებს (რუსთაველის თეატრის მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე). როგორც ირკვევა, დაახლოებით 15 წლის წინათ მათ ფარული სამთვიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, კაცი ზრდასრული იყო, ხოლო გოგონაარასრულწლოვანი. მათი გზები მაშინ გაიყარა, როცა ისინი ერთმანეთს ჩუმად სასტუმროში შეხვდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეი მაშინ სასტუმროდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა

წარსული და აწმყო ჩვენს თვალწინ ორი დროის გზაჯვარედინს ქმნის. წარსულში უკვე მომხდარ ამბავთან გმირების მიჯაჭვულობა განუწყვეტლივკარნახობსმათ საკუთარ ტრავმებს მიუბრუნდნენ და ეს ტრავმები შეხვედრისას ამოტივტივებული აგრესიის ხარჯზე განიახლონ. გმირების მოულოდნელი შეხვედრა მკვეთრად განათებულ, პატარა ოთახში (ოფისის მაგიდა, სკამები, წყლის ავტომატი და შუშის კედლები) სასპენსის, დაძაბულობის ატმოსფეროს ბუნებრივად ქმნის. 

უნასა და რეის მეხსიერებაში განუწყვეტლივ ბრუნდება წარსული, რომელიც ლამის ფანტომური ტკივილით ცოცხლდება: დიალოგებით, პაუზებით, ფაქიზი, მაგრამ საგრძნობი დრამატიზმით. საშინელი წლები, რომელიც რეიმ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯერ ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ რეაბილიტაციის, ანუ ფსიქოლოგიური თერაპიის სეანსებზე, მისთვის ჯოჯოხეთად იქცა. მაგრამ რეის დაახლოებით ორსაათიანიანი დაძაბული დიალოგი უნასთან ვერც წარსულს ჰფენს ნათელს და ვერც მომავლის შესაძლებლობასა თუ პერსპექტივას

განვლილი წლების განმავლობაში ის ცდილობდა, ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯზე ახალი ცხოვრება დაეწყო. სწორედ წარსულის დასავიწყებლად გამოიცვალა სახელი და გვარი, გაიჩინა საყვარელი ქალი გაიჩინა, მუშაობა დაიწყო. თუმცა პრობლემა ისაა, რომ 30 წელს მიღწეული და უკვე დაქალებული უნა მას ისევცოდვის მოკარნახედმოევლინა, რომელიც წარსულის აჩრდილებსა თუ ვნებებს ხელახლა აცოცხლებსორივეში სექსუალური ლტოლვა  თანაბრად იღვიძებს. თუმცა მაყურებელში ბუნებრივი ეჭვი იღვიძებს: იქნებ ქალს ახალ თამაშში  რეის ჩათრევა სურს, რომელიც შანტაჟითაა ნაკარნახევი? ან იქნებ რეის თავად სურს ახალი იმპულსები შეიგრძნოს და ჩაერთოს ამ თამაშში?

თემიკო ჭიჭინაძის თამაში სწორედ გადატანილი ტრავმის თუ წარსული რეპრესიის კვალს ატარებს. მსახიობი ხმადაბლა ლაპარაკობს, თითქოს ფრთხილად და ფეხაკრეფით დადის, კარზე აყურადებს, ტანსაცმელს ისწორებსხანდახან პოლიეთილენის გამჭვირვალე კედელს არღვევს და ავანსცენაზე დადგმულ პიუპიტრს უბრუნდება. თითქოს მასზე დადებულ ნოტებზე პიესის რეპლიკებსა და საკუთარ შიშებს კითხულობს. 

ამგვარ შენელებულ ტემპსა თუ აკვარელურდეპრესიულ თამაშის მანერას გარკვეული პლუსებიც აქვს და მინუსებიც. რაც თავად პიესიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება უნას: ნინი იაშვილის თამაშში პირიქით, გამძაფრებული ფორტე და ვნებების ქარიშხალი შეიგრძნობა. ის ახალგაზრდა, ლამაზი და ჯანმრთელი ქალია, რომელსაც ზრდასრული რეი ძველებურად იზიდავს. ამ მიზიდულობაში კი არამხოლოდ სიყვარული, არამედ გაუცნობიერებელი სიძულვილისა თუ შურისძიების წყურვილი იგრძნობა. შემთხვევითი არ არის, რომ რეისა და უნას ჩხუბი სპექტაკლის ფინალისკენ რეალურად მათი ფსიქოფიზიკური შინაგანი ჭიდილისა თუ სადმაზოხისტური სურვილების ანარეკლია.

რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკაც (მხატვარი და სცენოგრაფიქეთი ნადიბაიძე, კომპოზიტორინოე კვირკველია) ხაზგასმულად ჩაკეტილ სივრცეზეა ორიენტირებული. სპექტაკლის მხატვრული სისტემა თითქოს ავტონომიურ რეჟიმში არსებობს და დისტანცირებულია დრამატული ტექსტისა და პერსონაჟთა ვნებათაღელვისაგან. საოფისე ატმოსფერო და მუდმივად ჩამოშვებული პოლიეთილენისფარდასაგანგებოდ გამოყოფს საოფისე სივრცეს მაყურებლისგან; ასევე ამცირებს დისტანციას მაყურებელთან და აბუნდოვანებს სახეებს, სხეულებს, ჟესტებს 

რეჟისორი გეგა გაგნიძე ტოტალური თეთრვერცხლისფერი განათებით დაუნდობელი გაუცხოებისა და სიცივის ატმოსფეროს ქმნის, რომლის შიგნით სინამდვილეში გავარვარებული ვნებები თუხთუხებს. ეს კაშკაშა, თეთრი სინათლე მხოლოდ ერთხელ შეიცვლება შხამისფერი მწვანე ფერით ფინალში, როდესაც რეის შვილობილი, პატარა გოგონა (თეკლა მძინარიშვილი) მოაკითხავსდა მაყურებელს, რომელმაც შესაძლოა სპექტაკლის განმავლობაში მაინც აპატია რეის წარსულის ცოდვები, ისევ გაორებული გრძნობა და ეჭვები ეუფლება: იქნებ რეი ისევგამოუსწორებელიპედოფილია? იქნებ ეს გოგონა მისი შვილობილი კი არა, მორიგი და დაგვიანებული მსხვერპლია? 

პარადოქსია, მაგრამ სწორედ ეს მწვანე განათება ფინალში არა სიმშვიდესა და მიუღწეველ ჰარმონიასთან ასოცირდება (რაც პირველ რიგში, მწვანე ფერს უკავშირდება), არამედ შინაგან შფოთვასა და აკრძალვას. ამიტომაც მაყურებლისათვის სპექტაკლში მწვანე უფრო წარსულისა და ცოდვების ამკრძალავი ფერია, რომელიც სინამდვილეშიშავი ფრინველისმარწუხებს წარმოაჩენს.