კარმენი 70-იანი წლების „მერსედესების“ თანხლებით

დავით ბუხრიკიძე

ანიტა რაჭველიშვილის კიდევ ერთი ტრიუმფი კარმენის პარტიაშიამჯერად, ვენისშტატსოპერაში“.

როდესაც სამიოდე დღის წინ ავსტრიის  მთავარი ტელეარხი ORF ვენისშტატსოპრიდანპირდაპირ ეთერში ანიტა რაჭველიშვილის  მონაწილეობით ოპერაკარმენსგადმოსცემდა, უმთავრესი შეგრძნება მუსიკალურ პერფექციონიზმთან ერთად, ცხადია, სიამაყის შეგრძნებაც იყო.

საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მეცოსოპრანოს ხმა, თითქოს მხურვალე მზით გამთბარი, მსუყე ფორტეთი, ლირიკული პიანოებითა და ვნებით სავსე, უკვე მერამდენედ მიგვიძღვებოდა ბიზეს გენიალური მუსიკისკენ, რომელმაც მისი ცხოვრება და კარიერა 2009 წლის შემდეგ რადიკალურად შეცვალა.

სწორედ 2009 წლის 7 დეკემბერს, როდესაც ტრადიციულად იხსნება სეზონი მილანისლა სკალაში“, ვიხილეთ ანიტა რაჭველიშვილის ბრწყინვალე დებიუტი ამ სახელოვანი ოპერის სცენაზეეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მომღერალმასკალასსეზონის გახსნაზე იმღერა. ახალგაზრდა მეცოსოპრანოსკარმენისპარტიაში პარტნიორობას მსოფლიოში ცნობილი გერმანელ ტენორი, იონას კაუფმანი (დონ ხოზე) უწევდა. სადირიჟორო პულტთან მაესტრო დანიელ ბარენბოიმი იდგა, რომელმაც მას დიდი საოპერო სამყაროს კარი გაუღო, ხოლო კარიერის დასაწყისში უარღესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ანიტა რაჭველიშვილმა კარმენი 12-წლიან კარიერაში ყველა სხვა პარტიაზე მეტჯერ იმღერა, ხოლო მისი შესრულების შემდეგმეტროპოლიტენ ოპერისსცენაზე, „ნიუიორკ ტაიმსმაის ანა მანიანისაც კი შეადარა. ვენისშტატსოპერისახალ დადგმაში ანიტა რაშველიშვილი კარმენის  სხვა შესრულების ხარისხსა და თამაშის მანერას გვაზიარებს. აქამდე უცნობი რამდენი ობერტონი, ფერი, მოქნილობა, სილბო, ელვარება, სიანცე თუ ეროტიზმი გაჩნდა მის ხმასა თუ საშემსრულებლო მანერაში.

ანიტას საოცარი მოცულობისა და სიმსუყის ხმა, რომელიც ადრე უფრომწიფეგემოთი გამოირჩეოდა, ახლა უკვეკენკროვანი“, არომატული და ერთდროულად, მომწკლარტომოტკბოც გახდა, როგორც თავად კარმენის ხასიათიაამბივალენტური ბუნებისა თუ ცვალებადიგემოსი“. სწორედ კარმენის როლით დაიწყო ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი მსოფლიოს საოპერო სცენებზე, რომელიც დღესაც გრძელდება: ნიუიორკისმეტროპოლიტენ ოპერა, ბერლინისდოიჩე ოპერამიუნხენის ბავარიის სახელმწიფო ოპერა, პარიზის ოპერაბასტილი“, ლონდონისკოვენტ გარდენისიეტლის ოპერა, სანფრანცისკოს ოპერა, ჩიკაგოსლირიკ ოპერა“, რომის საოპერო თეატრიზალცბურგის საოპერო ფესტივალი თუარენა დი ვერონა“.

კარმენივენის ოპერაში ცნობილი ესპანელი რეჟისორის, კალიქსო ბიეიტოს დადგმით ვიხილეთ. სხვათა შორის, ანიტა რაჭველიშვილის მსგავსად, მისი წარმატებული კარიერაცკარმენსუკავშირება, როდესაც ეს ოპერა 1999 წელს ესპანეთში, კასტელ დე პერალადას მუსიკალურ ფესტივალზე დადგა. მას შემდეგ მისი რადიკალიზმით აღბეჭდილი, სოციალურად აქტუალური და სიახლეებით გამორჩეული საოპერო რეჟისურა დიდი წარმატებით სარგებლობს მთელს ევროპასა და ამერიკაში. არ დარჩენილა არცერთი ცნობილი სცენა მსოფლიოში, სადაც ბიეიტოს საოპერო სპექტაკლი არ დაედგა. ხშირად მისი დადგმებისკოპირებას“ (რაც უკვე ჩვეულებრივი  მოვლენაა საოპერო ცხოვრებაში) არ ერიდებიან  ყველაზე სახელოვანი თეატრებიც, როგორც, მაგალითად, „კარმენისშემთხვევაში.

ბარსელონის ოპერაში, 2012 -2013 წლების სეზონში დადგმულმა მისმაკარმენმა“, მართლაც მთელი მსოფლიო მოიარა. მას შემდეგ ბიეტომ რამდენჯერმე შეასწორა და დახვეწა ეს ცნობილი დადგმა, რომელიც სიამოვნებით ინათხოვრეს, ლონდონში, პარიზში (ოპერაბასტილშიამავე დადგმაში, 2019 წელს, ანიტა რაჭველიშვილმა უკვე იმღერა) და ახლა უკვე ვენაში. კარმენი 70-იანი წლებისმერსედესებისთანხლებით.

რეჟისორის კონცეფციით კარმენი არ არის უბრალოდ მამაკაცური ფანტაზია მაცდური ქალის თემაზე, ან თუ გნებავთ მოდური ემანსიპაციის სიმბოლო. ის ყველაზე ცოცხალი, ვნებიანი, წინააღმდეგობრივი, მოულოდნლი და ფეთქებადსაშიში  პერსონაჟია ამ დადგმაში, რაც გარკვეულ სირთულეს უქმნის მთავარი პარტიის შემსრულებელს. ის სრულად შეგნებულად გაურბის გაცვეთილი ესპანური კლიშეების ჩამონათვალს: ხმაურიან და მყვირალა ბოშებს, ცეკვებით გატაცებააქცენტირებას, სასიყვარულო ცდუნების ჩვენებას, დონ ხოზესა და ესკამილიოს დანებით შებრძოლებას

და მართლაც, კალიქსო ბიეიტოსკარმენიუფრო გენერალ ფრანკოს ეპოქისა და 70-იანი წლების ესპანეთის სოციალურპოლიტიკური სურათია  და არაფერი აქვს საერთო მეცხრამეტე საუკუნის საოპერო ეგზოტიკასთან.

კალისტო ბიეიტო: „კარმენი სპეციფიკური პერსონაჟია, ისევე როგორც დონ ხოსე. მისი ისტორია გულისხმობს მრავალი წინააღმდეგობის დაძლევას, პიროვნების ბნელი და ნათელი ასპექტების ხაზგასმას.  ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა კარმენის ფატალურ ქალად დანახვა. ის სირთულეებით გამორჩეული, წინააღმდეგობრივი ადამიანია და მრავალსახოვანიც, რომელსაც ბიზე ბრწყინვალე მუსიკალური დახასიათებით აჯილდოვებს“.

უდაბნოს ლანდშაფტი, ჩამავალი მზე თითქმის ცარიელ სცენაზე და ერთადერთი დახატული ხარის სილუეტი, რომელსაც უზარმაზარი სცენის ბოლოში პროექციით ვხედავთ, უფრო ეპიკური ხედვისკენ გვიბიძგებს. თუმცა მომდევნო სცენებში რეჟისურა მკვეთრად სოციალური დაექშენითდატვირთული ხება, როდესაც კარმენის მეგობრები და მათი საყვარლები 70-იანი წლებისმერსედესისფონზე აცეკვდებიან თუ ამღერდებიან.

კარმენს საინტერესო  ვოკალისტი მამაკაცების გარემოცვაში ვუსმენთ და ვხედავთ. დონ ხოსეს შესანიშნავი პოლონელი ტენორი, პიოტრ ბეცალა მღერის, რომელიც იონას კაუფმანის შემდეგ, დღეს ერთერთი საუკეთესოა ამ პარტიაში. ესკამილიოსგერმანული წარმოშობის ურუგვაელი ბარიტონი, ქარიზმით, გარეგნობითა და არტისტიზმით გამორჩეული ერვინ შრიოტი (ანა ნეტრებკოს ყოფილი მეუღლე). აღსანიშნავია ასევე, ახალგაზრდა რუსი სოპრანოს, ოლგა კულჩინსკაიას დებიუტიც მიქაელას პარტიაში.

და მაინც, ამ პერფექციონისტული რეჟისორული ნამუშევრისა და შესანიშნავი ვოკალისტების ფონზე, გამორჩეულია ვენის საოპერო სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი, ვოკალური თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული, შინაგანი სიძლიერითა და ვნებით სავსე კარმენიანიტა რაჭველიშვილი. დღვანდელი ჭირვეული და სწრაფად ცვალებადი საოპერო სივრცის ნამდვილი ვარსკვლავი, ჩვენი კულტურისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საამაყო ადამიანი.