Border circle

მალხაზ ხარბედია

ავტორი

სტატია

მალხაზ ხარბედია

ერთი სიტყვით, 120 წლის წინ ცალკე ფილოქსერა ვრცელდებოდა ქვეყანაში, ცალკე – რევოლუციური იდეები. ებრძოდნენ ფილოქსერასაც და რევოლუციასაც. ამ რევოლუციურ ბრძოლებზე ერთ-ერთ მომავალ წერილში უფრო ვრცლად მოვყვები

მალხაზ ხარბედია

ახლაც, ამ სტატიის შესაკრავად და დასასრულებლად ქვევრიდან ცოტაოდენი ჩვილი კრახუნა ამოვიღე, შარშან დაყენებული. ჭიქაში 100 გრამამდე ღვინო იქნება. იგი ჯერ სულ რაღაც 4 თვისაა. ცივია, ხელებში ვათბობ და ვცდილობ გავიგონო რას ამბობს ეს ღვინო

მალხაზ ხარბედია

ყველასთვის ძალიან ნაცნობ თემაზე ვაპირებ წერას. მწერლის “მე”–ზე, და მის ერთ–ერთ უმთავრეს და უცნაურ გამოხატულებაზე, ავტობიოგრაფიაზე. არამხოლოდ დაწერილზე ან დაბეჭდილზე, არამედ ზეპირ ავტობიოგრაფიაზეც, ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, რომელიც ამ ავტობიოგრაფიას ქმნიან.

მალხაზ ხარბედია

ჩინური ძირითადად გაშენებულია ტანას, ლეხურას, მეჯუდას, ფრონეს, ლიახვის, ქსნის და არაგვის ხეობებში. არ უნდა დაგვავიწყდეს ქვემო ქართლის ჩინურიც. რაც მთავარია თბილისში, თბილისური მევენახეობა–მეღვინეობისთვის ჩინური უმთავრეს ჯიშად შეიძლება იქცეს, განსაკუთრებით დიღმის და დასავლეთ თბილისის სხვა ზონებისთვის.

მალხაზ ხარბედია

ზაფხულში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიდევ ერთხელ ჩავიკეტებოდით. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ იზოლაციაში მომიწევდა პანდემიაზე მორიგი წერილის დაწერა. საერთოდ, არც ვაპირებდი ამ თემაზე კვლავ მუშაობას. მინდოდა ყველაფრის დასრულების, განკურნების შემდეგ მშვიდად გამეაზრებინა ეს ამბავი. დასკვნებზე მერჩივნა წერა.

მალხაზ ხარბედია

ღვინო აღარ იყიდება, დიდხანს იცდის მარანში, სარდაფში, თაროებზე, ქვევრებში, ცისტერნებში. და ვიწყებთ ფიქრს, თავს ვეუბნებით, არ გაიყიდება და ნუ გაიყიდება, შევინახავ, დავაძველებ, მეტი დამრჩება, 10-ის ნაცვლად იქნებ 20 ყუთიც გადავდო.

მალხაზ ხარბედია

საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა კულტურაში, მოხუცებულები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ, თუმცა საბჭოთა ათწლეულების, მანამდე კი რუსული ცარიზმის ბატონობის გამო ეს ცნება ხშირ შემთხვევაში ოდიოზურიც გახდა, ძირითადად ბობოლა მოხუცებულების გამო.

მალხაზ ხარბედია

ჩვენ არანაირი რეალური ფრთები არა გვაქვს, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია თხრობის ფრთები შევისხათ, ყოველთვისაა შესაძლებელი თხრობამ, ამბავმა, წიგნმა, ლიტერატურამ ფრთები შეგვასხას და დახშული ოთახიდან გამოგვიყვანოს. არაა გამორიცხული სავარძელში მოკალათებულები, ლოგინზე ან ტახტზე წამოწოლილები, იზოლაციაში მყოფები, ფიქრში და ამბებში გართულები ტახტიანად ავიწიოთ, ამოვიქოქოთ და გადავიკარგოთ სადღაც ყინულოვანი სამფლობელოსკენ, მთებს მიღმა, მოუსავლეთში, როგორც კაფკას ერთი პერსონაჟი იკარგება, ნახშირის ცარიელ სათლზე ამხედრებული.

მალხაზ ხარბედია

ამ ქვეყანაში ხომ ერთად სმა გვიყვარს. თითქმის ყოველთვის ვუჭახუნებთ ჭიქებს, ეს კი სიმბოლურად ნიშნავს, რომ ერთი ჭიქიდან მეორე ჭიქაში უნდა გადაიქცეს ღვინო, ურთიერთზიარება მოხდეს. დამტკიცდეს, რომ არ ვთაკილობთ ერთმანეთს. ვსვამთ განსხვავებულებს, ყველანი ერთი სასმისიდან, ხანდახან წყვილი სასმისითაც. ორ გუნდად ვიყოფით. ვსვამთ ვახტანგურებს, შემდეგ ვკოცნით ერთმანეთს. ზოგადად, სიმთვრალეში ბევრს ვიკოცნებით. ახლა კი იძულებულნი ვართ, მარტო ვსვათ, კოცნების გარეშე.

მალხაზ ხარბედია

აქ ცოდვასავით ეშინიათ ჭირის, ხოლო ამ შავი სენის მკურნალები იძულებულნი არიან ჩვეულებრივ ავადმყოფებთან სიარულს თავი ანებონ. ზოგი მდიდრდება ჭირიანობისას, სხვა კი პირიქით, თავის მემკვიდრეს კარგავს. დაავადება ხანდახან განკურნების სურვილსაც კი უკლავს ზენონს, რომანის მთავარ გმირს.   

მალხაზ ხარბედია

ჩემმა 2019 წლის ქისმა ორთვენახევარი იდუღა ქვევრში აქტიურად. ბოლოს ძალზე დაბალ ტემპერატურაზეც კი უმაგრდებოდა ქუდი და დარევისას მაცდურად ჩუხჩუხებდა. ახლა გადავსებულია, გაზაფხულს ელოდება, არავინ იცის რა დადგება მისგან.  როგორც ბაბუაჩემი ვალიკო იტყოდა, “იქნება ივარგოს”.