და მოვიდა ომი... 

დავით ბუხრიკიძე

ბენჟამენ ბრიტენისომის რეკვიემიგრაცის საოპერო თეატრში: როგორ აისახება ომი და თანამედროვე სამყაროს კრიზისი საოპერო წარმოდგენაში

ახალი თეატრალური სეზონის ერთერთ ყველაზე საინტერესო და ხმაურიან მოვლენად, ევროპის კონტინენტზე, შეიძლება, ჩაითვალოს დიდი ინგლისელი კომპოზიტორის, ბენჟამენ ბრიტენისომის რეკვიემისპრემიერა გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრში.

ბრიტენის მუსიკა და თანამედროვე სამყაროს პრობლემები მგრძნობიარედ, ზუსტად და დრამატულად გადაიკვეთა იტალიელი რეჟისორის, ლორენცო ფიორინის დადგმაში. „ომის რეკვიემში“ (სოპრანოს, ტენორის, ბარიტონის, შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის) რეჟისორმა ოპერის სცენა და პარტერი ერთ სივრცეში გააერთიანა. სწორედ დახრილი, უზარმაზარი და საბედისწერო ატმოსფეროთი სავსე სცენადარბაზი, რომელზეც ორკესტრი, გუნდი და სოლისტები არიან გაფანტულნი, ქმნის თანამედროვეშეშლილი სამყაროსშემაძრწუნებელ და სიურრეალისტურ მოდელს. 

მაყურებელი ლოჟებიდან და სცენის განაპირას განლაგებული სკამებიდან უსმენს და ადევნებს თვალს სანახაობას, რომლის ლიბრეტო პირველი მსოფლიო ომის დროს პოეტმა ვილფრედ ოუენმა დაწერა. 

ბრიტენისომის რეკვიემისმსოფლიო პრემიერა 1962 წელს გაიმართა და  მეთოთხმეტე საუკუნეში აგებული და მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვის შედეგად განადგურებული კოვენტრის ტაძრის განახლებული შენობის კურთხევას მიეძღვნა, თუმცა ამჯერად გრაცის ოპერაში დადგმული დრამატულსაოპერო  სანახობა სრულიად ახლებურ აქცენტებს გულისხმობს და წარმოაჩენს.

აშკარაა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის ტექსტის მიღმა სცენაზე უკრაინაში მიმდინარე ომი და ამ ომში დაღუპული  ჯარისკაცების, ქალებისა და ბავშვების ტრაგედიებიც იკითხება. როგორც ერთერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, „გრაცის ოპერაში დადგმული ბრიტენისომის რეკვიემიკატასტროფის წინაშე მდგარი სამყაროს მრავალგანზომილებიან სანახაობას ჰგავს, რომლის მიღმაც ახალი და ძველი ომების ჩონჩხები იმზირებიან“.

ლორენცო ფიორინის საინტერესო და თანამედროვე რეჟისურის გარდა, აღსანიშნავია, ანეტ ბრაუნის შესანიშნავი კოსტიუმები, სებასტიან ალფონსისის სცენოგრაფია და განათება, კრისტიან ვაისენბერგის ვიდეოგამოსახულება და ბიტ ფოლაკის ქორეოგრაფია. გრაცის ოპერის ორკესტრს დირიჟორობს გამოცდილი როლანდ კლუტინგი. მთავარ პარტიებს ასრულებენ: ფლურინა შტუკი (სოპრანო), მათიას კოზიოროვსკი (ტენორი) და მარკუს ბუტერი (ბარიტონი).

P.S. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 80-წლებში ბენჟამენ ბრიტენისომის რეკვიემითცნობილი ბრიტანელი კინორეჟისორი, დერეკ ჯარმენი დაინტერესდა, რომელმაც 92-წუთიანი ფილმი გადაიღო. პროდიუსერის მოთხოვნით ფილმში გამოყენებულია 1963 წელს სტუდია Deca Records-ის მიერ ჩაწერილიომის რეკვიემისსტერეოვერსია, ყოველგვარი გარეშე თუ ხმოვანი ეფექტების გარეშე. 

ჯარისკაცისა და პოეტის, ვილფრედ ოუენის როლს ფილმში ნათანიელ პარკერი ასრულებს, ხოლო ლეგენდარული მსახიობი ლოურენს ოლივიე (ეს მისი ერთერთი უკანასკნელი როლია კინოში) ომში დასახიჩრებულ მოხუც ჯარისკაცს წარმოადგენს, რომლის წარმოსახვაშიც პირველი მსოფლიო ომი ცოცხლდება. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტილდა სვინტონი (მედდა), შონ ბინი (გერმანელი ჯარისკაცი) და ნაიჯელ ტერი (აბრაამი).