მარიუპოლში ცნობილი ლიტველი კინოდოკუმენტალისტი, მანტას კვედარავიჩუსი  დაიღუპა

დავით ბუხრიკიძე

რუსული არმიის აგრესიას უკრაინაში უკვე ათეულობით სპოტსმენი თუ ხელოვანი შეეწირა. რამდენიმე დღის წინ, მარიუპოლში ცნობილი ლიტველი კინოდოკუმენტალისტი, მანტას კვედარავიჩუსი დაიღუპა.

ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მანქანას, რომლითაც რეჟისორი საღამოს გადაღებიდან ბრუნდებოდა, რუსების მიერ გასროლილი რაკეტა მოხვდა. მძიმედ დაჭრილი რეჟისორი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მანტას კვედარავიჩუსი 45 წლის იყოტრადიციისამებრ, რუსულმა მხარემ ყველაფერი უარყო და  შემთხვევაუკრაინელ ნაციონალისტებს  დააბრალა.

თუმცა არსებობს გაცილებით უფრო მძიმე და საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული  ვერსია, როგორ მოკლეს მანტას კვედარავიჩუსი. „სინამდვილეში არ ყოფილა არავითარი რაკეტა, რომელიც თითქოს მის მანქანას მოხვდა. რუსმა სამხედროებმა სინამდვილეში ის დიდი ხნით ადრე შეიპყრეს და დახვრიტეს, ცხედარი კი გადააგდეს. მისმა მეუღლემ სიცოცხლის რისკის ფასად, მოკლული რეჟისორი უკრაინიდან ლიტვაში ჩამოასვენა“ – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ლიტველი დრამატურგი და მწერალი, მარიუს ივაშკიავიჩუსი.

ლიტველმა რეჟისორმა სახელი უკვე სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით, „ბარზახიგაითქვა, რომელიც მაყურებელს ჩეჩნეთის ომის შემდგომ დაკარგული ადამიანების ტრაგიკულ ისტორიებზე მოუთხრობდა. აღსანიშნავია, რომ ფილმი 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენს (პროგრამაპანორამა“) და საერთაშორისო ეკუმენური ჟიურის პრიზით დააჯილდოვეს. 

კადრი ფილმიდან “ბარზახი”

ფაქტებზე დაფუძნებული, საკმაოდ მძიმე და რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწობილი ფილმი იკვლევს და ქრონოლოგიურად  ასახავს ადამიანთა პოლიტიკურ დევნას, წამებასა და ძალადობას ჩეჩნეთში. მთლიანობაში, „ბარზახი“ 40-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს, ხოლო ფილმმა რეჟისორს უამრავი პრიზი და ჯილდო მოუტანა (მაგალითად, Amnesty International-ის ჟიურის პრიზი, 2012 წელს, პრიზი კონოფესტივალზებალტიის ხედი“, წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზივერცხლის წეროლიტვაში და ა..). 

ამ დოკუმენტურმა ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო მედიაშიც, რამაც საშუალება მისცა ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კერძო პირს, ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული პირების შესახებ  ინფორმაცია მოეძიათ.

კადრი ფილმიდან “მარიუპოლისი”

მანტას კვედარავიჩუსს მომდევნო მხატვრულდოკუმენტური ფილმის, „მარიუპოლისისგადაღების იდეა 2016 წელს დაებადა, როცა დონეცკში 2014-2015 წლების საომარი მოქმედების შემდეგ, ამ ქალაქში ჩავიდა. ეს არის საინტერესო მხატვრული ხერხებით გადაღებული დოკუმენტური ფილმი დონეცკის რეგიონის ინდუსტრიულ და საპორტო ქალაქზე, სადაც ოდესღაც ბერძნების დიდი კოლონია ცხოვრობდა. ქალაქის ოკუპაცია მაშინ რუსეთმა ვერ მოახერხა. ამდენად, მარიუპოლი ფილმში წარმოგვიდგება როგორც ერთგვარი ფრონტისპირა ქალაქი (ლუგანსკი და დონეცკი რუსეთს უკვე ოკუპირებული ჰქონდა), რომელიც ძლივს ცდილობდა მყიფე და ნევროზული მშვიდობის შენარჩუნებას.

2019 წელს რეჟისორმა გადაიღო მხატვრული ფილმიპართენონი“ (უკრაინულლიტვურფრანგული კოპროდუქცია), რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. კრიტიკოსათა კვირეულის საკონკურსო პროგრამაშიპართენონირჩეულთა შორის მოხვდა. 

მანტას კვედარავიჩუსმა 1998 წელს დაამთავრა ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგიის სპეციალობით. ჰქონდა დოქტორის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში დაიცვა. კითხულობდა ლექციებს ესთეტიკას და ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში.