ყოფიერების დაძლეული სიმსუბუქე

დავით ბუხრიკიძე

პარიზში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი სცენარისტი და მწერალი ჟანკლოდ კარიერი.

რამდენიმე დღის წინ პარიზში კინოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე სახელოვანი სცენარისტი ჟანკლოდ კარიერი გარდაიცვალა. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც რაიმე შეხება ჰქონოდეს ევროპულ კინემატოგრაფთან და არ სმენოდეს მისი სახელი. ჟანკლოდ კარიერისთანამზრახველრეჟისორთა სია შთამბეჭდავზე უკეთესია: ლუის ბუნუელი, მილოშ ფორმანი, ლუი მალი, ჟანლუკ გოდარი, ანჯეი ვაიდა, პიერ ეტექსი, მარკო ფერერი, კარლოს საურა, ფოლკერ შლიონდორფი, ნაგისა ოშიმა, ფილიპ კაუფმანი, ჟაკ დერე, პეტერ ფლაიშმანი

ამას დაუმატეთ თეატრში მომუშავეთა დიდი კოჰორტაჟან ლუი ბარო, პიტერ ბრუკი, პატრის შერო, რომელთათვისაც კლასიკოსების ადაპტირებულ ტექსტებს ქმნიდა და გასაგები გახდება მისი შემოქმედების მასშტაბიც და მიწიერი ყოფის დაძლეული სიმსუბუქეც. სწორედ მისის სცენარით გადაიღეს ფილმები 80-იან წლებში: ფილიპ კაუფმანმაყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ (მილან კუნდერას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით), მილოშ ფორმანმავალმონი“ (შოდერლო დე ლაკლოსსახიფათო კავშირებისადაპტაცია) და ანჯეი ვაიდამეშმაკნი“ (დოსტოევსკის რომანის მიხედვით).

60-იან წლებში ჟანკლოდ კარიერი თანამშრომლობდა ცნობილ ფრანგ კომიკოსთან და კინორეჟისორთან, პიერ ეტექსთან. 1962 წელს მისი სცენარით გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმსბედნიერი წლისთავი“ (ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ელოდება, რათა ქორწინების წლისთავი აღნიშნოს, ის კი ამ დროს პარიზის საცობშია ჩარჩენილი), გონებამახვილური სიუჟეტისა და დიალოგებისთვისოსკარიმიენიჭა. საერთო ჯამში, კარიერი პიერ ეტექსის ექვსი ფილმის თანაავტორია. მათ შორისაა ყველაზე ცნობილი სრულმეტრაჟიანი ფილმიიო, იო“ (Yo Yo,1965). ეს არის სატირულლირიკული კომედია, სადაც სცენარისტიც და რეჟისორიცმუნჯი კინოსდიდოსტატებსბასტერ კიტონსა და მაქს ლინდერს მიაგებენ პატივს.

და მაინც, კინოს ისტორიაში ჟანკლოდ კარიერი დიდი ესპანელი რეჟისორის, ლუის ბუნუელის ფილმების თანაავტორად შევიდა. მათი შეხვედრა 1962 წელს კანის კინოფესტივალზე ორივესთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ბუნუელმა მას ფრანგი მწერლის, ოქტავ მირბოს რომანის, „მოახლის დღიურისმიხედვით სცენარის დაწერა შესთავაზა.

ბუნუელი ეძებდა ფრანგ სცენარისტსმოახლის დღიურისადაპტაციისთვის, იმ პირობით, რომ ავტორს კინემატოგრაფიული ცოდნა და გამოცდილება ექნებოდა. მან უკვე იცოდა ჩემი სცენარების შესახებ და ამიტომ ადვილად გამოვძებნეთ საერთო ენა. უკვე რვა დღის შემდეგ ვიცოდი, რომ მადრიდში მივემგზავრებოდით გადაღებაზე  ეს იყო ჩემი მთავარი შეხვედრა!“ – იხსენებს ჟანკლოდ კარიერი.

ამ დროიდან მოყოლებული, ისინი თითქმის 20 წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ვიდრე ბუნუელი ცოცხალი იყო.

მათმა თანამშრომლობამ კინოს ისტორიას ექვსი შესანიშნავი ფილმი დაუტოვა: „მოახლის დღიური“, „დღის ლამაზმანი“, „ტრისტანა“, „ირმის ნახტომი“, „ბურჟუზიის მოკრძალებული ხიბლი“, „თავისუფლების ფანტომიდასურვილის ბუნდოვანი ობიექტი“. ასევე აღსანიშნავიაოსკარისორი ნომინაცია – „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლისადასურვილის ბუნდოვანი ობიექტისათვის“.

“დღის ლამაზმანი”- რეჟისორი ლუის ბუნუელი

კარიერი მისთვის დამახასიათებელი ირონიით აღწერს ბუნუელთან  ერთობლივი მუშაობის პროცესს:ფილმზე მუშაობისას ჩვენ ყოველთვის მარტო ვიყავით, საფრანგეთში, ხშირად მექსიკაში ან ესპანეთში. ვსაუბრობდით ფრანგულ და ესპანურ ენებზე, მეგობრების გარეშე, ქალების გარეშე, ცოლების გარეშე. მხოლოდ ჩვენ ორნიერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით და ვმუშაობდით. სრულად ვიყავით შეპყრობილნი იმ სცენარით, რომელზეც ვმუშაობდით. დავთვალე, რომ ერთად ვისადილეთ და ვივახშმეთ 2000-ზე მეტჯერ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ბევრ წყვილს შეუძლია თქვას საკუთარ თავზე“.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მილოშ ფორმანთან თანამშრომლობა. კარიერი და ფორმანი 1968 წელს დამეგობრდნენ, როდესაც ჩეხი რეჟისორი პირველად ჩავიდა პარიზში და სამუშაოდ დარჩა. ფორმანს უკვე გადაღებული ჰქონდამეხანძრეთა მეჯლისი“, რომელმაც დასავლეთში დიდი აღიარება მოუტანა. რეჟისორს უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. მაშინ კარიერმა ის საკუთარ სახლში შეიფარა, სამსახურის პოვნაში დაეხმარა და ბუნუელი გააცნოამ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად ფორმანის შემდგომი რეჟისორული საქმიანობისთვის.

“აუზი”- რეჟისორი ჟაკ დერე

მოგვიანებით კარიერი და ფორმანი ოცნებობდნენ როკოპერისთმებისგადაღებაზე, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. თუმცა ერთობლივი მუშობისას დაიბადა  მუსიკალური ფილმი ჰიპების კულტურის შესახებ – „ფრენა“. კარიერის სცენარის მიხედვით ფორმანმა  ფილმი ამერიკაში გადაიღო, სადაც 1970 წელს ევროპიდან ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში არა მხოლოდ  კონკურსში მონაწილე გოგონები მღერიან, არამედ ახალგაზრდა აიკი, ტინა ტერნერი და კეტი ბეიტსი.

1971 წელს კანის კინოფესტივალზე ფილმიფრენაჟიურის დიდი პრიზით აღინიშნა, რასაც დაემატა კრიტიკოსთა აღფრთოვანებაც. რაც შეეხება მიუზიკლსთმები“, მისი გადაღება მხოლოდ 1979 წელს გახდა შესაძლებელი. ფილმს დიდი სოციალურპოლიტიკური რეზონანსი ჰქონდა პრესაში და საკმაო შემოსავალიკინოგაქირავებაში.

შემდგომში მათ ერთად იმუშავეს ფილმზევალმონი“ (1989). კრიტიკოსთა ნაწილმავალმონიდე ლაკლოსის რომანის, „სახიფათო კავშირებისსაუკეთესო ადაპტაციად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გაცილებით დიდი კომერციული წარმატება ჰქონდა ბრიტანელი რეჟისორის, სტივენ ფრირზის კინოვერსიას გლენ ქლოუზისა და ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით. 2006 წელს კი ფორმანმა ჟანკლოდ კარიერის სცენარის მიხედვით თავისი ბოლო ფილმი, „გოიას აჩრდილებიგადაიღო.

სრულიად განსხვავებული იყო  80-იან წლებში კარიერის თანამშრომლობა ჟან ლუკ გოდართან, რომელმაც ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა ფილმშივნება“. სცენარი ძირითადად, ლუდვიგ ვიტგენშტეინის ენობრივ ფილოსოფიას ეყრდნობოდა. გოდარმა გადაღებისას აღნიშნა, რომ კარიერის  სტილიმოქნილი და მიუღწეველია“, რადგან ძნელად ერგება კინოენასეს არცაა გასაკვირი, რადგან ჟანკლოდ კარიერი მუშაობდა შექსპირისა და ფლობერის ტექსტების ადაპტაციაზე და პარალელურად, აღწერდა ყოველდღიურ ცხოვრებასხალხის საუბრებს, მათ ჟესტებსა და ქცევას ქუჩებში, კაფეებსა თუ მეტროში.

“ვივა მარია”- რეჟისორი ლუი მალი

კარიერი ერთერთ გვიანდელ ინტერვიუში სინანულით ამბობს, რომ მხოლოდ ორი პიესა დაწერა და მეტი ვერ მოახერხა დროის უქონლობისა და მოუცლელობის გამო. თუმცა თეატრალებმა და კრიტიკოსებმა მაინც დააფასეს ჟანკლოდ კარიერი. 1985 წელს სახელოვანმა ბრიტანელმა რეჟისორმა პიტერ ბრუკმა ინდური ეპოსის მიხედვითმაჰაბჰარატასწორედ მისი ადაპტაციით დადგა. სპექტაკლი დიდი წარმატებით უჩვენეს ავინიონის ფესტივალზე, რომელიც დაახლოები ცხრა საათს გრძელდებოდა! ჟანკლოდ კარიერი ბოლო წლებში ასევე მუშაობდა სახელოვან მწერალთან და პუბლიცისტთან, უმბერტო ეკოსთან. 2009 წელს კარიერმა და უმბერტო ეკომ გამოაქვეყნეს საუბრები მედიის მომავლის შესახებ.