„ვარ უმტკიცესი რვალისა“

არავინაა ჩვენზე მეტი. არავინ იცის ჩვენზე კარგად, რა სჭირდება ამ ქვეყანას. წარსულის გაანალიზებაშიც მაგრები ვართ და მომავლის საპროგნოზო მაჩვენებლების გაზომვაშიც. აბა, ჩვენზე უკეთ ვინ იცის, როგორ ჩაუტაროს ექსპერტიზა დაფლეთილ, დანაკუწებულ და კიდურებმორღვეულ გვამს, ისტორიის სანაგვეზე რომ გდია. ჩვენზე უკეთ ვინ დაიცავს, ვინ უღალატებს, ვინ წამოაყენებს ფეხზე ამ საბრალო ქვეყანას? ერთი ეგაა, ყველას სხვადასხვანაირად გვესმის ეს გადარჩენა: ჩვენ – ყველაზე ჭკვიანებს, ყველაზე განათლებულებს, საუკეთესოებს. 

ეს „ჩვენ“ ვიღა ვართ? საზოგადოება? ხალხი? ერი? ვინ ვართ, როცა გადამწყვეტი მომენტი დგება ხოლმე და თარიღებში გამომწყვდეულები ისტორიის სანაგვეზე გადარჩენას ვეძებთ?  არავინაა  ჩვენზე ნაკლული, როცა ერთიანობა გვჭირდება, როცა ჩვენ-ჩვენი ეგო გვერდზე უნდა გადავდოთ და რაღაც საერთო ვაკეთოთ. 

ასე დანაწევრებულები ვდგავართ და ამაღლებულ ალაგს დავეძებთ. ადგილს, სადაც თავად გავხდებით ღმერთები და ტრიბუნიდან ხალხის აღელვებულ და წამოწითლებულ სახეებს დავინახავთ. ჩვენით აღფრთოვანებული ხალხის. ყველას ჩვენ-ჩვენი ტრიბუნა გვაქვს და ყველას ჩვენი მრევლი გვყავს. ძალაუფლების გაყოფა აკრძალულია, რადგან ნაკლები ძალაუფლება მონობას ნიშნავს – ასე გვგონია. 

მას შემდეგ, რაც  1801 წელს პეტერბურგში გამოქვეყნებულმა მანიფესტმა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან „შემოერთებას“ ეხებოდა, დიდი ხნით დაუსვა წერტილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ქართველი ერის გარყვნა იწყება. სხვანაირად ვერ აღწერ იდენტობის რღვევის იმ პროცესს, მაშინდელმა საზოგადოებამ უპირობო მოცემულობად რომ მიიღო და მდგომარეობას მორგებულმა სარგებელზე დაიწყო ფიქრი. აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ დასავლეთის დრო დადგა, რუსეთმა მშვენიერი სვლა გააკეთა, ერთგულების ფიცი ჯერ გრიგოლ დადიანს დაადებინა, სულ მალე კი სოლომონ II აიძულა, საქვეშევრდომო ტრაქტატზე მოეწერა ხელი. შემოერთებაკარგი სიტყვააერთობადაც გაიგებ და ესშემოკიდევ, რაღაცნაირად შინ დაბრუნების რომანტიკულ სურნელს ატარებს. აკი, ასეთები ვართ ჩვენცსულ შინ დაბრუნება გვინდა და გარეთ ვრჩებით ხოლმე. 

  ჰო, „შემოერთებაზუსტად ასე ეძახდნენ საქართველოს ანექსიას. მაშინდელი გავლენიანი ხალხის უმეტესი ნაწილი თანამშრომლობდა იმპერიასთან და  ამ თანამშრომლობის სახელით  ბევრი ქართველი თავადაზნაური არა მხოლოდ იმპერიის სამსახურში ჩადგა, რუს არისტოკრატად იქცა. ულვაშის აწკეპვიდან დაწყებული, ოქროსფერი ბრჭყვიალა ღილებითა დაპაგონებითდამთავრებული. ზოგიერთები გვარსაც კი იცვლიდნენ. ხუმრობა ხომ არ იყო, „დიადი რუსეთიმათ მიწის საკუთრებას იცავდა. ოღონდ, ამ ყველაფერში უპირობოდ თავსდებოდა სამშობლოს სიყვარული, სამშობლოსი, რომლისთვისაც კარგი  მშვიდობასნიშნავდა, ხვალინდელი დღის გარანტირებულ დადგომას, კარგად ნაკვებ ოჯახს და ხანდახან ბრჭყვიალა წვეულებებსაც. მერე რა, თუ გვამებზე დადიოდნენ. მერე რა, თუმშვიდობამხოლოდ მოგონილი აქტი იყო და იმ ადამიანთა სუბლიმირებული წარმოსახვა, რომლის იქითაც  წარმატებით თავსდებოდა აჯანყებების ჩახშობები, დაჭერები, გადასახლებები. 

რა თქმა უნდა, კარგად ნაკვები და რუსეთის სამსახურში ჩამდგარი არისტოკრატებისგან არ შედგებოდა მხოლოდ მაშინდელი საზოგადოება და იყვნენ უკმაყოფილონიც, სწორედ ამის შედეგი იყო აჯანყებების კასკადი. აჯანყებულები და იმპერიის ქვეშევრდომები  ასე გადანაწილდა მაშინდელი საქართველო.  ქართველთა ენერგიაც ამაში დაიხარჯა: ნაწილი აჯანყებებს ახშობდა, ნაწილი ჯანყდებოდა. აჯანყებულებშიც გამოერეოდნენ ხოლმე სუსტი ნების მქონენი, აქეთიქით სირბილი, ჩინი და წოდება რომ ერჩიათ. ასე დაიყო ქვეყნის სამსახურიციდეალისტებად და პრაგმატიკოსებად, აჯანყებულებად და დროს მორგებულებად. 

ყველა აჯანყება, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში მოხდა, სწორედ ამ მიზეზით მარცხდება.  ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, 1802 წელს ხმები ვრცელდება  ქართველი თავადაზნაურობის რუსეთში გადასახლების შესახებ და ჯანყდებიან და მარცხდებიან კახელი ფეოდალები. აჯანყებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან და რუსული საჯარისო ნაწილები კახეთისკენ იძვრებიან. შემდეგი აჯანყების ერთერთი მიზეზი სამეფო და საუფლისწულო გლეხების სახაზინო გლეხებად ქცევაა. აჯანყებულებს შორის გახეთქილებაა. განხეთქილების გამო მთავარი განზე რჩება. მთავარი კი ისაა, როგორ მოიქცა რუსი მოხელე ერთერთ სოფელში. ოსი მოსახლეობა ჩიოდა: მან ძაღლების საჭმელ გობში შრატი ჩაასხა, შემდეგ კატები დახოცა და შიგ ჩაყარა, ადამიანის სიბინძურე დაამატა და მოსახლეობას აჭამა“. მაგრამ რას არ გააკეთებ სამშობლოს გამო, დამხრჩვალ კატასაც შეჭამ, განავალსაც და მეგობარსაც გაიმეტებ. ეს იყო მაშინდელი საზოგადოების გამართლებახმალივით ხელში აღმართული სამშობლოს სახელი. ეს არის ნაწილის გამართლება დღესაც. 

გაუსაძლისი გადასახადებისა და არმიის გამოკვების ვალდებულების გამო, ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, ამიტომ კახეთის აჯანყებას სოციალური ფონი აქვს. ვინ გამოდის აჯანყებულთა წინააღმდეგ?  რუსეთის სამსახურში ჩამდგარი თავადაზნაურობა. ვინ გადაუწევს ხელს? რა თქმა უნდა, ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ამას მოსდევს ავტოკეფალიის გაუქმებისა და ეკლესიის რუსეთის საეკლესიო საბჭოს დაქვემდებარებაში გადასვლის გამო აჯანყებები გურიასა და იმერეთში. აქაც დამარცხებები გვაქვს. რა თქმა უნდა, ვიცით, რატომაც.

მაშ, სად გვაქვს გამარჯვება? სად გვაქვს ერთიანობა? 1832 წელს, როცა აჯანყების მოთავეები ხან ხან მეფობის აღდგენას, ხან რესპუბლიკურ და ხან კონსტიტუციური მონარქიის წყობას განიხილავდნენ და ამაშიც ვერ შეთანხმდნენ? ან იქნებ იქ, სადაც აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ბედი მოღალატეთა სათამაშოდ იქცა? „ეს შეთქმა ასე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდგან მოკიდებული კასპის ზღვამდის, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა“- წერს ალექსანდრე ორბელიანი  და პარალელურად, ჯავახიშვილი გვეუბნება „…ბნელ ქუჩებში ცხენოსანი ყაზახები დაჰქროდნენ, ნამძინარევი აფიცრები შტაბისკენ გამორბოდნენ, ბრძანებას ისმენდნენ, აქედან სალდათებისა და ჟანდარმების მცირე გუნდები მოჰყავდათ და იქიდან დაპატიმრებული ორბელიანები, ერისთავები, ყველა მეთაურები და მათი მოზიარენიც მოჰყავდათ.“ ასე დასრულდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მიზნით წამოწყებული შეთქმულება იასე ფალავანდიშვილის ხელით, ადამიანის, რომელსაც პეჩორელები, თავდაბალს, კეთილს და სამშობლოზე შეყვარებულს უწოდებდნენკაცის, რომელმაც შეთქმულება გასცა და ქვეყანა ნიჰილიზმში გადააგდო.  

  ასეთი „კაცები“ მრავლად იყვნენ იმდროინდელ საქართველოში. ასეთი კაცები მრავლად არიან დღესაც. და აი, ჩვენივე ხელით რუსეთმა პოზიციები საბოლოოდ გაიმყარა.  ეს გამყარება ერთიანობის შეუძლებლობაში უნდა ვეძებოთ – მშიერ საზოგადოებაში,  რომლისთვისაც გადარჩენა გახდა უმთავრესი მიზანი, და იმავდროულად, გავლენებს დახამებულ არისტოკრატიაში, სამშობლოს სიყვარული საკუთარი ოჯახების მარცვლეულითა და ოქროთი სავსე ბეღლებზე რომ გაცვალეს. ახლა უკვე „ხალხისთვისაც“ შეიძლებოდა რაიმე სასიამოვნოს გაკეთება – თავზე ხელის გადასმა, დაყვავება, წახალისება. სწორედ ამას უკავშირდება მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობის დროს კოლონიზაცია იტალიური ოპერის ფონზე – ცეკვა „მაზურკა“ – ოპერაში წაყვანილი ცოლები და თანამდებობები არმიაში. მიზანი მიღწეული იყო – ქართველი ერი გარუსდა. გარუსდა საკუთარი ნებით, საკუთარი შიშით, საკუთარი ღალატით. აკი წერს კიდეც იაკობ გოგებაშვილი ობერრევიზორმა თვისი მგზავრობა დასავლეთ საქართველოში ასეთის ღვაწლმოსილობით დაამთავრა. ინახულა ბათუმის სასწავლებელი და მიჰმართა ერთს რვა წლის ბავშვს შენ ვინა ხარ? ქართველი, – სთქვა პასუხად ბავშვმა. ქართველი კი არა, რუსი ხარ,სთქვი,რუსი ვართქო. ბავშვი გაშტერდა და სდუმდა. რევიზორმა იფიქრა, აქ ნამდვილად სეპარატისტობაა დამალულიო, გაწყრა, გაგულისდა, წაავლო ხელი ბავშვს, ანჯღრევდა და გაჯავრებით გაიძახოდა თავისას. შეშინებულმა ბავშვმა ძლივს წამოილუღლუღა: რუსივარ. ხმამაღლა სთქვი, რომ რუსი ხარ,გაიძახოდა რევიზორი. შემკრთალმა ბავშვმა კარგა ხანს ვერ მოახერხა ხმის ამოღება. ბოლოს მოიკრიბა ძალღონე და შეჰყვირა: რუსი ვარო, და თან ქვითინი წასკდა“.

     საზოგადოებრივ ასპარეზზე „თერგდალეულების“ გამოჩენამ, რომლებმაც თან  ნაციონალიზმი მოიტანეს, ერთიანობის შეგრძნება გააჩინა. „პირველი დასიასე ეწოდა მოძრაობას, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ნიჰილიზმი ეროვნულობით შეცვალა. „ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება”  ენასთან დაბრუნდნენ ქართველები, ილიამ ქართველებს ქართული ასწავლა. თანაც, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს და მეოცეს დასაწყისში ცარისტული ხელისუფლება თანდათან დასუსტდა და პოლიტიკურ ასპარეზზე ცვლილებები გამოიკვეთა. 

   იმ პერიოდის საქართველოშიპირველი დასისგარდა,  ფუნქციონერებსმეორე დასიც“, სადაც რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტები, მათ შორის ნიკო ნიკოლაძე იყო გაერთიანებული. იქნებ, „მეორე დასისიდეებს რომ გავყოლოდით მაშინ ქართველები, რომელიც პირველს მეფის კარისადმი ლოიალობაში სდებდა ბრალს, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.  მოგვიანებით, საქართველოში მარქსიზმმა მოიკიდა ფეხი, „მესამე დასიგაჩნდა და ახალი ლიდერინოე ჟორდანია გამოიკვეთა. სამი დასი, სამი ლიდერი, სამი ბეჭდური ორგანო: „ივერია“, „მოამბედაკვალი“. ილია ქართული ენის პროპაგანდით, ნიკო ნიკოლაძე საქართველოს სატრანზიტო გზად ქცევით და ეკონომიკური განვითარებით, ნოე ჟორდანიასოციალისტური იდეოლოგიით. სოციალიზმმა გაიმარჯვა. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იშვა და თითქოს ნანატრი დამოუკიდებლობაც მოვიპოვეთ. 

სოციალიზმს დემაგოგიის მეტი არაფერი შეუქმნია“ – ამბობდა ნიკო ნიკოლაძე და მართალიც იყო, რადგან ხალხის უმეტესობამ სოციალიზმი გამდიდრების, თანასწორობისა და ფინანსური გათანაბრების ნიშნად ჩათვალა. „მდიდარს ართმევ ღარიბს აძლევ“- ამ ქვეყანაში არ გამოდგა, მდიდრები მდიდრდებოდნენ და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებოდნენ. დამოუკიდებელი საქართველოს გზა ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალური პრობლემებზე გადიოდა. რესპუბლიკის სამწლიანი არსებობის პერიოდში, რომელიც მართალია, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებით ხელმძღვანელობდა, ქვეყანაში არაერთი პრობლემა იყო. ხალხი, რომელმაც სოციალიზმს სარგებელი ვერ გამოსტყუა, ბოლშევიკურ ორგანიზაციებში იწყებდა შესვლას. რუსეთი იყენებდა პროპაგანდის ყველა შესაძლო იარაღს მუშებისა და გლეხების უკმაყოფილების  და აჯანყებების გამოსაწვევად. არსდებოდა ბოლშევიკური გაზეთები, ვრცელდებოდა პროკლამაციები. საქართველოს მთავრობისთვის მთავარი ქვეყნის საერთაშორისო აღიარება იყო, იქნებ ამიტომ დათანხმდა რუსეთთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმად რუსეთი ცნობდა საქართველოს  დამოუკიდებლად, თუ მენშევიკები უარს იტყოდნენ სასაზღვრო ზონებზე საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ჯარის განლაგებაზე და ასევე, თუ ბოლშევიკურ გაზეთებს ლეგალური საქმიანობის უფლება მიეცემოდათ.  

1921 წელს საქართველო გასაბჭოვდა.  ქვეყანა ისევ კოლონიად იქცა. სამი წლის ბორკილების ტარების შემდეგ, საქართველოს მუშები და გლეხები განთავისუფლდა მოღალატე მენშევიკების ტირანიიდან. 25 თებერვალს საქართველოს დედა ქალაქში აფრიალდა წითელი დროშა. 25 თებერვალს დიდიხნის დატანჯულმა და ყოველ მხრივ შევიწროებულმა მუშებმა პირველად თავისუფლად ამოისუნთქეს.“ასე ამცნო  გაზეთმა „კომუნისტმა“ თბილისში წითელი დროშის აფრიალება ხალხს. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კი ბრალად დასდო ქვეყნის გაყიდვა, აჭარის თურქებისთვის გადაცემის განზრახვა, განძის გატაცება. მენშევიკებს სოციალფაშისტებადმოიხსენიებდნენ.   ოკუპაციის შემდგომი აჯანყებები კი, ავანტიურად  ცხადდებოდა.სიმინდის რესპუბლიკა“ (ასე უწოდებდნენ დემოკრატიულ რესპუბლიკას ბოლშევიკები) ჯერ სალანძღავ, შემდეგ კი დასაცინ სიტყვად იქცა. 

მაგრამ გლეხებისა და მუშების მდგომარეობა არ შეცვლილა. იმინტელიგენციასაცდაემუქრა საფრთხე, რომლებიც საბჭოთა ჯარის შემოსვლას ბურჟუაზიული მთავრობისგან თავდახსნითა და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებით ამართლებდა. დამოუკიდებლობის სამი წელი სანატრელი გახდა.  როდესაც 1921 . თებერვალმარტის მძიმე დღეებში საქართველო მაგიდაზე დააწვინეს და ნაცადმა დასტაქარმა, საბჭოთა ხელისუფლებამ, სასტიკი ოპერაცია ჩაუტარა, ამ ქირურგმა იცოდა, რომ პაციენტი ქლოროფორმით დაბანგა და საოპერაციოდ მოამზადა საქართველოს ს.-.-ის ასევე გამოცდილმა, თუმც ნაკლებ კადნიერმა ხელმა.“წერს მიხეილ ჯავახიშვილი და ვინ იცის, იქნებ, ამ სიტყვების ავტორიც და ქართველი ხალხიც უფრო მტკიცე რომ გამომდგარიყო, ერთიანობა  შესძლებოდა, ერთმანეთისთვის სიკვდილი და დახვრეტა არ მიესაჯააგვეშენებინა კიდეც ეს ქვეყანა. 

1922 წელს ჩამოყალიბებულდამოუკიდებლობის კომიტეტსდიდი გეგმები ჰქონდა და საქმე თითქოს კარგადაც მიდიოდა, რომ არა კალე მისაბიშვილი, რომელმაც ჩეკას სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობის სია გადასცა, რის ნიადაგზეც  ცენტრის 15-ივე წევრი, მათ შორის გენერალი კოტე აფხაზი დახვრიტეს.  აჯანყება მაინც არ შეჩერდა, დამკომი ცდილობდა წინააღმდეგობის ორგანიზებას აზერბაიჯანელ და ჩრდილოკავკასიელ დისიდენტებთან ერთად, მაგრამ უშედეგოდ – 1924 წელს ნაწილი გაიქცა, ნაწილი გადაასახლეს, ნაწილი დახვრიტეს. ვარ უმტკიცესი რვალისა“ – 1924 წლის შეთქმულების საიდუმლო ფრაზამ, რომელსაც ერთიანობა უნდა მოეტანა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პრობლემებში გადაისროლა. 

  შემდეგ უკვე იდეოლოგიური განსხვავების გამო დაიწყო კომუნისტური პარტიის ძველი თაობისა და 20-იან წლებს გადარჩენილი სხვა პარტიების წევრებისგანქვეყნის წმენდა“, რამაც დახვრეტილთა და გადასახლებულთა სია კიდევ უფრო გაზარდა.  და როგორც იქნა დადგამშვიდობის“, 37-მანეთიანი მოსკოვში გადაფრენებისა დამზიანი საქართველოსდროც, რომელსაც ასე მისტირიან ჩვენი მშობლები.  მაგრამ რადგან მტერი მტერია, ის არსად მიდის და ხელსაყრელ დროს ელოდება, 1978 წელს როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სახელმწიფო ენად რუსული დაემტკიცებინა, ისევ უკან დავბრუნდით და ქართული ენის დასაცავად შევიკრიბეთ. მუხრანბატონის შეხედულებების .„მცირერიცხოვანი ხალხების ენებს სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა მრავალრიცხოვანი ხალხების ენებთან შერწყმისა და გაქრობისა. მართალია, ეს მტკივნეულია, მაგრამ აუცილებლობაა. გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ“ – პირიპირ დავდექით და როგორც ილიას დროს, ისევ ქართული ენა გაგვიხდა დასაცავი.

დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიას ორი უზარმაზარი დანაკარგით ვწერთ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დანაკარგით. ასეთია რუსეთი. ასეთია ჩვენი დამარცხებების ისტორია. ახლაც, 21- საუკუნეში, თითოეულმა უკეთ ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას და ამსაჭიროებებშიხშირად ისეთი ორგანული ხდება ღალატი, გეგონება, გამარჯვების დროშას ვაფრიალებდეთ;  გეგონება, მართლა ქვეყნის გადარჩენა გვინდოდეს; მთავარია, დღეს გადავრჩეთ, დღევანდელი დღე გადავაგოროთ, მშვიდობით დაღამდეს. ჯანდაბაში წასულან ჩვენი შვილები, თავიანთი საბრძოლი თავად იბრძოლონ. შვილები, რომლებმაც ჩვენზე უკეთ იციან, რომ ამ ქვეყნის მომავალი კვლავრუსეთის ბოსტნადქცევა არ უნდა იყოს. ჩვენ კი, ამ ქვეყნის მმართველებსა თუ მმართველობის მსურველებს, ამ ბოსტანში მოწეული ბაღჩაბოსტნეული გვადარდებს: შემოსული ტურისტების რაოდენობა, მედიკამენტების გაიაფება, ეკონომიკური ზრდა, სკამებს ჩაბღაუჭება თუ მათი მოპოვებაერთჯერადი პერფორმანსები, რომლითაც   ხალხის მდგომარეობას ვერ შეცვლი, მიღებული შემოსავლით კი, სამშობლოსთვის  ვერც მშვიდობას იყიდი და მით უფრო, ვერც ღირსებას.  

მტერთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია. მტერს სახელი უნდა დაარქვა. ენა არ უნდა მოუჩლიქო. ქვეყანა არ უნდა გადააყოლო. ხალხი უნდა გააერთიანო და ყველაფერი გააკეთო, რომ რუსული პროპაგანდის მანქანამ, რომელმაც იატაკქვეშეთიდან პირდაპირ ჩვენს ქალაქებში, საძინებლებში, ტელევიზორებში, დაპირისპირებებში, ცხოვრებაში მოადინა ზღართანი,  ისევ სიმინდის რესპუბლიკადარ გაქციოს. ეს უნდა რუსეთს. ეს უნდათ საბჭოთა იდეოლოგიის ქართველ გამზიარებლებს  სიმინდის რესპუბლიკა“ – დამცირებული, გარუსებული  მზიანისაქართველო, ნოყიერი ნიადაგით, კარგი ღვინით და  ტურისტების გასახარად მშრალ ხიდზე მომრავლებული სტალინის ბიუსტებით.