Border circle

ცირა გვასალია

ავტორი

სტატია

ცირა გვასალია

„ვოქსზოგოზე“ ერთ-ერთი ახალი დასრულებული კვლევა მიმდინარე წელს გამოქვეყნდა რეცენზირებად ჟურნალ Genetics in Medicine-ში. კვლევის შედეგების მიხედვით, ვოზორიტიდის მიღება 3.5 წლიდან 5-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ზრდაში ეხმარება. რაც შეეხება უსაფრთხოებას: წამლის ხანგრძლივვადიანი უსაფრთხოების პროფილი დადებითია, მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენის გარეშე. კვლევის ფარგლებში არ მომხდარა სხეულის პროპორციების, ძვალში მინერალების სიმჭიდროვის შემცირება და ხერხემლის გამრუდება.