რუსული მახე: ყველაზე ძვირი უფასო ყველია

ნათია ორმოცაძე

იმ ადამიანებისგან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენას ბოლომდე დაექვემდებარნენ და დაიჯერეს, რომ რუსეთი მათი ერთმორწმუნე ძმა და ერთგული მეგობარია (და არ დაიჯერეს თავიანთივე თვალების, როცა ხედავდნენ, ეს რუსი ძმა უხოცავდა მოძმეებს, ტანკებით მიწასთან უსწორებდა ახალგაზრდებს, უნადგურებდა ენას, უბღალავდა ეკლესიებს), მაშინდელი დროის ნოსტალგიის გასამართლებლად ხშირად გავიგონებთ არგუმენტს, რომ მაშინ, თურმე ყველა საბაზისო მოთხოვნის დაკმაყოფილება ადამიანს ძალიან ადვილად შეეძლო, მაშინ თითქმის ყველაფერი უფასო იყო.

საბჭოთა დროს მართლა შეიძლებოდა უფასოდ განათლების მიღება, თუმცა ალბათ ეს ყველაზე მზაკვრული საბჭოთა მახე იყო, რადგან სწორედ აქედან იწყებოდა იმ „ახალი საბჭოთა ადამიანის“ გამოჩარხვა, რომელსაც კითხვები არამხოლოდ არ უნდა დაესვა, არც კი უნდა გასჩენოდა. სკოლა და უნივერსიტეტი არა ცოდნის ტაძარი, არამედ იდეოლოგიური კონვეიერი იყო, რომელსაც ფაბრიკის წიწილებივით ერთნაირი ადამიანები უნდა გამოეზარდა. განათლება სრულად იყო გაჯერებული მარქსიზმლენინიზმის პრინციპებით. ყველა სტუდენტისთვის აუცილებლად ჩასაბარებელი საგნები იყო – „სკკპ ისტორია“, „სამეცნიერო კომუნიზმი“, „დიალექტიკური მატერიალიზმი“, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა სპეციალობა უნდა შეესწავლა მასექიმი უნდა გამოსულიყო, ფიზიკოსი თუ ბუღალტერი. გარდა ამისა, სწავლას მოწადინებული ადამიანისთვის შეუძლებელი იყო, გასცნობოდა უცხოურ სამეცნიერო მიღწევებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი სფერო, რომელიც დასავლეთში ვითარდებოდა, საბჭოეთში „ბურჟუაზიულ ფსევდომეცნიერებად“ იყო სახელდებული და შესაბამისადაკრძალული. ასეთი დარგები იყო, მაგალითად: გენეტიკა, რომლის განუვითარებლობის გამოც საბჭოთა ბიოლოგია და მედიცინა კატასტროფულად ჩამორჩებოდა განვითარებული ქვეყნებისას დასავლურ მავნე გამოგონებად შერაცხილი კიბერნეტიკა, რამაც კომპიუტერულ საუკუნეში ქვეყანას განვითარების ყველა გზა ამოუქოლა.

და მიუხედავად იმისა, რომ განათლება ოფიციალურად უფასო იყო, პრესტიჟულ ფაკულტეტებზე (იურიდიული, სამედიცინო, უცხო ენები) მოსახვედრად ყველაფერს კოლოსალური ქრთამი და გავლენიანი ნაცნობობა (მაშინ ამას „ბლატებს“ ეძახდნენ) წყვეტდა.

რაც შეეხება უფასო ჯანდაცვასმასთან მიმართებაში სიტყვაუფასომხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. პრაქტიკაში კი ყველამ იცოდა, რომ ექიმთან ცარიელი ხელებით მისვლა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული იყო. დაბალი ხელფასების გამო, ექიმები და სამედიცინო პერსონალი ფაქტობრივად პაციენტებისგან ლევადმიღებული შემოსავლების ხარჯზე არსებობდნენ. ყველამ იცოდა დაუწერელი კანონები რა ღირდა მშობიარობა, ოპერაცია, ექიმის ყურადღება ან თუნდაც საავადმყოფოში ნორმალური საწოლი; რამდენს იღებდა პალატის სანიტარი, ექთანი. ამის გარეშე პაციენტს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევდა. სხვა საკითხია საბჭოთა სამედიცინო პერსონალის თუ ინვენტარის ხარისხი, წამლების მუდმივი დეფიციტი, ერთჯერადი შპრიცების არარსებობა, ხარისხიანი აპარატურის უქონლობა, რის გამოც ექიმები ხშირად შუა საუკუნეების მეთოდებით, ბრმად სვამდნენ დიაგნოზს.

და ყველაზე მთავარისაბჭოთა კავშირმა შექმნა ერთერთი ყველაზე ბოროტი პრეცედენტი კაცობრიობის ისტორიაში სადამსჯელო ფსიქიატრია. თუ ადამიანი არ ეთანხმებოდა რეჟიმს, მას არამხოლოდ ციხეში სვამდნენ, არამედ ხშირად გიჟად რაცხდნენ და ე.. „ფსიხუშკებშიამწყვდევდნენ, სადაც მათ ფსიქოტროპული პრეპარატებით ფიზიკურად და მენტალურად ანადგურებდნენ მას. მსგავსიფსიხუშკისმსხვერპლი უამრავი ადამიანი ახსოვს ისტორიას. აი, ამ მნიშვნელობის მატარებელი იყო საბჭოთა უფასო ჯანდაცვას.

სხვა უფასო მომსახურებებიც არსებობდა:

იყო „უფასო“ წრეები და სპორტი ბავშვებისთვის, სადაც რეალურად ბავშვების იდეოლოგიური დამუშავება მიმდინარეობდა. პიონერთა სასახლე მომავალი საბჭოთა მონის ნამდვილი სამჭედლო იყო. იქ მისულ ბავშვს სპორტთან და მუსიკასთან ერთად თავში „დიადი საბჭოეთის“ იდეებს უტენიდნენ...

ასეთივე ილუზია იყო მაშინდელი უფასო ბინები, რომელსაც სახელმწიფო ადამიანს საკუთრებაში კი არ გადასცემდა, არამედ უფასო სარგებლობაში (ორდერით). ამისთვის კი ისინი ხშირად ათწლეულობით იდგნენ რიგში

მაშინდელ დასასვენებელ საგზურებსაც (.. პუწიოვკებს) მშრომელი ადამიანები ისევ დამკვრელური შრომისა და პარტიის ერთგულებისთვის იღებდნენ ჯილდოდ. დასვენების უფლებასაც კი მორჩილებით ყიდულობდი

ალბათ კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა, მგონი, ესეც საკმარისია

და თუ ამ ყველაფერს მაინც უფასოს დავარქმევთ, ის მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ მის საფასურს ჩვენ მაინც ვიხდიდით და ეს საფასური გულისხმობდა ადამიანის იმ ყველაზე ფუნდამენტურ უფლებაზე უარის თქმას, რომელსაც გონიერ ადამიანად ყოფნა და თავისუფლება ჰქვია. საბჭოთა „უფასო“ არასდროს ყოფილა საჩუქარი. საბჭოთა ადამიანს ჰქონდა უფასო ჭერი, მაგრამ არ ჰქონდა უფლება, თავად აერჩია, რომელ ქალაქში იცხოვრებდა; ჰქონდა უფასო მედიცინა, მაგრამ მისთვის კიბეში ჩაჩურთული ფულით უნდა ეყიდა სამდიცინო პერსონალის ყურადღება; ჰქონდა უფასო განათლება, თუმცა სანაცვლოდ ეკრძალებოდა აზროვნება.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ილუზია, რომ მაშინ ყველაფერი უფასო იყო, დღემდე აგრძელებს არსებობას.

საბჭოთა კავშირს რომ თავი დავანებოთზოგადად, ყველაფერი უფასო სინამდვილეში ყველაზე ძვირია, რადგან უფასო ყველი მხოლოდ და მხოლოდ სათაგურშია

 

რუსული მახე – კერპი, რომელმაც თავისუფლება წაგვართვა
დაგვიანებული ბოდიში დედას
რუსული მახე: ჩვენი ღირსება ჩვენსავე წინააღმდეგ
რუსული მახე: რატომ შევიძულეთ მეზობელი
რუსული მახე: საბჭოური დიფ-სტეიტი