კალასი სამუდამოდ

დავით ბუხრიკიძე

საოპერო დივას დაბადების 100 წლისთავს მსოფლიო მრავალფეროვანი არტაქციებით, გამოფენებით, ფილმებით და სპექტაკლებით შეხვდა.

რამდენიმე დღის წინ, 2 დეკემბერს (ზოგიერთი მონაცემით კი 4 დეკემბერს) მსოფლიომ საოპერო ხელოვნების ალბათ ერთერთი ყველაზე გამორჩეული მომღერლის, მარია კალასის დაბადების 100 წლისთავი აღნიშნა. საიუბილეო სამზადისი 2023 წლის დადგომისთანავე დაიწყო, როდესაც დიდი მომღერლის საპატივცემულოდ მსოფლიოს სხვდასხვა ქალაქებში დაიდგა სპექტაკლები, მოეწყო გამოფენები, აღადგინეს დოკუმენტური კადრები და გამოფინეს სარქივო მასალები

მაგალითად, ჩილელი წარმოშობის რეჟისორი, პაბლო ლარაინი, რომელმაც კარგად აითვისა ჰოლივუდის სტანდარტები, მალე დასრულებს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას სახელწოდებითმარია“. ფილმში მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო პრესის ირონიის ობიექტი და სამიზნე გახდა. ამის მიუხედავად, ლარაინმა განაცხადა, რომ კარგა ხანია სურდა საკუთარი რეჟისორული ვნების დაკმაყოფილება, გაეერთიანებინა კინო და ოპერა: „მიხარია, რომ შევძელი ჩემი ოცნებისა და შესაძლებლობის გაერთიანება ანჯელინასთან, ამ უაღრესად გაბედულ და ცნობისმოყვარე ხელოვანთან, რაც ნამდვილი საჩუქარია“. ფილმი სავარაუდოდ, 2024 წლის თებერვალში გამოვა მსოფლიოს ეკრანებზე.

მოვლენებს არც კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი ჩამორჩა, რომელმაც ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარის ბოლოს, ნიუიორკის ცნობილ „Beacon Theatre-ის სცენაზე, მონოსპექტაკლშიმარია კალასი: წერილები და მოგონებებისაოპერო დივას როლი შეასრულა. თუმცა პრესამ კრიტიკის ნიაღვარი არც მას დააკლო.

58 წლის ტალიელმა კინომსახიობმა კალასისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნე ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც აკროპოლისის კიბეებზე ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში თამაშობდა კალასის როლს. ბრიტანელი რეჟისორის, ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ტომ ვოლფის ტექსტის მიხედვით დადგმულ მონოსპექტაკლში მან კალასის წერილები სცენაზე გააცოცხლა. 

ეს სწორედ ის ტომ ვოლფია, რომელმაც ჯერ კიდევ 2018 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი Maria by Callas („მარია კალასის შესახებ“).  ამ ფილმში მაყურებლისთვის აქამდე უცნობი, კერძო კოლექციებში დაცული ვიდეომასალა და იშვიათი ფერადი კადრები შევიდა. მაგალითად, 1958 წლის 19 დეკემბერს, პარიზისგრანდ ოპერაშიგამართული დაუვიწყარი კონცერტი, რომელიც აქამდე მხოლოდ შავთეთრი სატელევიზიო ჩანაწერით იყო ცნობილი; ასევე, 1964 წელს, ლონდონისკოვენტ გარდენისსცენაზე, ძეფირელის მიერ დადგმულიტოსკასსაარქივო კადრები.

მომღერლის დაბადების 100 წლის აღსანიშნავად, საფრანგეთის ეროვნული სინემატეკის არქივში აღადგინეს და გააფერდეს სწორედ 1958 წლის დეკემბერში გამართული კონცერტი, რომელსაც ბევრი ცნობილი მწერალი, მომღერალი, მსახიობი თუ პოლიტიკოსი ესწრებოდაინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე, ჟან კოქტო, ბრიჯიტ ბარდო, ივ მონტანი, სიმონა სინიორეფერად ფილმად ქცეული საკონცერტო ვერსია იმდენად შთამბეჭდავია, ხოლო მარია კალასის იუბილესადმი ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ აღდგენილ ფილმკონცერტს პარიზის კინოთეატრში რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩვენებენ.

მილანისლა სკალამსადაც მარია კალასი ლამის 11 წლის განმავლობაში მღეროდა, „ლა დივინასკოსტიუმების, მისი აფიშების და უნიკალური მასალების გამოფენა მოაწყო, რომელიც თეატრის საცავებში და მუზეუმში ინახებოდა. ნიუიორკისმეტროპოლიტენ ოპერამ“, რომლის მაშინდელ სამხატვრო ხელმძღვანელთან, რუდოლფ ბინგთან კალასს არცთუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და რამდენიმე სპექტაკლი და კონცერტი ჩაშალა კიდეც, აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა მოაწყო. 

მოკლედ, მსოფლიომ სათანადო პატივი მიაგო მე-20 საუკუნის გამორჩეულ საოპერო მომღერალს, რომლის შესახებაც საოპერო ჟანრში ყველაზე მეტი სტატია და წიგნი დაიწერა, გადაიღეს უამრავი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებიდა რომლის არტისტული სახელი თუ სკანდალებით გამორჩეული ცხოვრება დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. 

კლასიკური მუსიკის საკმაოდ შეზღუდული და ხშირად კონსერვატიული შეხედულებები კალასმა მთლიანად შეცვალა; დაარღვია წარმოდგენა იმის შესახებ, რასაც მანამდე ისმენდნენ და ელოდნენ საოპერო შემსრულებლისგან. რა თქმა უნდა, ოპერის ისტორიაში მანამდეც და მის შემდეგაც ბევრი დიდი მომღერალი იყო (თუნდაც მარია მალიბრანიტრაგიკული ბედის საოპერო მომღერალი, რომლის პორტრეტიც კალასს პარიზის ბინის საძინებელში ეკიდა), მაგრამ მსგავსი ტრაგიკული ტემპერამენტის, თავისებური ტემბრის ხმისა და არტისტული პერფეციონიზმის მქონე მომღერლის მოძებნა ოპერის ისტორიაში შეუძლებელია. 

მისი ხმის ტემბრი აშკარად გამორჩეული, „უწესო“, არატრადიციული და დასამახსოვრებელია, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება სტანდარტულ შეფასებას. თუმცა კალასი, როგორც ხელოვანი, ფენომენალურია. მისი თანდაყოლილი მუსიკალურობა და  ექსპრესია ისე ერწყმის დრამატულ  განცდებს, რომ გეგონებათ მისი ჟესტები, პლასტიკა და მოძრაობა სიმღერის ნაწილია. მაშინაც კი, როდესაც ის უბრალოდ დგას სცენაზე, მუსიკას უსმენს, ან ელოდება როდის დაიწყება არიის საორკესტრო შესავალი, ის ცოცხლობს პერსონაჟით, რომლის ჯერარგანცდილი განცდების წინასწარ გჯერათ 

კალასმა სამუდამოდ შეცვალა ოპერის სამყარო, რომელიც აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ის არის და იქნება ერთადერთი La Divina („ღვთაებრივი“), როგორცლა სკალასაღფრთოვანებულმა მსმენელმა უწოდა!