„დაისის“ თავგადასავალი იტალიაში და თბილისის საოპერო სცენაზე

დავით ბუხრიკიძე

21 ივნისს, სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ტეატრო მასიმო ბელინისცნობილ საოპერო სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის ოპერადაისიპირველად შესრულდება იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობითთანაც იტალიურ ენაზე!

დამდგმელ ჯგუფში შედიან: რეჟისორიგოჩა კაპანაძე, დირიჟორიზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი, მხატვარი და კოსტიუმების ავტორიგოგი ალექსიმესხიშვილი. ქართულიტალიური მუსიკალური პროექტის ინიციატორი და ავტორია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიბადრი მაისურაძე.

მთავარ პარტიებს იტალიელი მომღერლები შეასრულებენ. მალხაზის პარტიას ტენორი მატეო ფალციერი იმღერებს, კიაზოსდომენიკო ბალზარი (ბარიტონი), მაროსევა კორბეტა (სოპრანო), ნანოსანასტასია ბოლდირევა (მეცოსოპრანო). აღსანიშნავია, რომ იტალიურდაისშიერთადერთი ქართველი მომღერალი იქნებაქართველი ბანი, გიორგი ანდღულაძე, რომელიც ცანგალას პარტიას შეასრულებს.

მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოპერადაისითეატრის რეპერტუარში დამკვიდრდება და მას რეგულარულად წარმოადგენენ კატანიის საოპერო სცენაზე. ეს უდავოდ, ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის დღევანდელი, საკმაოდ რთული კონტექსტის გათვალისწინებით.

დაისისიტალიური ვერსია ფაქტობრივად, ქართული პრემიერის რეკონსტრუქციაა. ამ ოპერის საიუბილეო პრემიერა დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გაიმართა, იმავე სადადგმო ჯგუფის მიერ. 

1923 წლის პირველი დადგმა კოტე მარჯანიშვილს ეკუთვნოდა. „დაისისპრემიერის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის პარტიას მღეროდა და რომლისთვისაც ფალიაშვილმა ოპერის პირველი აქტის ბოლოს ჩაამატა ცნობილი არიათავო ჩემო“, აკაკის ლექსზე. ასე რომ, „დაისისპირველივე შესრულებიდან დაიწყო ოპერის ტრიუმფი, რომელიც მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა.

რეჟისორი გოჩა კაპანაძე ამბობს, რომ მისთვისდაისისდადგმა უაღრესად საპასუხისმგებლო ამოცანა იყო: „ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ფალიაშვილის ეს ოპერა დიდი ხანია, არ დადგმულა, მეორესაიუბილეო თარიღს ეძღვნება და მესამეჩემს პედაგოგს, გიზო ჟორდანიას უნდა დაედგა ეს ოპერა და ახლა მე მომიწია მისი დადგმა“.

დაისისპრემიერამ თბილისის საოპერო სცენაზე, დიდი ინტერესი და მოლოდინი გააჩინა მუსიკოსთა საზოგადოებაში და ამაზე მეტყველებდა სრული ანშლაგი რამდენიმე საპრემიერო წარმოდგენაზე. თითქმის ერთი თვის განმავლობაში რვა სპექტაკლი გაიმართა და მასში მონაწილეობა ყველა თაობის მომღერლებმა მიიღეს.

რა შეიძლება ითქვას ახალდაისზე“? რითაა ის გამორჩეული და როგორ უნდა გავიაზროთ დღეს ოპერა, რომელიც ბედის ირონიით, ისევ ოკუპაციაზე შეგვახსენებს და არ კარგავს თავის აქტუალურობას. რეჟისორს თავიდან სურდა ახალი და თანამედროვე ვერსია შეეთავაზებინა ოპერის დირექციისათვის, თუმცა ხელმძღვანელობამ არ გაიზიარა ეს კონცეფცია და სადადგმო ჯგუფი კლასიკურ, თუმცა ოდნავ მოდერნისტულ ვერსიას მიუბრუნდა. 

პირველი და უმთავრესი, რაც თვალში საცემია, ესაა სცენური სივრცის სრული გათავისუფლება ეთნოგრაფიული დეტალებისა და ეროვნული კოსტიუმებისგან. ის მხოლოდ ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმულ საცეკვავო ნომრებშია შემორჩენილი. მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების კოსტიუმებიც ნაწილობრივ აბსტრაქტული და გათანამედროვებულია.

მნიშვნელოვანია მასიური და აბსტრაქტული სცენოგრაფის ეფექტი. სცენას ორი გიგანტური კედელი კვეთს, რომლებიც დროდადრო ერთდება და მიგვანიშნებს საფორტიფიკაციო ნაგებობასა თუ სვანური კოშკის ქონგურებზე. ამ კედელს მიღმა, სცენის სიღრმეში კი სახალხო მასობრივი სცენები თამაშდება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აბსტრაქციისა და სიმბოლიზმის ელემენტების შემოტანა დადგმაში. სცენაზე ჩნდება თეთრებში შემოსილი მაროს ორეული თუ ოცნება, რომელიც გარკვეულწილად აერთებს და ამთლიანებს სცენურ ეპიზოდებს. თეთრი მანდილი გათამაშდება ფინალშიც, როდესაც მალხაზის სიკვდილის სცენაში ის ზევიდან ვარდება და ეს ძალიან ეფექტურია.

გუნდი წარმოჩინდება როგორც აქტიური ქმედების ცენტრი, ხან სახალხო ლხინის ეპიცენტრი, ხანაც პატრიოტული შემართებით აღსავსე ადამიანების ერთობა. საინტერესოა ნანოსა და ცანგალას ურთიერთობის დრამატული ხაზიც, რომელიც აქამდე ნაკლებად იყო დადგმებში გამოკვეთილი.

ლირიკულფსიქოლოგიური სიუჟეტის მიუხედავად (სასიყვარულო სამკუთხედი: კიაზომარომალხაზი), „დაისიუფრო ეპიკურვაგნერული კონცეფციით გააზრების მცდელობაა. სცენის სიღრმეში გიგანტური ბეჭდის ფორმის წრე ეშვება, რომელშიც ნატვრის ხის სიმბოლიკაა დატანილი. 

ეფექტურია ვიდეოპროექციის გამოყენება (ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი). უვერტიურის შესრულებისას ეკრანზე ჩნდება ჩამავალი მზე, ხოლო მეორე აქტში, როცა კიაზო ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებს, ციდან გიგანტური ფორმის, შავად განათებული მახვილი ეშვება. რაც უდავოდ ეფექტური სანახავია.

მომღერლების საერთო დონე, ზოგადად, ნორმალურია, თუმცა ზოგიერთი ნამდვილად გამორჩეულია. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს თემურ გუგუშვილი, რომელიც ასაკის მიუხედავად კარგ ვოკალურ ფორმაშია.

ქების ღირსია გუნდი, რომლის მომზადება და მუსიკალური ხარისხი არ ჩამოუვარდება ევროპული საოპერო თეატრების დონეს (კომპლიმენტები ავთანდილ ჩხენკელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია). მაესტრო რევაზ ტაკიძემ ოსტატურად გაუძლო საორკესტრო პარტიტურაში ტემპორიტმების ცვლას და რთულადმოსარჯულებელიორკესტრი მაინც გაიყვანა სამშვიდობოსეს ქართული პრემიერის შესახებ. 2023 წლის 21 ივნისიდან კი ზაქარია ფალიაშვილისდაისიიტალიურ საოპერო სცენაზე ახალ ცხოვრებასა და წელთაღრიცხვას აითვლის.