ხილული ფოტოგრაფები ხერხეს უხილავი წერტილიდან

დავით ბუხრიკიძე

ლევან ხერხეულიძის პორტრეტების სერიახილული უხილავებისახვითი ხელოვნების მუზეუმში

მარადიული მხოლოდ ცვლილებებია“, აღნიშნა დიდი ხნის წინ ფოტოგრაფმა ლევან ხერხეულიძემ, რომლის ფოტოაპარატით აღბეჭდილ მგრძნობიარე გამოსახულებებს წლების განმავლობაში უშუალოდ ვაკვირდებოდიცხელ შოკოლადსადალიბერალში“.

ისინი მძაფრ და ფენოვან ხატებად მახსოვს: რთულად ფაქიზიც, გასაგებად მსუბუქიც, ცხადად შავთეთრიც, ფერმკრთალად ფერადიცდა აი, ხერხეს ცვლილებების ახალი დრო, ანუ პორტრეტების ახალი სერია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაცქოლგა თბილისი ფოტოსკვირეულის ფარგლებში მისი ახალი გამოფენა გაიხსნა. 

სერიის სახელწოდებაახილული უხილავები“, რომელიც ნაცნობი თუ უცნობი, ახალგაზრდა და თუ ასაკოვანი ფოტოგრაფების პორტრეტებს ერთ ზომასა და ლამის ერთ გეომეტრიულ განზომილებში მოაქცევს. თქვენ წინაშეა 52 ფოტოგრაფის პორტრეტი, რომლებსაც ლევან ხერხეულიძე თითქოს ენტომოლოგის მონდომებითა და გაწონასწორებული ემოციური მზერით აკვირდება. თუმცა არ ახარისხებს მათ სუბიექტური მომწონს/არ მომწონს პრინციპით. 

პარადოქსია, რომ პორტრეტების განლაგება, ფოტონამუშევრების ზომა, განსაკუთრებული აქცენტი და რაკურსი, არ გიბიძგებთ, გამოარჩიოთ რომელიმე მათგანი. თუმცა ყველა მათგანი რაღაცით მაინც გამორჩეულია, გააჩნია, თავად ვის რა მზერას შეაგებებთ, ან თავად ფოტოპორტრეტი რას გიკარნახებთ. 

ამ პროექტში მოხვდნენ ისინი, ვისაც ფართო საზოგადოება კარგად იცნობს და ისინიც, რომლებიც მას ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ჰყავსთუნდაც იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ყველას იცნობდე, ან მათ შესახებ რაიმე ინფორმაცია გქონდეს. უფრო იმ ადამიანებით შემოვიფარგლე, რომელთა შემოქმედებასაც უშუალოდ ვიცნობ და საინტერესოდ მიმაჩნია“ – ვკითხულობთ კონცეფციაში, რომელიც დიდი საგამოფენო დარბაზის შემოსავლელის კედელზეა გამოკრული. 

  • 345657755_217080787729086_1820543849086348888_n
  • 345641585_114240271665714_2083297252331298357_n
  • 344532284_260134136432209_8516217899027286322_n
  • 344302908_626465979029486_149514478913820099_n
  • 344300561_3057625611209423_4208746798310352277_n
  • 344300625_6087478767966859_9109948795959412782_n
  • 01 /

აბსოლუტურად ყველა პორტრეტში შენარჩუნებულია სამი მთავარი პრინციპი: 1. ფოტოზე აღბეჭდილი ყველა ფოტოგრაფი სკამზე ზის; 2. ავტორი ირჩევს გადაღების ისეთ წერტილს, საიდანაც მანძილი ობიექტამდე არ აღემატება 2-3 მეტრს; 3. ყველა მათგანი გადაღებულია ყრუ კედელთან. 

სინამდვილეში ასეთი მკაცრი კონცეფცია და სახისადმი დისტანციურიინტერესითანაბრად გიტოვებთ სუბიექტურობისა და გაწონასწორებული მზერის შეგრძნებას. ეს იკითხება ყველა პორტრეტში, ყველა სახეში, გამიზნულ თუ შემთხვევით პოზაში. იმიტომ, რომ, ავტორის თქმით, „ფოტო ერთი მხრივ, თვალით დანახულ და აღქმულ რეალობას ასახავს და მეორეს მხრივ, ავტორის სუბიექტურობაზე მეტყველებს“.

ყველა კედელი და იატაკი, რომელიც კადრშია მოხვედრილი, ისეთივე განსხვავებულია, როგორც თავად ფოტოზე აღბეჭდილი სახეები, მაგალითად, ცემენტით შელესილი, გაულესავი კედელი; ჩამოხეული შპალერით დაფარული ნახატიკედელი; ან სულაც ძველი ხის კარიკედელი, რომელიც ზოგჯერ თავად პერსონაზე გაცილებით მეტს გეუბნებათ. ასევეა იატაკიცზოგჯერ შეღებილი, ზოგჯერ უსწორმასწორო პარკეტით დაფარული, ან სულაც მოასფალტებული და ცემენტით მოპირკეთებული. 

კედელიატაკსკამების განსხვავებული ვარიაციები მაჟორმინორივით მონაცვლეობს ყველა პორტრეტში და განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. უფრო ზუსტად, ამ განწყობის ტონალობას თავად ხერხე გვიყვება დამახასიათებელი დეტალებით, თავშეკავებული თუ აქცენტირებული ლირიზმით, თხრობითი კილოთი ან ოდნავ შესამჩნევი იუმორითდა რაც უფრო შორს მიდიხართ ფოტოზე გამოსახული პერსონის განწყობის ძიებაში, მით უფრო უახლოვდებით ფერებისა და ფორმის ერთიანობას. 

ფაქტობრივად, ლევან ხერხეულიძე გვთავაზობს ფოტოგრაფიულ კონცეპტს სახელწოდებითფოტოგრაფების პორტრეტები ყრუ კედლების თანხლებით“, რაშიც პირველ რიგში, დამთვალიერებლის პერსონალური თავგადასავალიც იკითხება. ეს ნიშნავს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ 52 პორტრეტში ყველას საკუთარი ფავორიტი ეყოლება. ჩემთვის ფავორიტების წრე დათო ქორიძის, თინათინ კიღურაძის, არჩილ ქიქოძის, ირმა შარიქაძის, იურა მეჩითოვის, ნიკო ტარიელაშვილის და კიდევ რამდენიმე არაჩვეულებრივი პორტრეტით შემოიფარგლება

დანარჩენებიც თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ სახვითი ხელოვნების მუზეუმშიქოლგა თბილისი ფოტოსგამოფენას ეწვიოთ, სადაც ბევრხილულქართველ ფოტოგრაფს ხერხეს უხილავი წერტილიდან დაინახავთ. გამოფენა 16 მაისამდე გაგრძელდება.