დიდი ფინალის მოლოდინში

დავით ბუხრიკიძე

22 წლის ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა, რომელიც არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონკურსში წარმატებით მონაწილეობს, მესამე, ფინალურ ტურში ბეთჰოვენისა და მოცარტის ნაწარმოებები შეასრულა.

რუბინშტეინის სახელობის კონკურსს, რომელიც 1973 წელს დაარსდა და რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება, საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები აქვს. წლევანდელ კონკურსში სამი ტურის შემდეგ, 40 მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ექვსი პიანისტი დარჩა: გიორგი გიგაშვილი (საქართველო), ელიას ჩეჩინო (იტალია), პარკ ჩაიონგი (სამხრეთ კორეა), იუკინე კუროკი (იაპონია), ალბერტო ფერო (იტალია), კევინ ჩანი (კანადა).

ყველა მათგანი ფინალში შეასრულებს ერთ კამერულ ნაწარმოებს (კამერული ტრიო ან კვარტეტი) და კლასიკურ საფორტეპიანო კონცერტს ორკესტრის თანხლებით.

25 მარტს გიორგი გიგაშვილმა დაუკრა ბეთჰოვენის საფორტეპიანო ტრიო ჩელოსა და კლარნეტისათვის (OP. 11) , ხოლო 26 მარტს შეასრულა მოცარტის N20 საფორტეპიანო კონცერტი (რე მინორი, K466). სხვათა შორის, რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის დაწყებამდე, მოცარტის ეს კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მან ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა (დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი).

ბევრი მუსიკოსი და სპეციალისტი კონცერტის შემდეგ კომენტარებში აღნიშნავს, რომ გიორგი გიგაშვილის ინტერპრეტაცია მართლაც გამორჩეული, გაბედული და თამამია. მიუხედავად იმისა, რომ მოცარტის მეოცე კონცერტი, რომელიც მართლაც ათასგზის შესრულებულგადამოწმებულგადაღეჭილია და რომელიც ბევრ დიდ პიანისტს აქვს შესრულებული (მაურიციო პოლინი, გეზა ანდა, მიცუკო უშიდა, მარტა არგერიხი და ა.), ისე ჟღერდა, თითქოს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსს აღმომჩენის პირველადი ინსტიქტი ამოძრავებდა. 

მოცარტის კონცერტის პირველი და მესამე ნაწილების კადენცია (არსებობს რამდენიმე, თუმცა ძირითადად, პიანისტები ბეთჰოვენის კადენციას ასრულებენ, რომელიც იდეალურად ერგება მოცარტის საფორტეპიანო კონცეფციას) გიორგიმ  ცვალებადი ტემპებითა და სრულიად ახალი ნიუანსებით დაუკრა. რაღაც მომენტებში მან სრულიად დაარღვია მოცარტის შესრულებისას საყოველთაოდ მიღებული ბგერადი გამჭვირვალება დალაკირებული“, ტრელების სილამაზე. შესაბამისად, ჟღერადობა გაცილებით ახლო იყო ბეთჰოვენის მესამე და მეოთხე საფორტეპიანო კონცერტებთან და ასევე, ასევე შუმანის საფორტეპიანო კონცერტის მღელვარე და მგრძნობიარე საწყისთან, ვიდრე მოცარტის მიღებულ, სტერეოტიპულ შესრულებასთან.

როგორც მუსიკოსები და კრიტიკოსები წერენ, “გიორგი გიგაშვილი წლევანდელი კონკურსის ექვს ფინალისტს შორისაც ნამდვილი ბრილიანტია“. 29 მარტს ტელავივის მთავარ საკონცერტო დარბაზში გიორგი გიგაშვილიგრანდ ტურშიპროკოფიევის N3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს, რომელსაც თავის დროზე, ლექსო თორაძე დიდი წარმატებით უკრავდა ევროპისა და ამერიკის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში.

არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა კონკურსის გამარჯვებულები 31 მარტს გამოვლინდება, ხოლო 1 აპრილს ლაურეატების კონცერტი გაიმართება,