Border circle

კატო ჯავახიშვილი

ავტორი

კატო ჯავახიშვილი

ძალიან მალე გაისმა საბედისწერო სიტყვათა შეთანხმება: წითელი ინტელიგენცია, და დაიწყო კიდეც ამ „ავტორიტეტების“ ნგრევა. ახლა ეს ყველაფერი ბევრად მარტივი და ბევრად სასაცილოა, მაგრამ მაშინ თვალებგაფართოებული შევყურებდი, როგორი თავგანწირვითა და სიჯიუტით ცდილობდნენ ადამიანები „კუთვნილი“ ძალაუფლების და მონოპოლიების შენარჩუნებას.

კატო ჯავახიშვილი

ისევ იქ ხარ: თმაგაბურძგნული, ჩასისხლიანებული თვალებით, გაღიზიანებული. თამაშობ, უკვე არა მოგებისთვის, არამედ წაგებულის ამოღებისთვის. სესხულობ. იტყუები. იპარავ. შეხედე შენს თავს. ირგვლივ როგორ უცხოვდებიან ადამიანები, როგორ დაიღალნენ.  ეს გულგრილობის სამეფოა, რომელიც მათ უმოქმედობისკენ, შენ კი გაბოროტებისკენ გიბიძგებს.