ეს მიუღწეველი ბედნიერი დღეები

დავით ბუხრიკიძე

რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ პოსტპანდემიურ პესიმიზმს ბეკეტისბედნიერი დღეებითუპასუხა. 

უცნაურია, მაგრამ რაც უფრო აფსურდული და გაუსაძლისი ხდება ჩვენს სამყაროში არსებობა, მით უფრო დიდ ფილოსოფიურ მნიშვნელობას იძენს სემუელ ბეკეტის პიესები (სხვათა შორის, მასშტაბი და შესატყვისი განზომილება მათ ისედაც არ აკლდათ). ადამიანთა შორის ტოტალური გაუცხოება, ომები, პანდემია, ეკოლოგიური კატასტროფებიეს ყველაფერი თითქოს  წინასწარმეტყველებასავით იკითხება დიდი ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის შემოქმედებაში. მისი პიესები არა მხოლოდ პოსტდრამატული თეატრალური დროის ყველაზე ზუსტი კამერტონია, არამედ უიმედოდ დანახული მომავლის იმედიანი  გასაღებიც.

როდესაც აპრილში თბილისის კამერულ თეატრში ბეკეტისბედნიერი დღეებიდაიდგა, მსოფლიო ახალი გამოღვიძებული იყო პანდემიის დამღლელი ლეთარგიისგან. შესაბამისად, მაყურებელიც რაღაც უდროოდ შეწყვეტილი დროის შემდეგ თუ სიახლის მოლოდინში თამამად ჩავიდა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე პატარა, კამერულ თეატრსარდაფში, რომელიც დაახლოებით 70-80 კაცს იტევს. 

თეატრში მას გაუდაბნოებულ დედამიწას შემორჩენილი ორი ბინადრისვინისა (ნინო გაჩეძილაძე) და ვილის (ცოტნე მაისურაძე) ცხოვრება უნდა ენახა. უფრო ზუსტად, ცხოვრების ის ნაგლეჯები, რომელიც რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ ვინის გრძელი მონოლოგების დახმარებით გააცოცხლა. რადგან სწორედ ვინია სპრექტაკლში მომავლისა და რწმენის მატარებელი ადამიანი, ხოლო ვილიმუდმივად უიმედო, უილაჯო და პესიმისტი.

შემთხვევითი არ არის, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილიბედნიერი დღეებისათვლას ბეკეტი სწორედ ქალსვინის მიანდობს. „არასოდეს დამავიწყდება სადღაც სივრცეში გამოკეტილი ქალის გამოსახულების სრულყოფილი სიმარტივე. შესაძლოა, პიესის ფორმალურმა სიმკაცრემ ჩემს სათქმელს მეტი სიმძაფრე და ემოცია შესძინა“, – აღნიშნავს ერთერთ ინტერვიუში დრამატურგი.

ბეკეტის პიესების დიდი უმრავლესობის მსგავსად, „ბედნიერი დღეები  გამოირჩევა როგორცჩაკეტილი“, უდროო სივრცის აღწერით , ისე უცნაური, აპოკალიფსური განცდით. როდესაც ქვიშაში წელამდე ჩაფლული ვინი მომაკვდავ დედამიწაზე თავისი ბედნიერების საათებსა თუ წუთებს იხსსენებს, სცენური სიღრმეში ქვიშის საათი განუწყვეტლივ ჩამოფქვავს დროს. ეს დრო მიგახვდრებთ, რომ,  რასაც ვინი აღწერს, სინამდვილეში წარსულია და ოპტიმიზმის მიუხედავად,  ხსნა არ იქნება.

ვინის ყოველდღიური რუტინა  ქოლგის გაშლა, მაკიაჟის გაკეთება, საათის დაქოქვა თუ ტყავის საკვოიაჟის ქექვა სინამდვილეში სრული სიგიჟეა, რადგან ვინი მხოლოდ მოგონებებით ცოცხლობს. უდაბნოს  ქვიშაში ჩაფლული ის მხოლოდ ბედნიერ დღეებს იხსსენებს, რომლის მიღმა მხოლოდ უდაბნის ქვიშანი პეიჟაზი ჩანს. სცენოგრაფი და მხატვარი სოფიკო კიკაბიძე ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც გამთლიანებულია უდაბნოს სივრცე, ჩართული ტელევიზორი ცარიელი ეკრანით და ჰაერში ჩამოკიდებული ჰამაკი, რომელზეც ვილი ნებივრობს ან სიგარეტს ეწევა.

რეჟისორი შეგნებულად მიმართავს გია ყანჩელის ცნობილ  მუსიკალურ ციტატებს, რაც ქმნის, ერთი შეხედვით, შინაურ, მაგრამ ცოტა უხერხულ  ატმოსფეროს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაცნობი მელოდიები გარკვეული ალუზიების გამო არ იძლევა დისტანცირების საშუალებას სპექტაკლის გარემოსგან. გარდა ამისა, ჩამატებული პერსონაჟებიქონდრისკაცები, ხაზგასმულად გროტესკული გრიმითა და კოსტუმებით, აბსოლუტურ კონტრასტს ქმნის ბეკეტის ტექსტთან და საერთო არაფერი აქვთ ვილისა და ვინის ისტორიასთან. ეს უფრო ცალკე აღებული ეფექტური მუსიკალური ნომერია, ვიდრებედნიერი დღეებისთუნდაც ნაწილობრივბედნიერიეპიზოდი.  

სპექტაკლში ვინის საგნობრივი სამყარო თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა რეჟისორს უფრო დრამატულად აქვს დახატული. მას ლამის გამოცლილი აქვს კომიკური საწყისი. შესაძლოა, ეს პოსტაპოკალიფსური ვითარების ბრალიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ვილი თითქმის არასოდეს პასუხობს ვინის და მხოლოდ იშვიათი სახუმარო რეპლიკებით შემოიფარგლება. თავად ვინიც, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს ვილის მდგომარეობას. ის უფრო ავტონომიურ რეჟიმში ცხოვრობს და უამრავ ბედნიერ მოგონებას ინახავს ცხოვრებაში... ვიდრებედნიერი დღეების  მდინარების რაღაც მომენტში იარაღი არ გაჩნდება, რომელსაც ვილი ვინის საკვოიაჟში აღმოაჩენს. უდაბნოში კი იარაღი გაცილებით საშიშია, ვიდრე უწყინარ დრამაში, კედელზე ჩამოკიდებული თოფი!

თუ ვინი ბოლომდე მაინც ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი და იმედი (რაც ცხადია, აფსურდის ტექსტთან მიმართებაში სიგიჟედ უფრო აღიქმება), ვილისათვის პესიმიზმი გაცილებით მარტივია და მოსახერხებელი. მისთვის ცხოვრება უკვე დასრულებულია. მიუხედავად ტექსტის სრულიად არათანაბარი გადანაწილებისა, ორივე მსახიობის ფიზიკური არსებობა სცენაზე თანაბრად მნიშვნელოვანია. ამდენად, ნინო გაჩეჩილაძე და ცოტნე მაისურაძე თავიანთი ფსიქოფიზიკური არსებობით ერთმანეთსაც ავსებენ და სცენასაც!

როცა ვინის მაღვიძარა აღარ დარეკავს, როცა ვილის იარაღს  სიკვდილის შემდეგ ვადა გაუვა, ხოლო ფინალში უდაბნოში ქვიშის წვიმა წამოვა, ეს ნიშნავს, რომ მიუღწეველი და ბედნიერი დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს.