რუსული მახე: ენა - იდენტობის ხერხემალი

ნათია ორმოცაძე

ნებისმიერ ქვეყანაში ომის გზით თუ მშვიდობიანად შემოსული დამპყრობელი პირველი რიგში ენასთან ცდილობდა ანგარიშის გასწორებას. ამ მხრივ არც საქართველოში შემოსული დამპყრობლების პოლიტიკა ყოფილა განსხვავებული.

მოდი, თავიდან დავიწყოთსაქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის სინოდმა ეკლესიებიდან ქართული ღვთისმსახურების დევნა დაიწყო. დაიწყო სკოლების რუსიფიკაციაც: სახალხო სკოლის ინსპექტორები ღიად აცხადებდნენ, რომ ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლება მავნებელი იყო. ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა სწორედ ამ საფრთხის საპასუხოდ შექმნესწერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სხვათა შორის, მისი წევრი ჩემი დიდი ბაბუაც იყო, რომელიც სოფლის ბავშვებს წერაკითხვას ასწავლიდა. წარმომიდგენია, რა ძალისხმევას დებდა მაშინ ოტია ბაბუა ამ საშვილიშვილო საქმეში

მაშინ, როცა საქართველოში წერაკითხვის მცოდნე საზოგადოება ალბათ 10%-საც კი არ შეადგენდა (ამ პროცენტის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ), ძალიან ძნელიც არ იქნებოდა მტრისთვის თავისი მიზნის სრულყოფაში მოყვანა. მაგრამ არასაქართველოს ერთგულმა შვილებმა ამის უფლება მტერს არ მისცეს. სისხლითა და ბრძოლით შეინარჩუნეს ის, რის დაკარგვასაც წინ არაფერი ედგა, გარდა ილიასნაირი შვილების თავგანწირვისა.

შემდეგ იყო ქართული ენის ენად არცნობა დიალექტებად დაშლის მცდელობა. მეფის ადმინისტრაცია ცდილობდა რუსული ანბანის ბაზაზე ცალკე დამწერლობის შექმნასა და სკოლებში მისი სწავლების შემოღებას. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კირილე იანოვსკის ადმინისტრაციამ წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ქართული ენობრივი სივრცის დაშლა და რუსიფიკაციის დაჩქარება იყო. რუსული ენის ბაზაზე შექმნეს მეგრულიაზბუკა“, რომელიც დაიბეჭდა კიდეც. მისი მიზანიქართული ენის ამოღება და მისი რუსულ გრაფიკაზე დაფუძნებული სახელმძღვანელოებით ჩანაცვლება იყო. დაახლოებით იგივე მცდელობები იყო სვანურ და აფხაზურ ენებთან მიმართებითაც.

ამ პოლიტიკასაც ქართველმა ინტელიგენციამ მტკიცე ერთობით უპასუხა, რადგან ესმოდათ, რომ ეს ერის სხეულის დანაწევრებას ნიშნავდა.

შემდეგ იყო 1978 წლის 14 აპრილი: სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა უკვე საბჭოთა დროს. საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტით, მოკავშირე რესპუბლიკებში (მათ შორის საქართველოში) უქმდებოდა მუხლი, რომელიც ადგილობრივ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა და ერთადერთ ოფიციალურ ენად რუსულს აღიარებდა. რუსთაველის გამზირზე სტუდენტების, ინტელიგენციისა და ათასობით მოქალაქის ქუჩაში გამოსვლამ კრემლი იძულებული გახადა, უკან დაეხია. ეს იყო იშვიათი პრეცედენტი საბჭოთა იმპერიის ისტორიაში, როცა ხალხმა მშვიდობიანი პროტესტით დაიცვა ენის სტატუსი.

სხვისი არ ვიცი, ჩემთვის 14 აპრილი მნიშვნელობითა და ემოციურობით 26 მაისის ტოლფასია.

ასე ბრძოლით და სისხლით შეგვინარჩუნეს საქართველოს ღირსეულმა შვილებმა ენა. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა იდენტობის ეს უმნიშვნელოვანესი ხერხემალი იმტვრევა, ხდები უსახური ერთფეროვნების ნაწილი, ისეთი, როგორიც ყველაა; ისეთი, როგორსაც დედარუსეთი ისურვებდა; ისეთი, რომლის დამორჩილებასაც წინ აღარაფერი უდგას; ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი მონა.

ენის წართმევა არ არის მხოლოდ სიტყვების აკრძალვა. ეს არის ერის მეხსიერების გადაწერა. როცა კარგავ ენასმასთან ერთად კარგავ იდენტობასაცშესაბამისად, იკარგება ის განსაკუთრებული ნიშა, რომელიც დამოუკიდებელ ერად გაქცევდა. რუსეთის იმპერიას ესმოდა, რომ სანამ ქართველი აზროვნებდა და ქართულად ქმნიდა, მის ხელში რჩებოდა თავისუფალ სუბიექტად ყოფნის ყველა სადავე და იმპერიის ჭანჭიკად ის არ გამოდგებოდა. იმპერიას კი სწორედ ჭანჭიკები სჭირდებოდა.

დღეს კი, როცა ჩვენთან მაღაზიებში შემოსულ რუსებს რუსულად ვუწყებთ საუბარს და ველაქუცებით, ეს ძალიან ცუდი სიგნალია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის, რის დაცვასაც ამდენი ბრძოლა და სისხლი დასჭირდა, ასე მარტივად ველევით, ჩვენივე ნებით ვთმობთ და ჭანჭიკობას ვთანხმდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მაღაზიებსა და რესტორნებში რუსსაც პატივითა და მოწიწებით ველოდებით; ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი ინეტერესი მხოლოდ ერთი რამით შემოიფარგლებაჩვენს ჯიბეს და მუცელს არ დაეტყოს შეთხელება. თუმცა ვერ ვხვდებით, რომ ამასთან ერთად ვმარხავთ ყველაზე დიდსა და მნიშვნელოვანსჩვენს განსაკუთრებულობას, ჩვენს იდენტობას; ჩვენივე ნებით ვაცამტვერებთ მას, რაც უსახური ერთფეროვნებისგან გამოგვარჩევს. ეს კი მხოლოდ ხორცის გადარჩენისთვის მეტრფე არსებებად დარჩენას გვაიძულებს. ვმარხავთ ყველაზე დიდსა და მნიშვნელოვანსგონიერ ადამიანად ყოფნის ბედნიერებას. მტერსაც ხომ ეს უნდა. პრინციპში მტერი ჩვენს ხორციელ არსებობას კი არა, ჩვენს გონიერ ადამიანად ყოფნას ვერ ეგუება. მას მონა სჭირდებაგულმოდგინე, ხარისხიანი მონა. მას არ სჭირდება თავისუფლების მოსწრაფე გონიერი ადამიანი, თორემ მონა და  მომსახურე პერსონალი უბრალოდ საჭირო კი არა, აუცილებელიც კია.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ ამ დროსსწორედ იმ წისქვილზე ვასხამთ წყალს, რომელიც დოლაბებს ჩვენსავე გასანადგურებლად იქნევს და მტერს მორჩილი გოშიებივით თავიანთ ენაზე ვეგებებით მაღაზიებსა თუ რესტორნებში.

ტყუილად არ არის ასეთი შეუვალი და რადიკალური უკრაინელი ხალხი ამ საკითხში. ის თავის ქვეყანაში რუსს რუსულად არ ელაპარაკება და საერთოდაც ცდილობს, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ოკუპანტის ენა აღარ გამოიყენოს.

ამიტომაც არის, რომ ყაზახეთის პრეზიდენტიც კი (ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, სადაც პუტინი ყაზახეთს მოძმე ერად ასახელებს და ამბობს, რომ მათ უკვე ენაც კი საერთო აქვთ) პუტინს ყაზახურად პასუხობს. ანუ ირიბად ეუბნებაარა, გენაცვალე, ჩვენ ეგრეც არ დაგვიკარგავს იდენტობა, არ ავთქვეფილვართ რუს ხალხში და ჯერ ისევ სხვა ერი ვართო. და ამას ეუბნება პუტინს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ჯერ ისევ რჩება (არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს) რუსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ