ავტორი
სტატია
ამ ერთი ქუჩის მიღმა ქალაქი ჩამკვდარია. პატარა სავაჭრო ობიექტებისგან მარტო ბანერებია დარჩენილი. ბაზარი, როგორც ასეთი, აქ კვირაში ერთხელ იმართება. ქუჩის ძაღლები ზედმეტად გამხდრები არიან. ადამიანებისგან განსხვავებით, მათ ამ ადგილის მიტოვების შანსი არ აქვთ.
პირველი, რაც უკანა კარის შესასვლელში გხვდება კარფურის თანამშრომლის 10 მცნებაა, სადაც ჯვარცმული ქრისტეს ნაცვლად ფორმაში გამოწყობილი გაბადრული გოგოა გამოსახული. ჯვარცმული ქრისტე უფრო მარტივად წარმოსადგენია გაღიმებული და პოზიტიური, ვიდრე კარფურის თანამშრომელი. ეს ის წესებია, რომლებიც უნდა დაიცვა, თუ გინდა, რომ ღირსეული თანამშრომელი გახდე. წესები, რა თქმა უნდა, უღირსი და დამამცირებელია თვითონ თანამშრომლისთვის, მაგრამ ეს დიდი ხანია, გასაკვირი აღარაა მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის.